Join our Waitlist for Expert Advice!

Alibaba საერთაშორისო კომპანიების 3 კრიტიკული გამოწვევის შესახებ დაადგინეთ მთავარი ფასეულობები, მკაცრად დააფიქსირეთ კომუნიკაციები და ხელი შეუწყვეთ პირად ურთიერთობებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fortune

კომპანიის ზრდის პროცესი ყოველთვის რთულია, მაგრამ როდესაც ეს ზრდა ქვეყნის საზღვრებს მიღმა ხდება, კიდევ მთელი რიგი ახალი გამოწვევები ჩნდება. გლობალიზაცია დაჩქარებულია, და წინსვლის რეალური შესაძლებლობები იმ კომპანიებს ექნებათ, რომლებიც საერთაშორისო ბიზნეს გამოწვევებზე შეძლებენ ორიენტირებას.

Alibaba ამის ყველაზე აშკარა მაგალითია. გასულ წელს ეს ბრენდი შეერთებულ შტატებს გარეთ ყველაზე ფასეულ ბრენდად დაასახელეს. ელექტრონული კომერციის, საცალო, ინტერნეტ და ტექნოლოგიური მრავალეროვნული გიგანტი, 1999 წელს ჩინეთში დააფუძნეს, და მას შემდეგ ისე გაიზარდა, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით - დაახლოებით $560 მილიარდი, გლობალურ კომპანიად იქცა.

მაგრამ ამ გზაზე ისე, როგორც სხვა უამრავ კომპანიას, Alibaba-საც ჰქონდა პრობლემები. ჯონ კაპლანთან, კომპანიის მთავარ სპეციალისტთან ზრდის საკითხებში, შევეცადე გამერკვია, როგორ მუშაობდა მისი გუნდი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ერთდ განვიხილეთ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ანტრეპრენერები მრავალეროვანი კომპანიების სამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას.

შიდა ურთიერთობების დოკუმენტირების მკაცრი სისტემა დანერგეთ - განსაკუთრებით, ენობრივი ბარიერების შემთხვევაში

გუნდის წევრებთან ურთიერთობები, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი სხვადასხვა ოფისებში მუშაობენ, ერთობლივი მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფის გამოჩენამ გაგვიმარტივა. მაგრამ ენობრივი ბარიერები კვლავ მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის მრავალეროვან კომპანიებში. ეკონომიკური დაზვერვის ჯგუფის 2012 წლის მოხსენებამ უჩვენა, რომ 572 გამოკითხული უფროსი აღმასრულებლის დაახლოებით ნახევარი აღიარებდა, რომ "მათი კომპანიების მსხვილი საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების ჩაშლა, იმ გზავნილებს უკავშირდებოდა, რომლებიც თარგმანის დროს იკარგებოდა".

ენობრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში, მრავალი მედიუმის საშუალებით ურთიერთობა, შესაძლოა, ტელეფონობანას თამაშს ჰგავდეს. გზავნილი გადაცემისას, შესაძლოა ოდნავ შეიცვალოს თარგმნისა და იმის გამოც, თუ როგორ აღიქვამს მას ესა თუ ის პიროვნება. აი, სწორედ ამას მიხვდა Alibaba, როდესაც ჩინეთის ბაზრის საზღვრებს გარეთ დაიწყო ბიზნესის წარმოება. "და ამიტომ, ახლა საკმაოდ დისციპლინირებულები ვართ და სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას ამბობენ და ამ დროს, რას ვიგებთ ჩვენ. გაურკვევლობამ შეიძლება უნებლიე შეცდომები გამოიწვიოს, და ამიტომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამის თავიდან ასაცილებლად", - ამბობს კაპლანი.

ან თარჯიმანი უნდა გყავდეთ, როდესაც პარტნიორს უკავშირდებით, რომელიც შენიშვნებსაც ჩაიწერს და მათ სათანადოდაც გააფორმებს. ან კიდევ, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორენოვანი თანამშრომლები იმ კოლეგებთან ერთად მუშაობენ, რომლებიც ოფისებიდან კი არა, რეგიონებიდან მუშაობენ, ნებისმიერ შემთხვევაში უზომოდ მნიშვნელოვანია მთელ კომპანიაში მკაცრად იყოს დანერგილი დოკუმენტაციის პროცესი.

