ლიდერობის 5 ტიპი კომპანიის სამართავად კორონავირუსის კრიზისის პირობებში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო კორონავირუსთან გამკლავებას ცდილობს, და სწორედ ამ დროს ჩნდება ლიდერული უნარ-ჩვევებისა და ქმედებების გამოვლენის მრავალმხრივი შესაძლებლობები. თითოეულ დღეს ახალ-ახალი უსიამოვნო ინფორმაცია მოაქვს, რომელიც სისტემურ და ფართომასშტაბიან პასუხს მოითხოვს. Sequoia Capital ამ პერიოდს "2020 -ის შავ გედს" უწოდებს. ტერმინი "შავი გედი" იმ მოულოდნელი მოვლენების აღსაწერად გამოიყენება, რომელიც გლობალურ პროცესებზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. ასეთ დროს კომპანიებმა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. როგორია თქვენი ნაბიჯები გაურკვევლობებისა და ადამიანური რისკის ასეთ პირობებში? დარვინის თეორიას თუ განვაზოგადებთ, შესაძლოა, მაკროთვალსაზრისით სწორედ ისინი გახდნენ წარმატებული კომპანიები, რომლებიც ახალ გარემოში სწრაფად შეძლებენ ადაპტირებას.
ცვლილებათა მართვა განსაკუთრებული ლიდერული უნარია. როდესაც რუკაზე არარსებულ წყლებში მიცურავ, ბიუჯეტს კვეცავ და ცვლილებებს ახორციელებ, კარგი ლიდერები ახერხებენ ასეთ დროს შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას და საკუთარ გუნდებში ინვესტირებას.
ქვემოთ იმ 5 მეთოდს გაეცნობით, რომელსაც ლიდერებმა კრიზისის გასამკლავებლად და გასაძლიერებლად უნდა მიმართონ.
ისე გაუსწორეთ თვალი მკაცრ რეალობას, რომ გადარჩენის იმედი არ დაკარგოთ
სტოკდეილის პარადოქსის კონცეფცია გაიზიარეთ. ადმირალი სტოკდეილი 8 წელიწადი ვიეტმანის ომში ტყვეობას სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გადაურჩა. მან მკაცრი რეალობისთვის შეძლო თვალის გასწორება და ბრმა ოპტიმიზმის ხაფანგში არ მოექცა. კრიზისის დროს, უკვე აღარ რჩება იმის დრო, რომ ის არ აღიქვა და არ მიიღო: დარჩი ფხიზლად, რომ ყველაზე სასტიკ რეალობაშიც კი სწრაფად შეძლო ცვლილებების განხორციელება. პირდაპირ ესაუბრეთ გუნდს უსიამოვნო საკითხებზე და ერთობლივი ძალებით აიმაღლეთ თავდაჯერება. ეს გაცილებით სწრაფად მოხდება, თუ გუნდის წევრები ერთმანეთს ენდობიან. როდესაც ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რეალურად გიჭერენ მხარს, უფრო მეტად აფასებენ ამ რეალობას. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან დაგეხმარებათ გაერთიანებული ძალებით მუშაობასა და წინსვლისთვის ახალი ბილიკების შერჩევაში.
არ გეგონოთ, რომ იცით, რისი ეშინიათ ადამიანებს
ერთი შეხედვით რთულია არ არის ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ავად გახდომისა და სამსახურის სტაბილურობის საკითხები აღელვებთ. თუმცა, კიდევ არაერთი საკითხია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაა საჭირო, რომ დაცულად იგრძნოს თავი. უზომოდ მნიშვნელოვანია იმის მიგნება, თუ ვისთვის რა არის ეს. ყურადღებით ჩაეკითხეთ ადამიანებს, თუ კრიზისი გაგრძელდა, რისი დაკარგვის ეშინიათ მათ. მხოლოდ ტაქტიკურ კომუნიკაციაზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ჰიგიენისა და მოგზაურობის პროტოკოლის შესახებ. დარწმუნდით, რომ ადამიანებს ემოციური კავშირების გამოხატვის საშუალებას აძლევთ. ამით დაეხმარებით მათ ნამდვილი დანაკარგების დახარისხებასა და მათ განსხვავებაში გაზვიადებულად აღქმულისგან. ხოლო მაშინ, თუ იგრძნობთ, რომ დანაკარგები ნამდვილად გექნებათ, ეს ინფორმაცია პირდაპირ და სწრაფად მიიღეთ.
მოემზადეთ ქაოსისთვის
როდესაც ამდენი მოვლენა ხდება და კონტროლი დაკარგულია, ლიდერებმა აუცილებლად უნდა შეძლონ კრიზის-მენეჯმენტის ახალ მიდგომასთან შეგუება. სრულიად ადვილი მოსალოდნელია, რომ ეს შფოთვა და განგაში კიდევ გაიზრდება და ამ დროს მოტივაცია დაზარალდება. ვიდრე ბალანსი აღდგება, რამდენიმე პრიორიტეტი გამოყავით. თუნდაც დროებით შეცვალეთ საოპერაციო წესები ისე, რომ მათ ამჟამინდელ საჭიროებებს უპასუხონ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სტრესის მენეჯმენტს.
დრო დაუთმეთ ვირტუალურ გუნდურ მუშაობას
კომპანიები უფრო მეტად და მეტად აგულიანებენ თანამშრომლებს, რომ მათ შინიდან იმუშაონ, და ამ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვირტუალური ურთიერთობა გუნდთან. პირადი კონტაქტებისა და ინფორმაციული დანაკარგების შემდეგ, უნდა გამონახოთ გზა, რომელიც ერთმანეთთან კავშირს შეგინარჩუნებთ. გუნდის შრომის ნაყოფიერებაზე ყველაზე კარგ გავლენას სხვა ადამიანების მუშაობის სტილის, მოტივატორებისა და სტრესული ქცევის გაცნობიერება მოახდენს, ეს კი ყველას დაეხმარება, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მწყობრში დარჩნენ.
წარმოიდგინეთ ახალი დასაწყისი
სწავლა განაგრძეთ. შეკითხვა დასვით, თუ რა გავლენას მოახდენს ეს თქვენი საქმიანობის მომავალზე და დაარეგულირეთ ის. ნებისმიერი დაღმასვლის პარალელურად, კრეატიულობისა და ცვლილებების ახალი შესაძლებლობები ჩნდება. რეცესია ახალ პრობლემებს ქმნის, რომლებიც შესაძლოა ახალ ბიზნესშესაძლებლობად გარდაიქმნას. ახალ სტარტაპებს ეღებათ კარი. ჭკვიანი ინვესტორები კარგი იდეებისა და ხალხის ძიებას განაგრძობენ. ახალი შესაძლებლობებისა და არჩევანის ძიების პროცესში ფხიზლად იყავით, და მის ფასეულობას მაშინ დაინახავთ, როდესაც ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდება.
მომავალი ახალ ნორმებს დააწესებს, რომელსაც დღეს ჯერ ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ კი, რაც შეგვიძლია ის უნდა ვაკეთოთ. უპირველესად, ეს საკუთარი თავის მომზადებაა, რომ ქაოსშიც კი წინ ვიაროთ. ჩვენი საუკეთესო უნარები უნდა გავაძლიეროთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ არსებული გამოწვევები ახალ შესაძლებლობებად გარდავქმნათ.