Cyber Monday Sale! 50% Off All Access

სერენა უილიამსი და 9 ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერი-სპორტსმენი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SBnation

ამ სპორტსმენთა შორის ზოგიერთი სრულიად უმწიკვლო საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. საინტერესოა, სხვები? მათზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ ამაზე დავა არ ღირს. ერთი რამ კი ნამდვილად არ არის სადავო: ეს სუპერვარსკვლავები უზომოდ ჭკვიანები არიან, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება. გადახედეთ, როგორები არიან ყველაზე ანტრეპრენერულად მოაზროვნე მამაკაცი და ქალი სპორტსმენები.

მსგავსი სტატია: ზაზა ფაჩულიამ ISET-ის კურსდამთავრებულებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა

ლებრონ ჯეიმსი

ცნობილია როგორც: NBA-ის ტიტულებისა და სხვა უამრავი ჯილდოს მფლობელი

ქონება: $300 მილიონი

ბიზნესი: სოციალური მედიაკომპანია Uninterrupted, რომელიც სპორტსმენებს ფანებთან აკავშირებს. რესტორნების ქსელი Blaze, რომელსაც პიცის ჩიპოტლეს ეძახიან. კინოსტუდია Spring Hill Entertainment, რომელმაც სულ ახლახან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას Warner Bros.-სთან და უვადო ხელშეკრულება გააფორმა Nike-თან.

მისი სიტყვებია: "მარცხის არ უნდა გეშინოდეთ. ეს წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა − ყოველთვის წარმატებული ვერ იქნები, და მე ეს ვიცი".

სერენა უილიამსი

ცნობილია როგორც: ერთეულთა თანრიგში დიდ სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული

ქონება: $150 მილიონი

ბიზნესი: ტანსაცმლის საკუთარი ხაზი HSN-ისთვის. სარეკლამო კონტრაქტები კომპანიებთან: Nike, Chase, Beats, Delta Airlines, Gatorade და Pepsi. საფეხბურთო კლუბ Miami Dolphins-ის თანამფლობელი (დასთან, ვენუსთან ერთად);

მისი სიტყვებია: "ნებისმიერი ქალის წარმატება შთაგონების წყაროდ უნდა იქცეს სხვებისთვის. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი. არ დაივიწყოთ, რომ ძალიან გამბედავი უნდა იყოთ, ძლიერი და უზომოდ კეთილი, და უპირველესად, თავმდაბალი".

მაიკლ ჯორდანი

ცნობილია როგორც: ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი

ქონება: $1.2 მილიარდი

ბიზნესი: Charlotte Hornets-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. Hanes, Gatorade, Nike და სხვა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, რაც მას წელიწადში $100 მილიონის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.

მისი სიტყვებია: "წარმატების მისაღწევად, ეგოისტი უნდა იყოთ, სხვაგვარად ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევთ, და როგორც კი თქვენს უმაღლეს საფეხურამდე ახვლათ, ადამიანებთან ურთიერთობისას უანგარო უნდა იყოთ. მიუწვდომელი ნუ გახდებით. ურთიერთობები შეინარჩუნეთ. იზოლირებული ნუ იქნებით".

მარია შარაპოვა

ცნობილია როგორც: დიდი სლემის ხუთი მთავარი ტიტულის მფლობელი. თუმცა, აკრძალული პრეპარატის მოხმარების გამო, ნარკოტესტირება ვერ გაიარა და ამის გამო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ორი წლით შეუჩერა თამაშის უფლება.

ქონება: $125 მილიონი

ბიზნესი: Sugarpova − ტკბილეულის ხაზი, ჟელატინის დათუნიები და შოკოლადი

მისი სიტყვებია: "ყველაფერი მარტივად რომ გამოდიოდეს, ხასიათი არასოდეს ჩამოგიყალიბდება".

ერვინ "მეჯიკ" ჯონსონი

ცნობილია როგორც: მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი, NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი; აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მომხრე და ბიზნესის მამოძრავებელი ძალა

ქონება: $600 მილიონი

ბიზნესი: $1 მილიარდად შეფასებული საინვესტიციო კონგლომერატი Magic Johnson Enterprises; LA Dodgers-ის, LA Sparks-ისა და LA Football Club-ის თანამფლობელი

მისი სიტყვებია: "იმას კი ნუ იკითხავთ, რისი გაკეთება შეუძლიათ თანაგუნდელებს თქვენთვის. ის იკითხეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი თანაგუნდელებისთვის".


ტონი ჰოუკი
ცნობილია როგორც: სკეიტბორდისტი, რომელმაც ტრიუკი Indy 900 შეასრულა (ნახტომი რამპაზე − შემოტრიალება 900 გრადუსით საკუთარი თავის გარშემო); და ვიდეოთამაშების გმირი

ქონება: $120 მილიონი

ბიზნესი: სკეიტბორდისა და ტანსაცმლის ხაზი BirdHouse. ვიდეოთამაშის ფრანშიზა Tony Hawk Pro Skater. ტანსაცმლის ხაზი Kohl's.

მისი სიტყვებია: "საყვარელ საქმეს მისდიეთ, რაც უნდა იყოს ის, და მის შესახებ ყველაფერი დაადგინეთ".

ჯორჯ ფორმენი

ცნობილია როგორც: ყველაზე გამანადგურებელი მძიმეწონოსანი კრივის ისტორიაში, და ადამიანი, რომელიც სამზარეულოში გრილზე წვავს სტეიკს

ქონება: $250 მილიონი

ბიზნესი: რეკლამას უწევს გრილს, რომელიც ცხიმის გარეშე წვავს პროდუქტებს George Foreman Lean Mean Fat-Reducing Grilling Machine (რომელიც ასევე ჯორჯ ფორმენის გრილის სახელწოდებითაა ცნობილი), მთელ მსოფლიოში შენობებში გამოსაყენებელი 150 მილიონი ელექტრონული გრილია გაყიდული.

მისი სიტყვებია: "იყავით ყველაზე სასიამოვნო ადამიანი ბიზნესში მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ. ადამიანებს სურთ კარგად გრძნობდნენ თავს და თავიანთი შენაძენიც მოსწონდეთ. ამიტომ მათთან ურთიერთობისას კეთილგანწყობა გამოიჩინეთ. ისეთი იყავით, როგორიც სინამდვილეში ხართ − მაშინ, როდესაც არავინ გიყურებთ".

არნოლდ პალმერი

ცნობილია როგორც: გოლფის ლეგენდა, ნამდვილი სუპერვარსკვლავი და შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელის გამომგონებელი

ქონება: $675 მილიონი

ბიზნესი: The Golf Channel. Bay Hill Golf Resort. Arnold Palmer Enterprises. არნოლდ პალმერის სასმელების ხაზი − AriZona beverages

მისი სიტყვებია: "გამარჯვება ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მთავარი, გამარჯვების სურვილია".

ტაიგერ ვუდსი

ცნობილია როგორც: გოლფის 13 მთავარი ტურნირის გამარჯვებული

ქონება: $825 მილიონი

ბიზნესი: გოლფის მოედნების დიზაინის კომპანია - Tiger Woods Design. ყურსასმენების მწარმოებელი კომპანია - Sol Republic Tiger Woods Headphones. რესტორანი -The Woods Jupiter. კომპანიების - Rolex, Nike, Upper Deck - ის ოფიციალური წარმომადგენელი

მისი სიტყვებია: "არასდროს გაითვალისწინოთ, თუ რას ელოდებიან სხვა ადამიანები თქვენგან. მხოლოდ თქვენი ცხოვრებისა და საკუთარი მოლოდინის შესაბამისად იცხოვრეთ".

როჯერ სტაუბახი

ცნობილია როგორც: ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, რომელმაც დიდების დარბაზამდე Dallas Cowboys-ით გაიკაფა გზა

ქონება: $600 მილიონი

ბიზნესი: სტაუბახმა თავისი უძრავი ქონების იმპერია − The Staubach Company, 2008 წელს $640 მილიონად გაყიდა. გლობალური უძრავი ქონების საკონსულტაციო ფირმა JLL-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე.

მისი სიტყვებია: "თუ ზედმეტ მილს გაივლით, საცობები არ შეგხვდებათ".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს