Arte E Natura - თმის მოვლის იტალიური ბრენდი უკვე საქართველოშია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Arte E Natura იტალიური ბრენდია, რომლის ისტორიაც 2014 წლიდან იწყება. ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნის იტალიელ სტილისტს, დომენიკო კასტელოს. დომენიკომ, თმის მოვლის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიული დაკვირვების შემდეგ, შექმნა პროდუქცია, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს აერთიანებს. ეს სწორედ ის გარემოებაა, რაც ბრენდს განსაკუთრებულს ხდის და ყველა ტიპის თმის საჭიროებებს აკმაყოფილებს.
Arte E Natura-ს სლოგანი - "თმის მოვლის იტალიური ტრადიცია ბუნებრივი ინგრედიენტებით" - გამოხატავს ბრენდის ძირითად იდეას: ადამიანებისთვის ჯანსაღი და ბუნებრივი თმის მოვლის პროდუქტების შეთავაზებას.
ბრენდის ფილოსოფია, La Dolce Chioma - "ტკბილი თმა", გამოხატავს იმას, რომ ჯანსაღი და მოვლილი თმა არა მხოლოდ სილამაზის გარეგნული ნიშანი, არამედ შინაგანი თავდაჯერებულობის არსებითი გამოხატულებაა", - თეა ხუადე, Arte e Natura-ს წარმომადგენელი საქართველოში.
Arte E Natura ერთი თვეა, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს იტალიური ხარისხის, თმის მოვლის ბუნებრივ, უნიკალურ პროდუქტებს, რომლებიც თმის მოვლის სრულ ციკლს და სასურველი ჯანსაღი, ბზინვარე და მოცულობითი თმის ქონას უზრუნველყოფს.
Arte E Natura-ს ბრენდის პროდუქტები იწარმოება სამხრეთ იტალიაში, ლაბორატორიაში, სადაც მრავალწლიან ტესტირებას გადის. თავად პროდუქციის შესაქმნელად საჭირო ნედლეული ადგილობრივი მცირე მეწარმეების მიერ არის მოპოვებული ორგანული მეურნეობებიდან.
"პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, თმის მოვლის სრულ ციკლს, დამზადებულს მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით, როგორიცაა მორინგა, ჟოჟობასა და არგანის ზეთები, აგრეთვე ვიტამინებით გამდიდრებული მინერალური ფორმულები.
ჩვენი პროდუქტები სალონური პროცედურის შესაძლებლობას იძლევა სახლის პირობებში, რადგან ბრენდი ორიენტირებულია არა მხოლოდ თმის დროებით გაბრწყინებაზე, არამედ საჭიროებისამებრ თმის ღერებისა და სკალპის მკურნალობაზე. Arte E Natura-ს პროდუქციის მიზანია თმის ღერის გაძლიერება, სტრუქტურის აღდგენა, რათა თქვენი თმა გამოიყურებოდეს ჯანსაღად, მოცულობითად და ბზინვარედ".
Arte E Natura საქართველოში წარმოდგენილია ოთხი ძირითადი პროდუქტით: შამპუნი, კონდიციონერი, თმის ზეთი და მინერალიზებული ამპულები. პროდუქტები განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის და ეხმარება მომხმარებლებს ჯანსაღი, ბზინვარე და მოცულობითი თმის ქონასა და მოვლაში.
ჯანსაღი, მბზინავი თმა თავდაჯერებულობის საფუძველია, და Arte E Natura-ს თითოეული პროდუქტი ამ მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.
"Arte E Natura-ს მთავარი იდეაა, რომ მოვლილი თმა არ არის უბრალოდ ესთეტიკა – ეს არის თვითგამოხატვისა და ჰარმონიული ცხოვრების ნაწილი. ბრენდისთვის ჯანსაღი თმა შინაგანი სიძლიერისა და თავდაჯერებულობის გამოხატულებაა".
ამ ეტაპისთვის Arte e Natura-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე arteenatura.ge და სოციალური ქსელების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით.
"სამომავლოდ, Arte e Natura-ს მთავარი მიზანია, ბრენდი საქართველოს აუდიტორიას უფრო ახლოს გააცნოს. ჩვენ ვგეგმავთ, პროდუქტების ასორტიმენტი გავაფართოოთ და მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ თმის მოვლის იტალიური ხელოვნების აღმოსაჩენად.
ვაპირებთ როგორც ფიზიკური გაყიდვის წერტილების, ისე ონლაინარხების განვითარებას. პარალელურად, ვმუშაობთ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, რათა მათ უკეთ გაიაზრონ ბუნებრივი ინგრედიენტების სარგებელი და მნიშვნელობა".