Get All Access for $5/mo

"POSTRED Academy-ის მეშვეობით მინდა საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას დავეხმარო" - ანი ცინცაძის ანტრეპრენერული გზა ხელოვნებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიები საკმაოდ პერსპექტიული და მრავალფეროვანია, თუმცა არცთუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ისევე როგორც სხვა სფეროებს, მასაც მუდმივი შრომა და მაღალ ტემპში განვითარება სჭირდება. ჩვენს სოციუმში არ არსებობს ჰაბი, რომელიც თავს მოუყრის ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, მისცემს მათ კოლაბორაციებისა და საერთო ინტერესების მქონე საზოგადოების, ე.წ. Community-ს შეკვრის საშუალებას.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, დაარსდა POSTRED Academy, რომელიც გაუტოლდებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ნებისმიერ ენთუზიასტს მისცემს საშუალებას, საკუთარ ქვეყანაშივე მიიღოს ხარისხიანი, პროფესიული განათლება შემოქმედებით ინდუსტრიაში.

"თავად მუსიკოსი ვარ, შესაბამისად, მუდმივად ვცდილობ როგორც საკუთარი უნარების განვითარებას, ისე მათ გაზიარებას.
აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ დამანახვა და შთამაგონა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შემოქმედებით ინდუსტრიაში სწორ შესაძლებლობებს, ამიტომ გადავწყვიტე თითოეული ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის თავად მიმეცა ეს შესაძლებლობა. POSTRED Academy- მეშვეობით მინდა დავეხმარო საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანი ცინცაძე, POSTRED Academy-ის ხელმძღვანელი.

ახალგაზრდა ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ ბიზნესის დაწყება, განსაკუთრებით კი შემოქმედებით სფეროში, გამბედაობისა და ხედვის უნიკალურ შერწყმას მოითხოვს.

"როდესაც კომპანია POSTRED საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა, ქართულ ბაზარზე გაგვიჩნდა საჭიროება, გვყოლოდა რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი, შესაბამისად, გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ისეთი სივრცე, სადაც ნებისმიერ ენთუზიასტს საშუალება ექნებოდა, ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალად და მიეღო ხარისხიანი განათლება. აქვე აღვნიშნავ, რომ აკადემიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულების უმეტესი ნაწილი POSTRED-ში დავასაქმეთ. ისინი მუშაობენ ისეთ პროექტებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბზე დიდ მოწონებას იმსახურებენ".

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აკადემია ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს,
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, არის გუნდის სწორი ადამიანებით დაკომპლექტება, რომელთაც აქვთ საერთო ხედვა და მიზანი. წარმატების დიდი ნაწილიც სწორედ ამ ასპექტზეა დამოკიდებული.
მიხარია, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხეთ ამ პრობლემასთან გამკლავება და შეიკრა გუნდი, რომელსაც საკმაოდ დიდი ამბიცია და გეგმები აქვს.
ამავდროულად, დიდ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იმ საქმისადმი, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობასაც ვცდილობთ ინფორმირებულობის ხარისხი დაბალია და გვიწევს არსებული რეალობის შეცვლა, რასაც საკმაოდ დიდი მუშაობაჭირდება.
მიზანდასახულობა და საერთო იდეისკენ სწრაფვა არის ის, რაც ამყარებს ჩემს ნდობას, რომ ჩვენს აკადემიას აქვს პოტენციალი, გახდეს მუსიკისა და ხმის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა", - განმარტავს ანი ცინცაძე.

POSTRED Academy-ის ხელმძღვანელის აზრით, ანტრეპრენერი ის ადამიანია, რომელიც შთააგონებს და ხელს უწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საკუთარ ინდუსტრიასა და საზოგადოებაში. ისინი იდენტიფიცირებენ საჭიროებებსა და ხარვეზებს თავიანთ ეკოსისტემაში და შემოქმედებითი გადაწყვეტების გენერირებას ახდენენ. ხელოვნების კონტექსტში, ანი ცინცაძის ხედვით, ანტრეპრენერი ის ადამიანია, ვინც აღიარებს ხელოვნებს ტრანსფორმაციულ ძალას და ცდილობს გამოიყენოს იგი საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული განვითარებისთვის.

ხელოვნების კონტექსტში, ანტრეპრენერი არის ის, ვინც აღიარებს ხელოვნების ტრანსფორმაციულ ძალას და ცდილობს გამოიყენოს იგი საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული განვითარებისთვის.

