4 რჩევა ციფრული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც დიდ მოგებას მოგიტანთ მას ნივთის ფორმა არ აქვს და შესაბამისად, არც მისი დამუშავება იქნება ძვირი, თუმცა "ციფრული პროდუქტი" - ელექტრონული წიგნი იქნება თუ აუდიო, ბევრ ფულს მოგიტანთ
By სეიდ ბალხი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ადრე საკუთარი პროდუქტის შექმნა აუხდენელი ოცნება იყო, უზომოდ დიდ შრომასთან გახლდათ დაკავშირებული. გარდა ამისა, მის ბაზარზე გასატანად დიდი თანხა იყო საჭირო. თუმცა დრო შეიცვალა, ასე უკვე აღარ არის.
ახლა ციფრული პროდუქტის შექმნა და ინტერნეტში ფულის გამომუშავება ნებისმიერს შეუძლია. ამ კატეგორიის პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ მას მხოლოდ ერთხელ ქმნით, შემდეგ კი, ბევრჯერ ყიდით.
რას ნიშნავს ციფრული პროდუქტი? − ისეთი პროდუქტია, რომელსაც ფიზიკური ფორმა არ აქვს. მაგალითად:
- ელექტრონული წიგნები და pdf-სახელმძღვანელოები;
- ვიდეოგაკვეთილები;
- აუდიოკურსები;
- შაბლონები;
- მსოფლიო პრესის თემები;
- გამოსახულებები და პიკტოგრამების ნაკრები;
- უფასო ფოტოსურათები.
ამ პროდუქტების შექმნა ძვირი არ იქნება. თანაც არც გაგზავნა მოგიწევთ და არც წარმოების დანახარჯების გადახდა, არც კიდევ მათ დამუშავებაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა. ეს პროდუქტი მთლიანად თქვენია და შესაბამისად მთელი მოგებაც თქვენი იქნება. პლუს, მათი შექმნა უზომოდ იაფია და ამ დროს ათასობით დოლარის მოტანა შეუძლია.
მაგრამ ვიდრე ამ საქმეში თავით გადაეშვებით, უსათუოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ციფრული პროდუქტი წარმატებული იქნება. გაეცანით ოთხ რჩევას გაყიდვადი ციფრული პროდუქტის შექმნის თაობაზე.
შეარჩიეთ მომგებიანი ციფრული პროდუქტი
პირველი ნაბიჯი, ციფრული პროდუქტის სწორად არჩევაა: რა აზრი აქვს დროის ხარჯვას იმის შექმნაზე, რისი შეძენაც არავის მოუნდება? ამიტომ, ისეთი რამ უნდა შექმნათ, რაც თქვენს აუდიტორიას პრობლემას მოუგვარებს.
რომელ ნიშაში გაიყიდება უკეთ თქვენი პროდუქტი? ამის განსასაზღვრად უპირველესად ის გაარკვიეთ, ახლა რისთვის მოდის თქვენთან თქვენი აუდიტორია. თქვენს ბლოგზე რჩევის მიღება ხომ არ სურს ბიუჯეტის შედგენის თაობაზე? თუ ასეა, ბიუჯეტის შაბლონების შექმნაზე იფიქრეთ. თქვენი ყველაზე პოპულარული ბლოგი ხომ არ არის "სახელმძღვანელო დამწყებთათვის email-მარკეტინგზე"? თუ ასეა, სახელმძღვანელო უნდა შექმნათ. შემდეგი ნაბიჯი სახელმძღვანელო უნდა იყოს email-მარკეტინგზე.
თქვენი აუდიტორიის ყველაზე მწვავე პრობლემა თუ არ იცით, საიტის ანალიტიკას დააკვირდით, ან თქვენს საიტს კვლევა, გამოკითხვა დაუმატეთ ვიზიტორების აზრის გასაგებად. გააანალიზეთ, ყველაზე მეტად რა აინტერესებს თქვენს აუდიტორიას და ეს ინფორმაცია ისეთი პროდუქტის მოფიქრებაში დაგეხმარებათ, რომელიც შეუძლებელია არ მოეწონოთ.
თქვენი პროდუქტი ვიზუალურად მიმზიდველი გახადეთ
თქვენი ქმნილება ფიზიკური კი არა, ციფრულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგად არ უნდა გამოიყურებოდეს. მომხმარებლისთვის ვიზუალურ მხარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენი პროდუქტი შთამბეჭდავია, მისი შეძენა მაშინვე მოუნდებათ და არც ფულს დაიშურებენ. Science Direct-ის კვლევის მიხედვით, როდესაც პროდუქტის დიზაინი შთამბეჭდავია, მომხმარებელი ფასს ყურადღებას აღარ აქცევს. ასე რომ, ვიზუალურად მიმზიდველი პროდუქტის შექმნაზე დრო არ დაგენანოთ.
საინტერესოა, როგორი უნდა იყოს პროდუქტის გამოსახულება, რომელიც სინამდვილეში მატერიალური არ არის. თვით ციფრული პროდუქტის ფოტოს დაპოსტვა ალბათ არ მოგინდებათ, მაგრამ მის ნაცვლად კარგი იქნებოდა მხოლოდ ერთი გაელვება, დემონსტრირება იმისა, თუ რას მიიღებს მომხმარებელი. მაგალითად, შეგიძლიათ სახელმძღვანელოს პატარა მაკეტი შექმნათ, რომელშიც შინაარსიც იქნება მოცემული.
მიიღეთ მეტი გამოცდილება
თუ საკუთარი ციფრული პროდუქტის შექმნაზე ფიქრობთ, სავარაუდოდ ვებგვერდი და ბლოგი უკვე გექნებათ. თუ არა, რაც შეიძლება სწრაფად შექმენით, რადგან ინტერნეტით ციფრული პროდუქტის შეძენა ვიღაც იდუმალი პიროვნებისგან ბუნებრივია ბევრს არ მოუნდება. ვებგვერდითა და ბლოგით თავს დაიმკვიდრებთ, როგორც თქვენი სფეროს იდეოლოგიური ლიდერი და თქვენსა და თქვენს პოტენციურ მომხმარებელს შორის ნდობა დამყარდება.
ნდობა კი, გადამწყვეტი ფაქტორია თქვენი ციფრული პროდუქტის გასაყიდად. Harvard Business Review-ს მიხედვით, ადამიანები ადვილად რისკავენ და პროდუქტსაც კი იძენენ მაშინ, როდესაც ერთმანეთს ენდობიან.
ასე რომ, საკუთარი ბლოგი დაიწყეთ და თქვენს ციფრული პროდუქტზე რეგულარულად დაპოსტეთ ინფორმაცია. Pinterest-მარკეტინგზე წერეთ, თუ თქვენი პროდუქტი ამ თემას ეძღვნება. ეს თქვენს პოტენციურ მომხმარებელს დაუმტკიცებს, რომ იცით ის, რაზეც ლაპარაკობთ. არც სოციალური მედია დაივიწყოთ და სხვა ინტერნეტპუბლიკაციებში სტუმრის სტატუსით ბლოგერობაზეც იფიქრეთ. ეს გაცილებით დიდ აუდიტორიას მოგაძებნინებთ და ამ ნიშაში თქვენი ავტორიტეტის დამტკიცების უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემთ.
გამოხმაურებები შეაგროვეთ
ციფრული პროდუქტი უკვე მზად არის და დროა მთელ სამყაროს გაუგზავნოთ. რას ფიქრობთ, ასეა თუ ჯერ კიდევ არ ღირს? უპირველესად, თქვენი ქმნილება უნდა გამოსცადოთ და მასზე გამოხმაურებები შეაგროვოთ, მომხმარებელს მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მისცეთ მისი შეძენის საშუალება. ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა ბაზარზე პროდუქტის გაშვება მხოლოდ იმის დასადგენად, რომ იგი მოლოდინს საერთოდ არ შეესაბამება. უნდა დარწმუნდეთ, რომ მართლაც შესანიშნავი პროდუქტი გაქვთ და საკუთარ კლიენტებს იმედს არ გაუცრუებთ.
თქვენი ქმნილება ყველაზე დიდ ფანებს შესთავაზეთ. მათ აუცილებლად წინასწარ უნდა შეძლონ მისი ნახვა, შემდეგ კი გამოხმაურებები შეაგროვეთ. ციფრული პროდუქტის განახლება ადვილია, ასე რომ თქვენი აუდიტორიის შეფასებები გაითვალისწინეთ. თუ ისინი კიდევ ერთი ელემენტის დამატებას შემოგთავაზებენ, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ, მარტივად დაამატებთ. თქვენს პროდუქტზე აზრის გაგება დაგარწმუნებთ, რომ საუკეთესოს სთავაზობთ მომხმარებელს.
ახლა უკვე თქვენი ჯერია
ვებგვერდს ან ბლოგს რომ უშვებდით, ალბათ არც გიფიქრიათ, რომ მომავალში პროდუქტსაც შექმნიდით. როდესაც ამ რჩევების მიხედვით ციფრულ პროდუქტსაც შექმნით, შეგიძლიათ თქვენს რეზიუმეს "ციფრული პროდუქტის შემქმნელიც" დაუმატოთ და შემდეგ მშვიდად უყუროთ, როგორ იზრდება თქვენი შემოსავალი.