Parsek 1 - მანგებისა და კომიქსების სიყვარულით შექმნილი განსაკუთრებული სივრცე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ყველა ინდუსტრიის დღის წესრიგი შეცვალა. განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე მცირე მეწარმეები დადგნენ. სწორედ წინა საახალწლო პერიოდში მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად Extra.ge-სა და "საქართველოს ბანკის" ერთობლივი ინიციატივა. 19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე Extra.ge მცირე ბიზნესებს განსაკუთრებული პირობებით უთმობს პლატფორმას. ამ პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმეებს თავიანთი წარმოებული პროდუქციის განთავდება Extra.ge-ზე ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეუძლიათ. ამასთან ერთად, ისინი უფასო საკურიერო სერვისითაც ისარგებლებენ.
ეს ინიციატივა მომხმარებლებსაც შეძენის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს - "საქართველოს ბანკის" ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. სპეციალური კოდის - SAVE15-ის გამოყენებით კი თითოეული მყიდველი 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს, რაც მაქსიმუმ 20 000 ქულასა და 150 ლარამდე ფასდაკლებას გულისხმობს. ეს შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ადგილობრივ ბიზნესს ამ რთულ პერიოდში დაუჭიროს მხარი.
ერთ-ერთი მცირე ბიზნესი, რომლის პროდუქციის შეძენას განსაკუთრებული პირობებით აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეძლებთ, არის Parsek 1 - Comic Books & Coffee. მისი დამფუძნებელი, ანი ზედელაშვილი Entrepreneur-თან საკუთარი ბიზნესისა და მიმდინარე მოვლენების პარალელურად შექმნილი გამოწვევების შესახებ საუბრობს.
Parsek 1 - Comic Books & Coffee-ის შექმნის მთავარ შთაგონებად კომიქსების და მანგების დიდი სიყვარული იქცა. "გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა მოსვლას და საყვარელი პერსონაჟების, ისტორიების პოვნას. გვსურდა, ეს ყოფილიყო ის ადგილი, სადაც მეგობრულ გარემოში შეხვდები საერთო ინტერესების მატარებელ ადამიანებს და შეძლებ დროებით მოსწყდე რეალობას", - ამბობს ანი ზედელაშვილი.
დროსთან ერთად, Parsek 1 - Comic Books & Coffee მანგის და კომიქსების მკითხველებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. სივრცემ შეძლო დაინტერესებული აუდიტორიისთვის ისეთივე დიდი არჩევანი შეეთავაზებინა, როგორსაც ევროპის სხვა კომიქსების მაღაზიაში შეხვდებოდნენ.
ისევე როგორც უამრავი მცირე ბიზნესისთვის, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები რთულად აისახა Parsek 1-ის მუშაობაზე.
ანი ზედელაშვილი:
"როგორც იცით, ბიზნესის დიდი ნაწილი საახალწლო სეზონზეა დამოკიდებული. პირველი ლოგიკური გზა, რომელსაც თითქმის ყველა ბიზნესმა და მათ შორის ჩვენც მივმართეთ, იყო ონლაინპლატფორმებზე ფოკუსირება. გადავედით უფასო მიწოდებაზე, დავამატეთ სხვა გარკვეული შეთავაზებები მათთვის, ვინც ადგილზე მოსვლას ვერ ახერხებს. განვითარებულმა გარემოებებმა ჩვენი გეგმები სხვა მხრივაც შეცვალა - ახალ წელს არაერთი აქტივობა გვქონდა დაგეგმილი, მათ შორის ვორქშოპები, რომლის გაუქმებამაც მოგვიწია".
Extra.ge-ს და "საქართველოს ბანკის" მხარდამჭერი ინიციატივის შესახებ საუბრისას Parsek 1-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრეცედენტები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დიდი მასშტაბის კომპანიებისაგან.
ანი ზედელაშვილი:
"აქტიურად ვთანამშრომლობთ "საქართველოს ბანკთან" და როცა დაგვიკავშირდნენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით მონაწილეობას. ამ რეალობაში ნებისმიერი თანადგომა და ინიციატივა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ვაფასებთ მათ მხარდაჭერას როგორც ჩვენი, ასევე სხვა მცირე ბიზნესების მიმართ და იმედი გვაქვს, ეს პრეცედენტი სამომავლო ბიზნესურთიერთობების საწინდარიც გახდება".
მეწარმეების სრული სიის ნახვა და სასურველი ნივთის შეძენა Extra-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
მცირე მეწარმეებს კი შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და Extra.ge-ს გუნდი მათ თავად დაუკავშირდება.