Join our Waitlist for Expert Advice!

კიმ კარდაშიანი - ლიდერები, რომლებიც ჩვენს ქცევაზე ახდენენ გავლენას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი სუპერძალა სიმშვიდეა", − ამბობს კიმ კარდაშიანი. ეს შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან კარდაშიანი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი დედამიწაზე, მუდამ მოძრაობაშია − თვითმფრინავით ეგზოტიკურ ადგილებში გაფრენა იქნება ეს, ოთხ ბავშვთან ბრძოლა, გახმაურებული რომანებით ტკბობა, 20 სეზონიანი სატელევიზიო რეალითი შოუს გადაღებები თუ მრავალმილიარდიანი ბიზნესის მართვა.

ამ თვისების დამსახურებაა ის, რომ კარდაშიანი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო და მრავალთა სასტიკ მზერას უმკლავდებოდა ინტერნეტის ეპოქაში. ის ბიზნესმენია და მისი უპირატესობა საკუთარი თავის ფლობაა.

და რაც შეეხება კარდაშიანის ბიზნესებს, მისი წარმატება საკუთარ გამოცდილებაზე კონცენტრირების შედეგია. "ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პროდუქტია და ეს ყოველთვის ამართლებდა ჩემს ცხოვრებაში", − ამბობს კიმი.

მან SKIMS შექმნა, მაკორექტირებელი თეთრეულის ზეინკლუზიური და კომფორტული ხაზი. ეს არის პრობლემის მოგვარება, რომელთანაც თვითონაც უწევდა გამკლავება: "ოდესღაც თვითონ ვჭრიდი ჩემს მაკორექტირებელ თეთრეულს, რადგან ყოველთვის არასწორი ნაკერები ჰქონდა და კარგად არ მერგებოდა. ჩემს აბაზანაში დაფქულ ყავასა და ჩაის პაკეტებს ვყრიდი, რომ უფრო ბუნებრივი რუჯი მქონოდა". სავარაუდოდ, მომხმარებელსაც ექნებოდა მსგავსი გამოცდილება, რადგან SKIMS-მა გაშვებიდან პირველსავე წუთებში $2 მილიონის ღირებულების სამოსი გაყიდა და სამი წელიც არ იყო გასული, რომ $3,2 მილიარდად შეაფასეს.

მისი ბოლო წამოწყებაა SKKN BY KIM, მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრა − როგორ შევინარჩუნოთ ბრწყინვალე იერი. "მომხმარებლისთვის ჩემი ცოდნის გაზიარება მსურდა, ისიც მინდოდა, ამ საოცარ დერმატოლოგებთან მათაც ჰქონოდათ წვდომა", − ამბობს იგი, − "მე საუკეთესო ადამიანებისგან ვისწავლე და ჩემი მიზანი, ამ ყველაფრის გაზიარებაა".

თავისი სიბრძნის მასებამდე მისატანად, მან ცხრა პროდუქტი შექმნა პირად კოსმეტოლოგ ჯოანა ჩეხთან კონსულტაციით (რომლის სახის მოვლის პროცედურის ჰონორარი $1250-ია).

კარდაშიანისთვის მუშაობის პროცესი "ამაღელვებელია" და მას დეტალების სრულყოფა სიამოვნებს. "მინდოდა მართლა მშვიდი ვყოფილიყავი, დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი სწორად გავიგე და არავისთვის მიმეცა უფლება რაიმე სხვა ეთქვა ჩემთვის. ჩემი გუნდი რაღაც ასეთს ამბობდა: "კარგი, ეს 25-ე მცდელობაა, დრო გვეწურება!" ჩემთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ ავჩქარებულიყავით", − ამბობს ის.

კარდაშიანმა დაამტკიცა, რომ მას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მომხმარებლების აზრზე, მაგრამ მანამდე გავლენა იქონია იმაზე, თუ საერთოდ როგორ აღიქვამდა საზოგადოება სილამაზეს. სხეულის სტანდარტი საგრძნობლად სრული გახდა მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა ადრეული ხანის ჩონჩხებთან ერთად.

"ძნელია ათწლეულების განმავლობაში დარჩე აქტუალური", − ამბობს ის, − "ადამიანები ზემოქმედებას ახორციელებენ საკუთარ თავზე, უნდათ სცადონ და ინფლუენსერები გახდნენ". კარდაშიანისთვის კი, ეს ყველაფერი ხმაურის ფონზე საკუთარი თავის სიმშვიდეში პოვნას ნიშნავს: "ის უნდა აკეთო, რაც შენთვის სასიამოვნოა, თუნდაც, სხვა ადამიანებისთვის გაუგებარი იყოს. ყველაფერს უნდა გამოეთიშო და გაარკვიო, რის წარმოჩენა გსურს".

ბოლო წლებში კარდაშიანმა თავისი გავლენა უფრო სერიოზული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენა, ციხის რეფორმის აქტიური მომხრე გახდა. მაგრამ, ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, არც აქ ჩქარობს. "მახსოვს, როდესაც პირველად მოვკიდე ხელი ბიზნესს, პუბლიცისტებმა მითხრეს: "მიზეზი უნდა აირჩიოთ, რატომ ხართ აქ და ეს კარგად წარმოგაჩენთ".

"მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, მიზეზი რა იყო. შემდეგ ის ავარჩიე, რაც არც ისე კარგად გამოიყურებოდა. ციხის რეფორმა არ არის ყველაზე პოპულარული სფერო შესასწავლად, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ადამიანები მეორე შანსს იმსახურებდნენ ცხოვრებაში". მან ისიც გააცნობიერა − ადამიანების ყურადღების შენარჩუნება იმას ნიშნავს, რომ ისინი მუდამ დაძაბულები უნდა გყავდნენ.

"ადამიანებს მოსწონთ სხვადასხვა საქმის ერთმანეთთან შეთავსება. მე რომ მხოლოდ ციხის რეფორმის შესახებ დამეწერა, არ მგონია, ასე დაინტერესებულიყვნენ".

ნებისმიერმა, ვინც კარდაშიანს ხუთი წუთი მაინც უყურებს, იცის, რომ მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. იცის, რომ აუდიტორია ყველა მის სიტყვას გამოეკიდება და ამიტომ კარგად მოფიქრებული, მოზომილი წინადადებებით საუბრობს.

"მე ნამდვილად მშვიდად ვარ და ამას ბევრჯერ გადავურჩენივარ", − ამბობს ის, − "განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის დროს. ვინ არ მოდის, ყოველთვის რაღაც ხდება, და ყველაფერს უნდა გაუმკლავდე − მიწოდების ჯაჭვი იქნება ეს თუ საქონლის ღირებულების გაზრდა. ყოველთვის მზად უნდა იყო და დროს აუწყო ფეხი". ის ისე ლაპარაკობს, როგორც ნამდვილი ინფლუენსერი. − ელიაბე გრინვუდი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია