ქსელური ურთიერთობები გძულთ? მეც ასე ვიყავი, ვიდრე ამ ხრიკებს არ ვცდიდი ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევად ქსელის შექმნა აუცილებელია, მაშინაც კი, თუ არავის მოგვწონს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზოგჯერ ადამიანებს აინტერესებთ, საერთოდ უნდა სცადონ თუ არა ახალი ადამიანების გაცნობა.
ახალი სახელების დამახსოვრება და მოსაწყენი პირველი საუბრების გამართვა ზოგიერთისთვის შესაძლოა მძიმე იყოს, მაგრამ თუ თქვენს ბიზნესს ავითარებთ, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ქსელური ურთიერთობები ნამდვილად ამართლებს.
მართალია Covid-19-ის პანდემია იყო, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაზე უარი არასოდეს მითქვამს. ახლახან გადავწყვიტე ქსელურ ღონისძიებას დავსწრებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადამიანების გაცნობას ვერ ვიტან. ვიცი, ეს კარგად არ გამომდის, მაგრამ საკუთარ თავს ვაიძულებ, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგა. ჩემს კომპანიაში (Bospar) ასე ვამბობთ − "თავაზიანი დაჟინებულები ვართ", რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების გასაღები ხიბლი და შეუპოვრობაა. რაც შეეხება ქსელურ ურთიერთობებს, სწორედ "თავაზიანი დაჟინებულობა" დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
თქვენი ქსელური თამაში მოამზადეთ
უპირველესად, უნდა დაფიქრდეთ, რაში გჭირდებათ საერთოდ ქსელის შექმნა. მთავარია პასუხი ამ შეკითხვაზე: რას ეძებთ, რა გსურთ?
ქსელური ღონისძიებების შერჩევას უკეთ შეძლებთ, თუ თქვენი მიზნები კარგად გაქვთ გაცნობიერებული. მე ვეძებ ღონისძიებებს, რომლებიც ჩემს ინტერესებს შეესაბამება, მათ შორისაა, PR, ჟურნალისტიკა, ლგბტ-საზოგადოების დაცვა და სამეცნიერო ფანტასტიკა. თუ ღონისძიებას ამ ატრიბუტთაგან რომელიმე აქვს, ვიცი, რომ უფრო მეტად დამაინტერესებს.
ის ტანსაცმელი ჩაიცვით, რომელიც რაღაცაზე მეტყველებს
ახლახან Pride Month-ის ქსელურ ღონისძიებას დავესწარი, რომელიც Out In Tech-მა გამართა. სილიკონის ველის ფორმით, ჰუდით და სპორტული ფეხსაცმლით კი არ წავსულვარ, ისეთი სამოსი ავირჩიე, რომელიც "ყინულს გაალღობდა".
ჩემი პერანგი ვერცხლისფერი ძაფებით მორთულ ჟაკეტს შევუხამე და ბრჭყვიალა ქვებით გაწყობილი ფეხსაცმელი ჩავიცვი. არჩევანმა გაამართლა − ჩემმა გარდერობმა, როგორც ვფიქრობდი, საზოგადოება გამოსალაპარაკებლად განაწყო.
რეპეტიცია გაიარეთ
რეპეტიციების ნამდვილად მჯერა. ჩემს პრეზენტაციაზე ყოველთვის ვვარჯიშობ და ამიტომ, როდესაც საკუთარი კომპანიის შესახებ მეკითხებიან, მშვიდად ვთამაშობ.
"წლების წინ განაწილებული ტიპის სააგენტო ვიყავით. ისეთ ბრენდებს წარმოვადგენდით, როგორიცაა PayPal, Snowflake და Tetris, და რამდენიმე კომპანია საჯაროც კი გავხადეთ. ამასთან, ტეხასის აბორტის კანონი გავაპროტესტეთ, წელს კი, SF Pride-ის კრიზისის კომუნიკაციის სტრატეგიას ვხელმძღვანელობთ".
ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მოკრძალებულად ვტრაბახობდე, ამიტომ ვცდილობ, ამგვარი ფაქტები ერთდროულად კი არა, საუბრისას, თანდათანობით მოგაწოდოთ.
როდესაც რომში ხართ, რომაელივით უნდა მოიქცეთ
ღონისძიებაზე მივალ თუ არა, მაშინვე ვსვამ, რადგან ქსელური ურთიერთობები გრძელი თამაშია და მას სათანადო განწყობა უნდა უწყობდეს ხელს. ხშირად ხუმრობით ვიწყებ, თვალით ვამყარებ იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვინც ჩემს გარდერობს ამჩნევს და შემდეგ მივმართავ: "დიდი მადლობა, ყინულის გასალღობად ჩავიცვი".
როგორც კი ყინული გალღვება, აქტიურად ვისმენ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ თითოეული ადამიანის სამუშაოსა და მისწრაფებების შესახებ მივიღო ინფორმაცია. ვცდილობ ამას მხოლოდ ხუთი წუთი მივუძღვნა და შემდეგ მოვუბოდიშო, რომ სხვა ადამიანებს უნდა შევხვდე.
ქსელური ღონისძიებები იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ საქმიანად მოიქცეთ და ეს ნებისმიერისთვის მისაღები იქნება. ჩვეულებრივ, ადამიანებს ჩემს სავიზიტო ბარათს ვაძლევ და ვპირდები, რომ ვუპასუხებ. ამგვარად მივანიშნებ − საუბარი დასრულებულია. ჩემთვის ეს პროფესიული, სწრაფი შეხვედრაა.
საუკეთესო პრაქტიკა
ღონისძიებების დროს შაბლონურად ვიქცევი: ბარს ერთ წრეს დავარტყამ, შესაძლებლობებს ვეძებ, იქნებ ვინმე მორიდებული ადამიანი ვიპოვო ან ჯგუფი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
საკუთარი თავის წარდგენას, ჩვეულებრივ, ასე ვიწყებ: "გამარჯობა, თქვენი გაცნობა ძალიან მინდა. იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით". შესაძლოა, ქსელურ ღონისძიებებზე ცოტა არ იყოს მბრძანებლურადაც კი იქცეოდე, ვიდრე არ დაინახავ, რომ სხვა ადამიანს საინტერესო თვისება აქვს, რაც გიზიდავს.
ქსელური ურთიერთობების შესახებ რამდენიმე იდეა არსებობს, რომელთა მოპარვაზეც ვფიქრობ. მაგალითად, ბირკა წარწერით: "ახლა Tesla-ში ვმუშაობ".
წარმატებული ქსელური ურთიერთობები, სინამდვილეში თქვენი ყველა უნარის გაერთიანებას ნიშნავს, ადამიანებთან დასაკავშირებლად. თითოეულ ქსელურ ღონისძიებას ისე შეხედეთ, როგორც პაემანს და ისე ჩაიცვით, რომ დაგიმახსოვრონ. სწრაფად და ხშირად დაამყარეთ ურთიერთობები და სხვებს ის მიეცით, რაც თქვენი საუბრებიდან სჭირდებათ. ღონისძიების შემდეგ ახალ პროფესიონალ მეგობრებთან სოციალური მედიის საშუალებით უნდა გააგრძელოთ ურთიერთობა. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, ამ კავშირების გასამყარებლად ფოტოები უნდა გაუზიაროთ. პოსტების გაზიარება ახალ კოლეგებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად შესანიშნავი საბაბია.
ამ რჩევების გამოყენებით, ქსელური ღონისძიებები აღარც საშინელი იქნება და აღარც ერთჯერადი. ახალი, ძლიერი ინსტრუმენტიც კი გახდება პოტენციური შესაძლებლობების გამოსავლენად და თქვენი კონტაქტების ქსელის გასაფართოებლად.