Get All Access for $5/mo

LOOK AT ME STUDIO – გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, გქონდეთ თქვენი ნიშა და აკეთეთ ისე, როგორც თქვენ ამას ხედავთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"LOOK AT ME STUDIO ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღბეჭდვას ემსახურება და არამარტო, ეხმარება უამრავ ბიზნესს განვითარებაში, წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები სრულყოფილად. იდეა ჩვენი გატაცებიდან წარმოიშვა, გვსურდა უნიკალური გამოცდილების გაზიარება, რაც სურათების გადაღების გარდა, ნარატივის შექმნას და ემოციების თავმოყრას გულისხმობს. ეს საქმიანობა მიზნად ბაზარზე სიახლეების შემოტანას ისახავდა, რაც უპირატესობას ავთენტურობას ანიჭებს",- ლალიკო კვინტრაძე, თანადამფუძნებელი და ფოტოგრაფი.

როგორც ლალიკო გვიყვება, ფოტოგრაფია დიდ გამბედაობასა და მონდომებას მოითხოვს, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენითა და სწორი ხედვით ყველა სირთულის დაძლევა შესაძლებელია.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვიდექით და ახლაც ვდგავართ, იყო და არის ჩვენი ბრენდის დამკვიდრება და ბაზარზე ცნობადობის მოპოვება. უნდა დაგვერწმუნებინა ადამიანები, თუ რა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ფოტოზე აღიბეჭდოს, ის ემოციები გადმოსცე, რაც იმ მომენტში თვალისთვის უხილავია.

სტრატეგიული მარკეტინგული აქტივობებით, თანამიმდევრული, გამორჩეული ხარისხით და მომხმარებელთან ჭეშმარიტი, ნამდვილი ურთიერთობების გზით, ჩვენი ბრენდი თანდათან ავაშენეთ და ჩვენი ნიშა დავამკვიდრეთ.

ეს იყო და არის რთული მოგზაურობა. ყველა დაბრკოლების გადალახვისას ვფიქრობდით მთავარ კითხვაზე, რატომ ვაკეთებდით ამას და პასუხს მაშინვე ვპოულობდით. ამ ყველაფერმა რწმენა ჩვენი ღირებულების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა", - მედეა ღვაჩლიანი, თანადამფუძნებელი, კონტენტ კრეატორი.

მედეას თქმით, დამოუკიდებელმა ბიზნესმა მათ ადაპტაციის, გამძლეობისა და უწყვეტი სწავლის მნიშვნელობა ასწავლა. როგორც ანტრეპრენერები, მზად არიან სიახლეებისთვის ნებისმიერ გამოწვევებში.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროფესია ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი რჩევაა, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, გქონდეთ თქვენი ნიშა და აკეთოთ ისე, როგორც თქვენ ამას ხედავთ. არასოდეს შეწყვიტოთ განვითარებაზე ფიქრი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აუცილებელია მომხმარებლების საჭიროებებსა და კმაყოფილებაზე მორგება".

მიაჩნიათ, რომ ანტრეპრენერები სუპერძალების მქონე ადამიანები არიან. მათთვის ეს ტერმინი რისკთან, სტარტის აღებასთან, მოქმედებასთან, შეუპოვრობასა და სითამამესთანაც ასოცირდება.

ენერგიული და თამამი ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, გათვალეს, შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად წარმატებას მიაღწიეს. ისინი არიან ნოვატორები, რომლებსაც მონდომება და განვითარების სურვილი ამოძრავებთ.

ანტრეპრენერი არ არის მხოლოდ ბიზნესის მფლობელი, არამედ მკვლევარია, რომელიც საზღვრებს მუდმივად სცილდება და შესაძლებლობებს ქმნის.

"ის, რაც ყველაზე მეტად შთაგვაგონებს - ჩვენი ნამუშევრები და შემდეგ მომხმარებლის უკუკავშირია. იმის ცოდნა, რომ ჩვენ გვაქვს მოგონებების შენარჩუნების შესაძლებლობა, რომლებიც მომავალ თაობებს დარჩება, წარმოუდგენლად ემოციური და მამოტივირებელია ჩვენთვის. გარდა მოგონებებისა, წვლილი შეგვაქვს უამრავი ბრენდის განვითარებაში. გარდა ამისა, ფოტოგრაფიის თანდაყოლილი კრეატიულობა და შესაძლებლობა შთაგვაგონებს, რომ გამუდმებით ვუბიძგოთ საკუთარ თავს განვითარებისკენ".

სტუდიის მთავარი მიზანი აუდიტორიის გაზრდა და მათი ხედვების რეალობად ქცევაა.

"წელი დიდი სიახლით დავიწყეთ, სტუდია შევიცვალეთ, ფიზიკური სივრცეები გავზარდეთ და უფრო ინოვაციური, დიდი და მომხმარებელზე მორგებული სტუდია მოვაწყვეთ. ახალი ტექნიკა და ინვენტარი შევიძინეთ, რაც ასევე შთაგონების წყაროა ჩვენთან მოსული ადამიანებისთვის. ფოტოგრაფია ინახავს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მომენტებს, რომლებიც არასოდეს განმეორდება. ეს მომენტები თანდათან ჩვენს მეხსიერებაში და ხშირად უკვალოდ იშლება. მაგრამ ფოტოგრაფიას შეუძლია მათი სამუდამოდ გადაღება და გადაღება. "დიახ, ფოტოგრაფია აღბეჭდავს ფაქტს ცხოვრებიდან, რომელიც სამუდამოდ იცოცხლებს".

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!