Get All Access for $5/mo

2 ივლისს, თბილისში პირველად გაიმართება თბილისის სტარტაპის დღე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად გაიმართება თბილისის სტარტაპის დღე, რომელიც იგეგმება, რომ ყოველწლიურად აღინიშნოს.

"სტარტაპების დღის აღნიშვნა საკმაოდ ხანგრძლივი ფორმატით და საერთაშორისო ენაზე მნიშვნელოვანია, რადგან თბილისში, ერთი ლეიბლის ქვეშ იკრიბება მულტიკულტურული ტექ-კომუნა. ეს არის ხალხი ვინც ქმნის, ან შექმნა მაშტაბირებადი ტექნელოგიური პროდუქტი, ვისაც სურს ამ ინდუსტრიაში დასაქმდეს ან უბრალოდ ისწავლოს. ჩვენი ცოდნის გაზიარების მეთოდოლოგია, არაფორმალური განათლება, ნეთვორქინგის პროცესი და უბრალოდ მეგობრული გარემო ხელს უწყობს საქართველოში, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას. ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, რომელიც ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის." - გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი

"Noxtton მხარს უჭერს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, შესაბამისად, მუდმივად მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება დამწყებ ანტერპრენერებს. თბილისის სტარტაპის დღე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ერთის მხრივ, ხელს უწყობს სტარტაპ კომუნის ჩამოყალიბებას და მეორეს მხრივ, სტარტაპერებსა და ტექ კომუნის წევრებს აძლევს ნეთვორქინგის შესაძლებლობას." - თაკო ნიკოლაიშვილი, Noxtton-ის მარკეტინგის სპეციალისტი

თარიღის აღსანიშნავად, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც აუცილებლად ინფორმატიული აღმოჩნდება სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის.

ProductTank Tbilisi - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც სამი გამოცდილი სპიკერი: ნიკა თომაძე (Founder & CEO, Symbols), გუგა გონგაძე (Senior UI Engineer, Uiflow) და გიო კახიანი (Bubble Developer) ისაუბრებენ კოდის არმქონე პროდუქტებზე, მათ მნიშვნელობაზე, პროტოტიპების და MVP-ების შექმნასა და სრულად ფუნქციონალურ პროდუქტებზე.

Founder Institute panel event - სადაც ისწავლით სტარტაპის დიდი გამოცდილების მქონე დამფუძნებლებისგან. მოუსმენთ წარმატებული მეწარმეების გულწრფელ საუბრებს, რომლებიც გაგიზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიებსა და შეცდომებს. როგორ იწყებ შენს სამეწარმეო მოგზაურობას? როგორ მიმართავთ გლობალურ ბაზრებს? როგორ უნდა ააწყოთ თქვენი ბიზნესი? როგორ პოულობთ ნიჭიერ ადამიანებს, რომ შეუერთდნენ თქვენს გუნდს? და სხვა მრავალ მნიშვნელოვან კითხვას გასცემენ პასუხებს.

Fuckup Nights Tbilisi vol. 27 - გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს მოჰყვებიან, რათა დამსწრეები შთააგონონ და დაეხმარონ, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ.

ეს დღე ასევე იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის და საღამოს სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!