Get All Access for $5/mo

წარმოუდგენელია დაგეგმვის გარეშე გრძელვადიან წარმატებაზე ოცნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე, რომელიც დაგეგმარების პროცესს ჩემთვის მოაქვს, რესურსების სწორი შეფასებაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიარო, რომ წლების განმავლობაში მეც მივეკუთვნებოდი იმ ადამიანთა დიდ რიცხვს, რომელიც ყოველი ორშაბათიდან იწყებს ჯანსაღად ცხოვრებას და ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარებას, თუმცა ორშაბათის მოსვლისთანავე აწყდება შესასრულებელი საქმეების გრძელ ნუსხას და სრული ენერგიით ერთვება სამუშაო პროცესებში. დღეს ორშაბათის ნუსხა კვლავ აქტიური და დატვირთულია, თუმცა უკვე სრულად ექვემდებარება დაგეგმვას.

როდესაც ცხოვრებაში ირჩევ მრავალფეროვანი განვითარების გზას, წარმოუდგენელიც კია, დაგეგმვის გარეშე გრძელვადიან წარმატებაზე დაიწყო ოცნება. კიდევ უფრო რთულია, თავიდან აირიდო მუდმივი ქაოსი, რომელიც დატვირთული საქმიანი რეჟიმის გამო პირად ცხოვრებაშიც ჩნდება.

სწორად დაგეგმარება, ისევე როგორც ყველა საქმიანი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესრულებული საქმის ეფექტიანობას. ვინაიდან ჩემი საქმიანობის სფერო მოიცავს სხვადასხვა კომპანიაში ინვესტიციების განხორციელებას და არაერთი პროექტის ერთდროულად, თანმიმდევრულად განვითარებას, უამრავ შეხვედრას, განხილვის პროცესს თუ ახალი იდეების გენერირებას, ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი მომდევნო პერიოდი გაწერილი მქონდეს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ჭრილში.

დაგეგმვის მეთოდებს რაც შეეხება, ვფიქრობ ტექნიკა და პროცესი ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული პერსონაზე, რადგან წარმოუდგენელია, ერთი და იგივე რეცეპტი მუშაობდეს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.

პროფესიული წარმატების მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად ნამდვილად დავასახელებდი სწორად დაგეგმვას და დავამატებდი დედლაინებს, რადგან ამ ორი პუნქტის ერთდროულად გათვალისწინების შემთხვევაში, საქმის დასაწყისშივე იგრძნობა დადებითი დასასრული.

თუმცა, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასაც აღრიცხავს შეხვედრების კალენდარი, საქმიანი დღიური, ონლაინდოკუმენტი თუ ფერადი წებოვანი ფურცლები.

რეკომენდაციის ნაწილში სიამოვნებით გაგიზიარებდით საკუთარ თავზე გამოცდილ იმ "ცნობილ" შეცდომას, რომელიც პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში არაერთხელ დამიშვია და შესაბამისი შედეგებიც მიმიღია – ეს არის არასაკმარისი დრო დაგეგმვის პროცესისათვის. ხშირად ვფიქრობთ, რომ საქმის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, არ გვრჩება დრო, რათა გავწეროთ გეგმა და თანმიმდევრულად მივყვეთ მას. სწორედ ეს ხდება საბოლოოდ მიზეზი იმისა, რომ გაუცნობიერებლად ვხარჯავთ იმაზე მეტ დროსა და ენერგიას, რაც შეიძლება სწორი დაგეგმარების შემთხვევაში თავიდან აგვერიდებინა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე, რომელიც დაგეგმარების პროცესს ჩემთვის მოაქვს, რესურსების სწორი შეფასებაა. ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვითქვამს – "დიახ, ამას გავაკეთებ", თუმცა დაგვვიწყებია დროის, რესურსებისა თუ მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების გათვალისწინება. ამის გამო კი აღმოვჩენილვართ იმ რეალობის წინაშე, რომ წინასწარი პროგნოზი სრულყოფილად აღქმული არ ყოფილა.

ძალიან მიხარია, რომ სწორედ ეს საკითხი გახდა თქვენი სპეცპროექტის თემა, რადგან კარგად დაგეგმილი საქმე პირდაპირპროპორციულად ახდენს გავლენას ჩვენს ბედნიერებასა და პროდუქტიულობაზე პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში.

ანი სირბილაძე

დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდ „კედარი ვენჩერსის“ დირექტორი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე