ბილ გეიტსი ამბობს, რომ სტარტაპის ახალბედა დამფუძნებლებმა არც უქმე დღეებში უნდა დაისვენონ და არც შვებულებაში გავიდნენ ის მხოლოდ მის უდიდეს შეცდომაც ნანობს, რომ Android-ი ვერ გამოიყენა, Apple iOS-ის კონკურენტი ოპერაციული სისტემის გაშვება ვერ შეძლო და ამ შეცდომის საზღაური $400 მილიარდი იყო
By მერი ჰენბერი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Microsoft-ის დაარსების ადრეულ დღეებში ბილ გეიტსს არც უქმეებში დაუსვენია არასოდეს და არც შვებულებაში გასულა. მისი აზრით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ საზღაურისა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას აუცილებლად უნდა გაიღო.
მილიარდერი ბილ გეიტსი სულ ერთი კვირის წინ, ბიზნესლიდერებთან შეხვედრაზე Eventbrite-ის თანადამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ჯულია ჰერცთან ერთად განიხილავდა კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაშინ გაიხსენა როგორ მუშაობდა თავისი კარიერის დასაწყისში, როდესაც ოც წელს გადააბიჯა.
Microsoft-ის დამფუძნებელმა ამ შეხვედრაზე განაცხადა: "არასოდეს მიმაჩნდა, რომ ადამიანებს უქმე დღეებში უნდა დაესვენათ, ეს სიმართლეა; არც შვებულებაში გასვლას ვთვლიდი აუცილებლობად. ყველა თანამშრომლის ავტომობილის ნომერი ვიცოდი და ამიტომ თავისუფლად შემეძლო შემემოწმებინა მთელი წინა თვის განმავლობაში თითოეული მანქანა როდის შემოდიოდა ავტოსადგომზე და როდის გადიოდა", − იუწყება TechCrunch.
გეიტსმა ეს თემა უფრო მეტად განავრცო და აღნიშნა, რომ ცოტა არ იყოს მოდუნდა მას შემდეგ, რაც 30 წელს გადააბიჯა და უწინდებურად თავდაუზოგავად აღარ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ ადრეულ პერიოდში სწორედ თავდაუზოგავი შრომაა აუცილებელი. "მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ კომპანიის დაარსების ადრეულ წლებში ყველაფერი საქმეს უნდა შესწირო, განსაკუთრებით, თუ ეს საინჟინრო საკითხებია, რომლებიც პრაქტიკულად უნდა განახორციელო", − განაცხადა მან.
თუმცა მან ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ადამიანებმა ამ თავდაუზოგავი შრომის იდეა აიკვიატონ და ზედმეტიც კი მოუვიდეთ. ამიტომ ამის გაკეთებას ყველას ნამდვილად არ ურჩევს.
Forbes-ის მიხედვით, გეიტსი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორეა და მისი ქონება დღეისათვის დაახლოებით $107 მილიარდად არის შეფასებული. Microsoft-ი 1975 წელს დააარსა, თანადამფუძნებელი იყო და დღეს ამ ბიზნესის ერთი პროცენტის მფლობელია.
ბილ გეიტსმა ამავე ინტერვიუს დროს Eventbrite-ის აღმასრულებელ დირექტორთან თავისი უდიდესი შეცდომაც გაიხსენა: მან Android-ი ვერ გამოიყენა, Apple iOS-ის კონკურენტი ოპერაციული სისტემის გაშვება ვერ შეძლო და ამ შეცდომის საზღაური $400 მილიარდი იყო.
მსგავსი სტატია: სტარტაპ დეკრეტი თიბისისგან ინოვატორი თანამშრომლებისთვის