16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წელიწადის ამ დროს ბევრი ჩვენგანი ფიქრობს იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაც გვსურს, ან იმ ჩვევებზე, რომელთა შეძენა ან დავიწყება გვინდა. თუმცა, რაიმეს შეცვლა უკიდურესად ძნელია და შესაძლოა მცდელობებმა იმედიც კი გაგვიცრუოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასურველ შედეგებს ვერ მივიღებთ. თუმცა, მხოლოდ მცდელობაც კი წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ბოლოსდაბოლოს, რაიმეს შეცვლა ერთ წამში კი არა, დროთა განმავლობაში ხდება, უწყვეტი პროცესია.
ყველას, ვისაც რაიმეს შეცვლა სურს ცხოვრებაში, 17 გასაოცარი ისტორიული პიროვნების შთამაგონებელ ციტატებს გთავაზობთ ცვლილების შესახებ, რომლებიც მოქმედებებისკენ გიბიძგებთ.
ოპრა უინფრი
"გამოდით იმ ისტორიიდან, რომელიც ხელს გიშლით. ახალ ისტორიაში შეაბიჯეთ, რომლის შექმნის სურვილიც გაქვთ".
შერილ სენდბერგი
"როდესაც მძიმე დღეები, მძიმე დრო დაგიდგებათ და გულის სიღრმემდე შეგძრავთ, მაშინ გამოჩნდება, სინამდვილეში ვინ ხართ".
დედა ტერეზა
"მარტო მე არ შემიძლია სამყაროს შეცვლა, მაგრამ წყალში ქვას გადავაგდებ და ტალღები აიშლებიან".
რალფ უოლდო ემერსონი
"თქვენ ბედად გერგოთ გახდეთ ერთადერთი ადამიანი, და თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ უნდა გახდეთ".
მაია ანგელოუ
"თუ რაიმე არ მოგწონთ, შეცვალეთ. თუ ვერ შეცვლით, თქვენი დამოკიდებულება შეცვალეთ მის მიმართ".
ალბერტ აინშტაინი
"უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვისაც არასოდეს უცდია რაიმე ახალი გაეკეთებინა".
გოლდა მეირი
"ყველაფერი გააკეთეთ, რომ პატარა, შინაგანი ნაპერწკლები გააღვივოთ და თქვენი მიღწევების ცეცხლად ააგიზგიზოთ".
ესტე ლაუდერი
"მე აქამდე მხოლოდ ოცნებებით და იმედებით არ მომიღწევია. აქ მხოლოდ იმიტომ მოვხვდი, რომ ამისთვის ბევრი ვიმუშავე".
დოლი პარტონი
"თუ არ მოგწონთ გზა, რომელზეც დადიხართ, სხვა გზის გაკვალვა დაიწყეთ".
მარკ ტვენი
"ოცი წლის შემდეგ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ, შორს უსაფრთხო ნავსადგომიდან! ზურგის ქარი დაეხმაროს თქვენს ხომალდს ნაოსნობისას! შორს გაცურეთ! ეძიეთ, იოცნებეთ, აღმოაჩინეთ!"
ნორმან ვინსენტ პილი
"შეიცვალეთ აზრები და თქვენთვის მთელი თქვენი სამყარო შეიცვლება".
შონდა რაიმსი
"თქვენ შეგიძლიათ მთელი თქვენი ცხოვრება ხაზების ხატვას შეალიოთ. ან შეგიძლიათ მთელი ცხოვრება მათ გადაკვეთაში გაატაროთ".
თეოდორ რუზველტი
"დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ და ნახევარ გზას უკან ჩამოიტოვებთ".
ერიკა ჯონგი
"თუ რაიმეს არ აყენებთ რისკის წინაშე, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად რისკავთ".
ლუსილ ბოლი
"მირჩევნია, ის ვინანო, რაც გავაკეთე, ვიდრე ის, რაც არ გამიკეთებია".
მაიკლ ჯორდანი
"ჩემი კარიერის განმავლობაში 9000-ზე მეტი ბურთი ვერ ჩავაგდე კალათში. თითქმის 300 თამაში მაქვს წაგებული, გუნდმა 26-ჯერ მანდო კალათში გადამწყვეტი ბურთის ჩაგდება და ავაცილე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი და ბევრი წარუმატებლობა მქონია, და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი წარმატებული".