Black Friday Sale! 50% Off All Access

ურთიერთობების ძალა "რაც შორს გვეჩვენება, თუ საჭიროა, სამყარო ახლოს გაგვიჩენს"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა ტიკარაძე

ახლა ბარსელონადან გწერთ. გაუდის ამ ულამაზეს ქალაქში ხშირად ამბობენ El mundo es un pañuelo − სამყარო სულ რაღაც ერთი ცხვირსახოცის ხელააო. ამ მოგზაურობაში მომხდარმა ფაქტებმა ამ ფრაზის სისწორეში დამარწმუნა და მიბიძგა ურთიერთობების შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე დამეწერა.

ორი წლის წინ კულინარიულ აკადემიაში ვიყავი, აქ, ბარსელონაში. ჩემი ინსტრუქტორი იყო ლორენი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ლონდონში საკუთარი აკადემია გახსნა. მე კი ერთ-ერთ კურსზე დამხმარედ მუშაობა მთხოვა. მაისში ლონდონში გავემგზავრე, სადაც ერთ-ერთი მონაწილე იყო კაროლინა.

გადის ორიოდე თვე და ისევ ბარსელონაში ვარ. გავიგე, რომელიღაც ვეგანური კაფე ნაყინის მომზადების კურსს აწყობდა და სასწრაფოდ ჩავეწერე, მიუხედავად იმისა, რომ ნაყინის კეთება დიდი ხანია ვიცი. იქ აღმოვაჩინე კაროლინა, რომელიც ლონდონში გავიცანი. ამ კურსზე ერთ-ერთი ინსტრუქტორი იყო.

უცხო ქვეყანაში ნაცნობების პოვნა განსაკუთრებით სასიამოვნოა. კაროლინასადმი უკვე მეგობრობის შეგრძნება გამიჩნდა. საუბრისას აღმოჩნდა, რომ რა დანადგარსაც ვეძებ ჩემი მომავალი კაფესთვის, მას უყიდია და რადგან თვითონ ბარსელონადან გადადის, შეუძლია მე დამითმოს. კოელიოს თქმის არ იყოს, "როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში". ახლა ჩემი გული და გონება "ნამუს" კაფეს შექმნაზეა მომართული და ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ჩემს ოცნებას, ჩემს პროექტს, ფრთები შეესხას. არცერთი წერტილი დამოუკიდებლად არ არსებობს, თითოეული ელოდება მეორესთან შეერთებას, ყველაფერს თავისი შედეგი აქვს.

დღეს სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანებთან "კონტაქტი" განსაკუთრებით ადვილია, მაგრამ პირად, რეალურ ცხოვრებაში შექმნილი ურთიერთობები ბევრად ფასეული, ჯანსაღი და ნაყოფიერია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გადავდოთ მობილურები, ავწიოთ თვალები და შორს გავიხედოთ − ჩვენთვის შორს, სამყაროსთვის ძალიან ახლოს. რაც შორს გვეჩვენება, თუ საჭიროა, სამყარო ახლოს გაგვიჩენს.

მთავარია, თავაწეულებმა ვიაროთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი