ხარისხის ახალი ნიშანი - "მილა" ქართულ ბაზარზე შემოდის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოდესმე მდგარხართ ერთმანეთის მსგავსი პროდუქტებით სავსე თაროს წინ, არჩევანის მრავალფეროვნებით დაბრმავებული და დაბნეულს ვერაფრით გაგირკვევიათ, საბოლოოდ რომელი მათგანი გთავაზობდათ ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსს?

ვის არ მოსვლია.

საბედნიეროდ, ქართველ მომხმარებელს დაუსრულებელ რჩევასა და კვლევაში ზედმეტი დროის დაკარგვა უკვე აღარ დასჭირდება. ბაზარზე ახალი, ცხადი და შესამჩნევი ხარისხის ნიშანი გამოჩნდა! რძის პროდუქტების მწარმოებელი, ცნობილი ბრენდი - "მილა" - უკვე საქართველოშია და საკუთარ ხარისხის ახალ ნიშანსაც ამკვიდრებს!

თანაც, პირდაპირი მნიშვნელობით! ბრენდმა ახალ ბაზარზე მუშაობა ხარისხის ახალი, უფრო შესამჩნევი და თამამი შტამპის შექმნით დაიწყო. ამ ნიშანს ყველგან იპოვით - მაღაზიის თაროებიდან ბილბორდებამდე და ავტობუსის გაჩერებებიდან საკუთარ ტელეეკრანებამდე.

იპოვე მილას ნიშანი და იპოვი იდეალურ ბალანსს ბუნებრივ ხარისხსა და კონკურენტულ ფასს შორის!

ასე - მარტივად!

მილა, როგორც ახალი, ცოცხალი პროდუქციისა და მაღალი ხარისხის თამასის დამწესებელი ბრენდი, უკვე დიდი ხანია რეგიონის მასშტაბით არაერთ ერთგულ მომხმარებელს ითვლის. ქართულ ბაზარზე ბრენდი საკუთარი ფართო ასორტიმენტიდან მრავალფეროვანი პროდუქციის შემოტანას გეგმავს - უცვლელი ხარისხითა და მაღალი სტანდარტების დაცვით წარმოებული ყოველდღიური მოხმარების რძის პროდუქტებიდან, ყველასთვის საყვარელ, ნოყიერ გემოებამდე!

რძე, არაჟანი, ლაბნე, რძის კოქტეილები, იოგურტები და ბევრი სხვა - საკუთარი გემოვნების შესაბამისი პროდუქტის პოვნა მილას არცერთ მომხმარებელს არ გაუჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყველაფერი 100%-ით საღი რძისგან მზადდება და მომხმარებლამდე უკონკურენტოდ დაბალ ფასად მიდის!

სწორედ ხარისხზე კონცენტრირებით შეიქმნა ბრენდის პირველი ქართული სარეკლამო კამპანია და საკომუნიკაციო ენაც. მილას საღი რძის შტამპი ქართველ მომხმარებელს პირდაპირ ანიშნებს, სად უნდა იპოვონ მათი ახალი, ყველაზე სანდო პროდუქტები. ამავდროულად, კამპანია აპოზიციონირებს ბრენდს, როგორც ხარისხის ახალ ნიშანს მთელს ქართულ ბაზარზე.

მილა არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავს, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისე მის გარეთ. ასე რომ, იყავით ყურადღებით და არ გამოტოვოთ დიდი საახალწლო ფასდაკლებები, პრომო აქციები და განუმეორებელი შეთავაზებები. გაამრავალფეროვნეთ თქვენი სუფრა ჯანსაღი პროდუქტებით და ერთად ვნახოთ, როგორ დაიმკვიდრებს ბაზარზე (და ჩვენს მაცივრებში) ადგილს ხარისხის სრულად ახალი ნიშანი!

Business News

ქართული ზღაპრების ჯადოსნური სამყარო "რტოს" თამაშებში

Extra-სა და საქართველოს ბანკის მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი ინიციატივა