Get All Access for $5/mo

შემომთავაზეს 5 000$ რომ ეს სტატია არ გამომექვეყნებინა მარკეტინგული გათვლები, რომლებიც ყოველთვის მუშაობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

თუ უკვე ტექსტს კითხულობთ, დარწმუნებული ვარ, სიტყვის ძალას თამამად აღიარებთ. სანამ იმაზე საუბარს დავიწყებდე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ გაზიარებული წინადადებები, მინდა გამოგიტყდეთ და გითხრათ, რომ სტატიის სათაური სიმართლეს არ შეესაბამება, მე უბრალოდ გამოვიყენე ის თქვენი ყურადღების მისაქცევად. ნაცნობი სიტუაციაა? სიტყვებით თამაში, ინტერესის გაღვივება – ცოტაც, და ცდუნებას ვერ გაუძლებთ, რომ ყველაფერს "ფარდა ახადოთ".

ვიდრე ადამიანებს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილი გვაქვს, მარკეტინგული გათვლები ყოველთვის იმუშავებს. ახლა კი ამაში ლოგიკურად დარწმუნებულებს ისღა დაგვრჩენია, ცოტა უფრო მეტი ცოდნა მოვიპოვოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

დღესდღეობით, როცა მსოფლიოში ინფორმაციის ზღვა ნაკადია, ადამიანებს გვჭირდება ჩვენთვის სასურველ პროდუქტთან თუ მომსახურებასთან ადვილი კავშირის გამონახვა. მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ბიზნესთან გვექნება საქმე, მარკეტინგული თეორიების ცოდნა ჩვენს საქმეს მხოლოდ კარგს მოუტანს. რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ვიყოთ გამორჩეულები, რათა პოტენციურმა მომხმარებელმა ადვილად შეგვამჩნიოს, დაგვიმახსოვროს და შემდგომში იოლადვე გვიპოვოს.

სოციალური მედიის, იმეილის, ბრენდინგისა და მარკეტინგის ექსპერტი სუზან განელიესი (Susan Gunelius) ანტრეპრენერებს უზიარებს სოციალური მედიამარკეტინგის 10 კანონს. იგი გვეუბნება, რომ ამ საკითხზე გამოცდილების გარეშე მუშაობა დიდი გამოწვევაა და საჭიროა, გარკვეული ცოდნა გვქონდეს. თუმცა, იგი გვპირდება, რომ ამ 10 წესის ერთგულება ფუნდამენტის შენებაში დაგვეხმარება, რომელიც შემდგომ დიდ სარგებელს მოგვიტანს როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ისე ბრენდის წარმოჩენისას.

I - მოსმენის კანონი: სოციალურ მედიამარკეტინგში წარმატება მოაქვს მოსმენას და არა ბევრ საუბარს. შეისწავლეთ სამიზნე აუდიტორიის ინტერესები, გაიგეთ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ ისეთ საუბარში ჩართვა, რომელსაც ღირებულების არსებობის პრეტენზია ექნება.

II- ფოკუსირების კანონი: უმჯობესია აირჩიოთ ერთი სპეციფიკა. ძლიერი ფოკუსი სოციალურ მედიაზე, რომელსაც აქვს განზრახვა, შექმნას ბრენდი, ბევრად ნაკლები საფრთხის წინაშე დგას და უფრო მეტად შეძლებს წარმატების მოტანას.

III- ხარისხის კანონი: ხარისხი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. სჯობს გყავდეთ 1 000 მიმდევარი, რომლებიც კითხულობენ, აზიარებენ და საუბრობენ თქვენ შესახებ, ვიდრე 10 000 "გულშემატკივარი", რომლებიც თითქოს სამყაროდან გაქრნენ.

IV- მოთმინების კანონი: სოციალური მედიის წარმატება ერთ დღეში არ მოდის. შეეცადეთ გაიაზროთ, რომ წარმატების მისაღწევად ხშირად დრო ძალიან დიდ როლს თამაშობს.

V- შეზავების კანონი: თუკი თქვენ გამოაქვეყნებთ გასაოცარ, შინაარსობრივად საინტერესო მასალას, რათა გაზარდოთ თქვენი ხარისხიანი მიმდევრების რიცხვი, ისინი მას გააზიარებენ Twitter-ზე, Facebook-ზე, LinkedIn-სა თუ საკუთარ ბლოგებზე. სწორედ ეს გაზიარება და შემდგომში განხილვა, აუცილებლად გაზრდის თქვენს ცნობადობას.

VI- გავლენის კანონი: გამონახეთ დრო, რათა იპოვოთ ონლაინინფლუენსერები ბაზარზე, რომელთაც ჰყავთ ხარისხიანი მიმდევრები და შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ თქვენი პროდუქტითა თუ სერვისით. შეეცადეთ დაუკავშირდეთ ამ ადამიანებს და ითანამშრომლოთ მათთან. თუ აღმოჩნდებით გავლენიანი ადამიანის თვალსაწიერში, როგორც საინტერესო, ავტორიტეტული ბრენდი, დიდი შანსია, რომ მათ მიერ გაზიარებული ინფორმაცია აუცილებლად დააინტერესებს ამ პერსონების მიმდევრებს. შესაბამისად, ცნობადობა გაიზრდება.

VII- ღირებულების კანონი: თუკი თქვენ მთელ დროს დახარჯავთ საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების რეკლამაში, ხალხი თქვენს მოსმენას შეწყვეტს. სამიზნე ჯგუფთან ურთიერთობა აუცილებლად ღირებული უნდა გახადოთ. მეტად ფოკუსირდით ფასეულობებზე.

VIII- აღიარების კანონი: არასდროს დატოვოთ ადამიანი ყურადღების გარეშე, რომელმაც გიპოვათ და გადაწყვიტა დაგკავშირებოდათ. სოციალური მედიამარკეტინგის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორედ იმ ადამიანთა აღიარება და პატივისცემაა, რომლებიც თქვენით დაინტერესდნენ.

IX- ხელმისაწვდომობის კანონი: ნუ განათავსებთ ინფორმაციას და შემდეგ გაქრებით. იყავით ხელმისაწვდომი აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ შეძლებთ საუბარში ჩართვას, ხშირად გააზიარებთ სიახლეებს. ონლაინმიმდევრები მერყეობით გამოირჩევიან, ისინი არც კი დაფიქრდებიან თქვენს ჩანაცვლებაზე, თუკი თვეობით გაქრებით.

X- ნაცვალგების (reciprocity) კანონი: ვერ გექნებათ მოლოდინი, რომ სხვა გააზიარებს თქვენ შესახებ ინფორმაციას, თუკი თქვენც იგივეს არ აკეთებთ. ასე, რომ სოციალურ მედიაში გატარებული დროის გარკვეული ნაწილი აუცილებლად დაუთმეთ სხვის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ან გაზიარებას, ან უბრალოდ მასზე საუბარს.

ასე რომ, მარკეტინგის დიადი ძალის დამნახველო ანტრეპრენერებო! გირჩევთ, გაითვალისწინოთ სუზან განელიესის მიერ დაწერილი 10 კანონი, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ წინსვლასა და წარმატებას.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე