Get All Access for $5/mo

SMART Support თქვენი ბიზნესის მხარდამჭერი "საკუთარი საქმის წამოწყება დიდ გაბედულობას მოითხოვს. თუმცა ის, რისი კეთებაც გვსიამოვნებს, სიმამაცესაც გვმატებს" - ლიკა კოვზირიძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენი კომპანიის ძირითადი ამოცანა ბიზნესის მხარდაჭერაა. გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება, სამივე ემსახურება კომპანიებში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას.

● შერჩევის მიმართულების ფარგლებში ბიზნესს ნებისმიერი რანგის კვალიფიციური თანამშრომლის მოძიებაში ვეხმარებით, რაც დღეს დიდ გამოწვევას წარმოადგენს კომპანიებისთვის.

● ბიზნესმიმართულება საოპერაციო პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებაზეა ორიენტირებული. ეს საკითხი აქტუალურია ნებისმიერი კომპანიისთვის, თუმცა უფრო დიდ საჭიროებას ვხედავთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში.

● განვითარების მიმართულება განსხვავებული ტიპის კურსებსა და ტრენინგებს გულისხმობს, რომლებიც ძირითადად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, დამწყებ პოზიციაზე აიყვანოს ჩვენი კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს როგორც თეორიული, ასევე მაღალი სტანდარტების პრაქტიკული გამოცდილება.

იდეა სპონტანური იყო. ბუნებით ანტრეპრენერი ვარ, აქედან გამომდინარე, საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ხშირად მიფიქრია. ჩემმა სამუშაო გამოცდილებამ დამანახვა ბაზარზე ამ მომსახურებების საჭიროება და ამასთანავე, მაღალი ხარისხის მიმწოდებელი კომპანიების სიმცირე. ჩვენ სამივე მიმართულებით განსხვავებულ სერვისს ვქმნით და ბიზნესს სტანდარტულ მომსახურებებთან შედარებით, გამოწვევების მოგვარებაზე ორიენტირებულ მიდგომებს ვთავაზობთ", - ლიკა კოვზირიძე, SMART Support-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ლიკა გვიყვება, "საკუთარი საქმის წამოწყება დიდ გაბედულობას მოითხოვს. თუმცა ის, რისი კეთებაც გვსიამოვნებს, სიმამაცესაც გვმატებს".

დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევს, გარისკონ და მოემზადონ, ცოდნა გააღრმაონ როგორც ფინანსების, ასევე ბიზნესის ყველა საკვანძო მიმართულების სფეროში. "საწყის ეტაპზე ყველაფერში ჩართვა გიწევს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ასპექტები სწორად გესმოდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ადამიანების შერჩევა და თუნდაც მცირე, მაგრამ ძლიერი და სანდო გუნდის შეკვრა. არასაკმარისი ადამიანური რესურსის შემთხვევაში ხარისხი აუცილებლად დაზარალდება, რაც საქმისთვის დამღუპველია.

დამწყები ან პოტენციური ანტერპრენერების ინსპირაციისთვის მსურს გავაზიარო ჩვენი კომპანიის 11 თვის მუშაობის შედეგი და მომავალი წლის გეგმები. ამ პერიოდის განმავლობაში შერჩევის მიმართულებით ნდობა 35-მა კომპანიამ გამოგვიცხადა და 50-ზე მეტი პროექტი დაგვიკვეთა. შევქმენით ახალი პროდუქტი - SMART Recruitment - შერჩევის ასწრაფებული და გამარტივებული მომსახურება - რომელსაც ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი კომპანია წარმატებით იყენებს. დავნერგეთ სოფტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს გვიზოგავს და, რაც მთავარია, შეცდომებს გამორიცხავს. გავაფორმეთ მემორანდუმები რამდენიმე წამყვან საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან და მათ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში ვეხმარებით".

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლიკა განმარტავს, რომ კომპანიის მიზანია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი გახდეს. ასევე SMART Support-ი მიზნად ისახავს შექმნას მოქნილი პლატფორმა, რომელიც კომპანიებს შესთავაზებს მუდმივად განახლებად კანდიდატების ბაზას.

"რაც შეეხება განვითარების მიმართულებას, შევიძინეთ სტრატეგიული პარტნიორი, Smart Academy-ს სახით და დავიწყეთ ინოვაციური კურსი, HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად რეკრუტინგში 63-საათიან პრაქტიკას გაივლიან. ასევე, დავიწყეთ მასტერკლასების ხაზის განვითარება.

ბიზნესის მიმართულების ნაწილში შევიძინეთ სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო კომპანია IBA Group-ის სახით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის დასანერგად.

გვქონდა რამდენიმე წარმატებული პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებთან. 2024 წელს ვგეგმავთ აქტიურ განვითარებას ამ მიმართულებით".

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე