Get All Access for $5/mo

სოციალური ურთიერთობების როლი ორგანიზაციაში მისცე ადამიანებს არჩევანი, რომ იმუშაონ ისეთ გარემოში, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ჯულიან ჰოლტ-ლანტსტედი (Julianne Holt-Lunstad) ფსიქოლოგია, რომელიც მარტოობასა და სოციალურ კავშირებს სწავლობს. მან ჩაატარა კვლევა, შედეგად კი დაადგინა, რომ დღესდღეობით ბევრი ამერიკელი მარტოსულია, ხოლო უმეტესობას კი ერთზე მეტი მეგობარი არ ჰყავს. მარტოობას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი შეგრძნებები, როგორებიცაა: საფრთხის მოლოდინი, უმწეობა. მას აქვს ძალა, შეამციროს როგორც ძილის ეფექტურობა, ისე კოგნიტური პროცესების ადეკვატური მუშაობა.

"ადამიანები სამსახურში, უმეტესწილად, მიდიან ერთი და იმაგივე შეგრძნებით –- ურთიერთობების დეფიციტით. -მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ოფისში იმყოფებიან თუ არა – - ლიდერებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზაციაში ისეთ მხარეს, როგორიცაა სოციალური კავშირები."-, – ამბობს Connection Culture Group-ის პრეზიდენტი, მაიკლ სტელარდი. მან ჩაატარა კვლევა, თუ რა გავლენას ახდენს განსხვავებული ორგანიზაციული კულტურა ადამიანთა ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე.- აღმოჩნდა, რომ ადამიანი უფრო კარგად მუშაობს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ადამიანური ურთიერთობები ძლიერია. ურთიერთობა, ნეირომეცნიერ მეთიუ ლიბერმანისთვის, ურთიერთობა არის სუპერ-ძალა, რომელიც ინდივიდებს უფრო მეტ გონებასჭკვიანებს, ბედნიერებასა და მონდომებულოებას სძენს.

ჩვენ, ყველას გვსურს გვაფასებდნენ,. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ დასაქმებულებს, განურჩევლად პოზიციისა თუ სამუშაო დროის მონაკვეთისა,- სურთ იყონ აღიარებულებნი. მათთვის ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: "შენ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი ხარ", "დიდი მადლობა", "ამას შენს გარეშე ვერ გავაკეთებდით", მოტივაციის მომცემია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უკუკავშირების დამყარება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ბევრი კომპანიის მენეჯერი დღემდე უგულვებელყოფს ამ ტიპის ინტერაქციებს.

ანტრეპრენერებმა, და არა მარტო, დასაწყისშივე უნდა გაითვალისწინონ, რომ აუცილებელია ყოველდღიურ ურთიერთობაში გამოხატონ პატივისცემა დასაქმებულის მიმართ. პირველი ნაბიჯია არის გუნდის წევრის დროისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, რადგან, თუკი დღევანდელ ბაზარს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერაფერი შეაჩერებს მომუშავეს იქ, სადაც მისი უნარები სათანადოდ შეფასებული არაა.

ხშირად, ორგანიზაციული კულტურის ტიპი განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. თუკი თანამშრომელთა შორის არ სუფევს ნდობა, დიდი შანსია, რომ კოლეგებმა ერთმანეთთან კონტაქტი არ ისურვონ.- ისეთ ორგანიზაციებში კი, სადაც დასაქმებულებს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ, კომპანიისადმი მიკუთვნებულობის განცდა სამარდება.

თქვენ, როგორც ლიდერმა, შეგიძლიათ დაინახოთ, არის თუ არა კავშირი თქვენს დასაქმებულებს შორის.- ყველაზე კარგი გზა შეხვედრებზე დაკვირვებაა., ის, თუ როგორი ტიპის ინტერაქციებია შეხვედრების დროს, აუცილებლად მოგცემთ მიმართულებას, თუ რა ტიპის მოვლენასთან გაქვთ საქმე.

ამერიკული სადაზღვევო გიგანტის, " Cigna"-ს აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიაში სოციალურ ურთიერთობებს. ერთ-ერთ სტატიაში მან საზოგადოებას გაუზიარა ის სტრატეგიები, რომლებიც, მისი აზრით, ნებისმიერ ორგანიზაციას დაეხმარება. პირველი, რაზეც მან ისაუბრა, არის თანამშრომლებს შორის ურთიერთობების აგება- – დამრიგებლების, პარტნიორებისა თუ მწვრთნელების სახით. დეივიდ მ. ქორდეინი (David M. Cordani) აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ფუნქციების მქონე თანამშრომელთა დაკავშირება და მიზნისკენ ერთობლივად სვლა აუცილებლად აჩენს შეგრძნებას, რომ კომპანიის მიღწევაში ყველას თავისი წილი მიუძღვის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყოველთვის ნერგავს ისეთ სამუშაო სტილს, რომელიც მოითხოვს ადამიანებს შორის პირდაპირ კონტაქტს და მეტ ინტერაქციას.

მისცე ადამიანებს არჩევანი, რომ იმუშაონ ისეთ გარემოში, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. (იქნება ეს საერთო სამუშაო სივრცე, იზოლირებული ოფისი, საკუთარი სახლი თუ სხვა). თუმცა, კვლევები ცხადყოფს, რომ როცა თანამშრომლები ერთმანეთთან ცოცხალ კავშირს ამყარებენ, ეს პირდაპირ იწვევს მარტოობისა და სოციალური იზოლაციის დათრგუნვას, და პირიქით- –ზრდის კრეატიულობას, კოლაბორაციას და ურთიერთობების აგებას.

დასაქმებულთა შემოკრება ისე, რომ მათ შეძლონ ერთ სივრცეში მუშაობა, არის ყველანაირად მომგებიანი პროცესია. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მენეჯერთა მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უნდა გახსოვდეთ, რომ ლიდერობა არ არის მხოლოდ პოზიცია ან ტიტული.

ჯონ მაქსველმა თქვა: "ლიდერი არის ის, ვინც იცის გზა, გადის ამ გზას და სხვასაც მიუთითებს მისკენ".- ასე რომ, იყავით მიმართულების მიმცემი თქვენი თანამშრომლებისთვის,. თუკი თქვენ არ დაამყარებთ სოციალურ კავშირებს თქვენს თანამშრომლებთან, არც ისინი მოიწადინებენ გახდნენ პიონერები ამ საქმეში. ასე, რომ, გახსოვდეთ:- პირველი ნაბიჯი თქვენზეა!

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!