Get All Access for $5/mo

მარკეტინგის 30 გაგება "მითხარი, რა არის მარკეტინგი და გეტყვი, როგორი მარკეტინგია შენს კომპანიაში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ყველას მოუყევი, რა არის მარკეტინგი. შენ უნდა შეგეძლოს მარკეტინგის მარტივად ფორმულირება და მისი გასაგებად ახსნა ნებისმიერი თანამშრომლისათვის. ყველამ გაიგოს, რას აკეთებ, რაში ეხმარები კომპანიას. მუდმივად მიაწოდე ინფორმაცია კოლეგებს იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებ და რა შედეგები მიიღე უკვე განხორციელებული პროექტებისგან. დაიმახსოვრე, კოლეგა − მარკეტინგი გუნდური თამაშია.

არსებობს მარკეტინგის 1500-ზე მეტი განმარტება. ყველა ავტორი ცდილობს თავისი ვერსია შემოგვთავაზოს და ეს რაც შეიძლება განსხვავებულად გააკეთოს. შენ, როგორც მარკეტერს, აუცილებლად უნდა გქონდეს არსენალში საკუთარი განმარტება. შეგიძლია ამოირჩიო ის ჩემი სიიდან, რომელიც მრავალი წიგნიდან და სტატიიდან შევაგროვე. ან განაგრძო ძიება.

  1. "მარკეტინგი ნიშნავს, მიჰყიდო კლიენტს ცხოვრების სტანდარტი"
  2. "მარკეტინგი − ეს არის მილიონი და პლიუს ერთი საქმე, რომელსაც აკეთებ, რათა გაყიდო პროდუქტი"
  3. "მარკეტინგი − ეს არის სწორი პროდუქტი სწორ ბაზარზე"
  4. "მარკეტინგი არის ყველაფერი, რაც ეხმარება გაყიდვას"
  5. "მარკეტინგი ნიშნავს გაუგო კლიენტს, დაინახო მიზანი, მიაღწიო მას და ამასთან, მუდამ გახსოვდეს, რომ შედეგად უნდა "გასქელდეს" შენი საფულე"
  6. "მარკეტინგი − ეს არის მცდელობა, მიხვდე რა სურთ ადამიანებს და მისცე მათ ის"
  7. "მარკეტინგი − ეს არის ურთიერთობა მომხმარებელთან"
  8. "მარკეტინგი − ეს არის კინო, რომლის მთავარი პერსონაჟი პროდუქტია"
  9. "მარკეტინგი − ეს არის თქვენი კლიენტების პრობლემის გადაჭრის გზა, მოგების მისაღებად"
  10. "მარკეტინგი − ეს არის კლიენტის ქცევის სტიმულირება, რომელსაც მოაქვს მოგება მისთვის, ვინც ასტიმულირებს"
  11. "მარკეტინგი − ეს არის გზა, მოიზიდო, შეინარჩუნო ან მოაბრუნო კლიენტები"
  12. "მარკეტინგი არის ყველაფერი, რისი კეთებაც გაყიდვის მენეჯერებს არ სურთ, არ შეუძლიათ ან ვერ ასწრებენ"
  13. "მარკეტინგი ნიშნავს აკეთო ისე, რომ ჯერ იყიდონ, ხოლო შემდეგ მადლობა გადაგიხადონ"
  14. "მარკეტინგი არის კლიენტის სიყვარული"
  15. "მარკეტინგი არის ფული, რომელიც კეთდება ჰაერში, სადაც ტრიალებს იდეები"
  16. "მარკეტინგი არის მომხმარებლის თვალით დანახული ბიზნესი"
  17. "მარკეტინგი არის პროცესი, რომლის დროსაც თანხვედრაშია კომპანიის შესაძლებლობები და კლიენტების მოთხოვნები"
  18. "მარკეტინგი − ეს არის გაყიდვა ხვალ"
  19. "მარკეტინგი არის ის, რაც ძილს უფრთხობს ფინანსისტს, რადგან მუდამ აკეთებს იმას, რაც ფინანსისტის აზრით, გასაკეთებელი არ არის"
  20. "მარკეტინგი არის ბაზარზე გადარჩენის სტრატეგია და ტაქტიკა"
  21. "მარკეტინგი არის თქვენი ყველა ქცევა, რომელიც მიმართულია კლიენტის მოზიდვისა და შენარჩუნებისაკენ"
  22. "მარკეტინგი ნიშნავს, იპოვო მოთხოვნა და დააკმაყოფილო ის"
  23. "მარკეტინგი არის კომპანიის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია მომხმარებლისაკენ"
  24. "მარკეტინგი არის მუდმივი ძიება, შექმნა ბაზრისთვის რაიმე ახალი ან დამატებითი ფასეულობა"
  25. "მარკეტინგი არის ისეთი ნიშის პოვნა, სადაც კომპანია იქნება პირველი, ხოლო შემდეგ ისეთი სტრატეგიის შექმნა, სადაც შეინარჩუნებს ლიდერულ პოზიციებს"
  26. "მარკეტინგი − ეს არის წინასწარ გააზრებული ნაბიჯები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას"
  27. "მარკეტინგი − ეს არის იმ ბარიერების დამსხვრევა, რომლებიც ხელს უშლის მომხმარებლებს იყიდონ თქვენი პროდუქტი და არა კონკურენტის"
  28. "მარკეტინგი ნიშნავს, განათავსო საჭირო პროდუქტი საჭირო ადგილას, საჭირო დროს, საჭირო ფასად, საჭირო რაოდენობით, საჭირო შეფუთვით და მიაწოდოთ მომხმარებელს საჭირო ინფორმაცია"
  29. "მარკეტინგი − ეს არის ცივილიზებული საომარი მოქმედებები, სადაც ბრძოლათა უმეტესობაში იმარჯვებენ სიტყვით, იდეით, კრეატივით"
  30. "მარკეტინგი არის ყველაფერი, და ყველაფერი არის მარკეტინგი"
გიორგი წიფიანი

კომპანია „გაბილდის“ კომერციული დირექტორი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!