"ჩვენს სფეროში მეწარმეები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ბიზნესის შექმნაა, ისინი ხელს უწყობენ ეკოსისტემას, სადაც კრეატიული საზოგადოება ვითარდება", - განმარტავს ანტრეპრენერი.

"პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიაგნო იმას, რაც ძალიან გიყვარს და შემდეგ თავდაუზოგავად იშრომო იმისთვის, რომ შენს მიზანს მიაღწიო. ჩემი აზრით, მთავარი წარმატების გასაღები არის ის, რომ ბოლომდე გჯეროდეს იმ იდეის, რომლის განხორციელებაც გინდა და, ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის. ამ ყველაფრის თანამდევი პროცესები კი მუდმივად სწავლა, განვითარება და სიახლეებისკენ სწრაფვაა. ეს არის ის, რის გარეშეც წარმოუდგენლად მიმაჩნია ნებისმიერი საქმის სისრულეში მოყვანა".

როგორც თავად რესპონდენტი გვიყვება, მისი ინსპირაცია მუსიკისა და ხელონებისადმი სიყვარულს ეფუძნება. მიაჩნია, რომ ყველა გარემოში უნდა არსებობდეს საშუალება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კოლაბორაცია, ტრადიციული საზღვრების გარღვევა და ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა. ანის ამოძრავებს პოტენციალი, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობას სხვადასხვა შემოქმედებით სფეროში, განსაკუთრებით კი მუსიკაში.

"სწორედ იმის გაცნობიერება, რომ POSTRED Academy-ს აქვს ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ძალა, შთამაგონებს და მიბიძგებს, შევქმნა ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ჰაბი", - განმარტავს ანი ცინცაძე.

რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებას, რესპონდენტს ღრმად სწამს პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის და სწორედ ეს თვისებები უნდა იყოს უპირველესი კრიტერიუმი ნებისმიერ გარემოში. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს, განივითაროს საკუთარი კარიერა გენდერული სტერეოტიპების განსაზღვრისა და შეზღუდვების გარეშე.

"POSTRED-სა და POSTRED აკადემიაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს ხელშეწყობა, რომელიც პრიორიტეტს გენდერულ თანასწორობას ანიჭებს, რაც უზრუნველყოფს, რომ ის იყოს ინკლუზიური და კარგად მორგებული ჩვენს ღირებულებებთან. ჩემი ფოკუსირებაც იმაზე, ვიყო საუკეთესო ჩემს საქმეში, ასახავს, რომ სქესი არ განსაზღვრავს ჩემს შესაძლებლობებს ან წვლილს. ჩემი აზრით, თუ ჩვენ ყველანი ვაღიარებთ შრომისმოყვარეობას, ნიჭსა და პროფესიონალიზმს, შევქმნით გარემოს, სადაც სქესი არარელევანტური გახდება ადამიანის წარმატებასა და შესაძლებლობებთან", - აცხადებს ანტრეპრენერი.

POSTRED Academy აქტიურად თანამშრომლობს USAID-თან და Industry-led Skills Development Program-ის მხარდაჭერით გუნდს უკვე დაგეგმილი აქვს აკადემიის გაფართოება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება ქართული კინოსტუდიის ძველი ფირსაცავის შენობის რეკონსტრუქცია, სადაც შეიქმნება აკადემიის ახალი სასწავლო სივრცე, რომელიც თავის მხრივ, აღჭურვილი იქნება აუდიტორიებით, უახლესი აპარატურით, სთეიჯებით და სხვ.

"მინდა აღვნიშნო, რომ ვქმნით ქართულ ბაზარზე აქამდე არარსებული ინოვაციური კურსების კონცეფციას. ვგეგმავთ რეგიონულ ვიზიტებს საქართველოს მასშტაბით იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავაცნოთ ახალი პროფესიები, აკადემიის შესაძლებლობები და მივცეთ საშუალება, იპოვონ საყვარელი საქმე. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ Community Building-ის ნაწილზეც; ვაპირებთ გავაგრძელოთ .. meet-up-ების სერიები, რომელსაც აქამდეც დიდი წარმატებით ვატარებდით. სამომავლოდ ეს ყველაფერი გახდება კიდევ უფრო მასშტაბური და ხშირი.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია POSTRED Acedemy გახდეს კრეატიული ინდუსტრიების წამყვანი საგანმანათლებლო ჰაბი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში", - ანი ცინცაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!