გეოგრაფიულმა განსხვავებებმა შესაძლოა თანამშრომლების დაქირავებაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაადგინოთ რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს

ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თანამშრომლები ერთსა და იმავე ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ, არც იმას, რომ ერთსა და იმავე ოფისში უნდა მუშაობდნენ. ყველაფერი გაცილებით ადრე, დაქირავების პროცესიდან იწყება.

თქვენი კორპორაციული კულტურის შესაბამისი თანამშრომლების მოძებნას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გარანტირებისთვის, რომ თანამშრომლები მარტივად შეძლებენ ერთად მუშაობას. ბუნებრივია, ეს განსაკუთრებით რთული ამოცანაა მრავალეროვნული კომპანიებისთვის. ყოველ ობიექტს თავისი სისტემა და ფასეულობები აქვს, და კულტურის ნორმების სინქრონიზაციას საერთაშორისო საზღვრებს მიღმა ყოველთვის ვერ შეძლებთ იდეალურად.

კაპლანი Alibaba-ში მიღებული გამოცდილების მიხედვით მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველთვის მზად იყოთ კომფორტის ზონიდან გასასვლელად. "ფაქტია, რომ ნამდვილად არსებობს განსხვავებები კულტურული ნორმების, რიტუალების, ჩვევების სახით, რომლებთან შეგუებაც აუცილებელია, - ამბობს ის, - მე სკაფანდრით გამოვედი სცენაზე Alibaba -ს კონფერენციაზე ათასობით ადამიანის თვალწინ და ვიცეკვე კიდეც. იცით, რომ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ამის გაკეთება არასოდეს დამჭირვებია".

საქმე ის არის, რომ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად ურთიერთობენ ერთმანეთთან და სხვადასხვაგვარად იქცევიან, მაგრამ ამ ნიუანსების გასათვალისწინელად თუ მზად იქნებით, ეს გაცილებით მარტივს გახდის თქვენი კომპანიის ინტეგრაციას საზღვრებს მიღმა.

ბოლოსდაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი ახალი თანამშრომელი იზიარებდეს და მხარს უჭერდეს თქვენი კომპანიის მთავარ ფასეულობებს. "Alibaba-ს მთელი რიგი ფასეულობები აქვს, რომლებიც გეოგრაფიულ საზღვრებზე მაღლა დგას, იმის მიუხედავად, თქვენი მშობლიური ენა, ჩინურის მანდარინული დიალექტია თუ ინგლისური", - ამბობს კაპლანი.

კორპორაციული კულტურის შესაქმნელად, ღრმა პირად ურთიერთობებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება

როგორც 2015 წელს, კორპორაციული კულტურის საკითხებზე 1400-ზე მეტი აღმასრულებლის გამოკითხვისას აღმოჩნდა, რესპონდენტთა 92 პროცენტის აზრით, კომპანიას კიდევ უფრო ფასეულს ხდის კორპორაციული კულტურის გაუმჯობესება. მაგრამ ეს შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს მრავალეროვნული კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლებიც არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.

კაპლანი ეთანხმება ამ მოსაზრებას, "ნამდვილად მნიშვნელოვანია, როდესაც კოლეგების გვერდით ზიხარ სასადილო ოთახში". მაგრამ უდავოა, რომ შენს კოლეგებთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის ვერ ისადილებ და ამიტომ პირადი ურთიერთობების კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მრავალეროვნული კომპანიებისთვის.

Slack-ით შეტყობინებების გაგზავნის ნაცვლად, ზოგჯერ დრო გამონახეთ კოლეგებთან დასარეკად, თუნდაც ეს აუცილებელი არ იყოს. მიეცით თქვენს თანამშრომლებს დრო, საქმიანი ურთიერთობის შემთხვევაშიც კი, ნებისმიერი სხვა საკითხებიც განიხილონ. შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით დროის დაკარგვად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში თქვენი გუნდის წევრების ერთმანეთთან დაახლოებისა და პირადი ურთიერთობების დამყარების კარგი გზაა.

მართალია, თქვენს თანამშრომლებს ნამდვილად ვერ გაამგზავრებთ ყოველდღიურად უცხოეთში, მაგრამ პერიოდულად ამის გაკეთება ძალიან კარგი იქნებოდა იმისთვის, რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთის სახელების გახსენება შეძლონ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია