2023 წლის ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის Opel Astra-ს გადაეცა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონკურსო ცერემონია Red Dot Award უკვე ექვსი ათეული წელია ინოვაციური დიზაინისა და ტექნოლოგიების მიმართულებით იმართება. წელს, 60 ქვეყნიდან წარმოდგენილ ნომინანტების სიას ოპელის განსაკუთრებული მოდელი ახალი Opel Astra-ც შეემატა. კომპაქტური კლასის ბესტსელერს Rüsselsheim-იდან, Red Dot Award 2023-ის ჯილდო "პროდუქტის დიზაინი"-ს კატეგორიაში გადაეცა. მრავალი ჯილდოს მფლობელმა, Opel Astra-მ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 43 წევრისგან დაკომპლექტებულ ჟიურიზე, მისი უნიკალური, თამამი და დახვეწილი დიზაინით.
მარკ ადამსის, Opel-ის დიზაინის ვიცე პრეზიდენტის თქმით: " უახლესი თაობის Opel Astra ჩვენი ნათელი დიზაინის ფილოსოფიას მკვეთრად გამოხატავს. Opel-ის ყველა ახალი მოდელის მსგავსად, Astra აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიას და თანამედროვე დიზაინს. ამ პრინციპით დამუშავებულია სალონიც, სრულად ციფრული სუფთა პანელის მართვა შესაძლებელია ინტუიციურად და ფოკუსირებულია არსებით საკითხებზე."
გერმანული სიზუსტით შექმნილი ბოლო თაობის Pure Panel, ვრცელ, ციფრული კაბინეტს მოგაგონებთ, რომელიც აღჭურვილია ორი 30სმ-იანი ეკრანით და ინტეგრირებულია მძღოლის მხარეს საჰაერო სავენტილაციო სისტემასთან ჰორიზონტალურ ფორმატში. დიზაინერების და ინჟინრების დელიკატური დაკვირვების შედეგად პანელის დიგიტალური მუშაობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და გაფილტრულია ზედმეტი ფუნქციებისგან, რაც ერთის მხრივ როგორც ვიზუალურ ისე ფუნქციურ დეტოქსიკაციას აღწევს. ე.წ Opel vizor ავტომობილის ცხაურას წინა ნაწილი უკავია და ახალ Astra-ს კიდევ უფრო ფართო ავტომობილის იერს მატებს. Opel vizor ტექნოლოგიებს და ულტრა თხელ Intelli-Lux LED® მაშუქებსაც აერთიანებს, რომლის ცენტრშიც ბრენდის მთავარი სიმბოლო Opel Blitz იკვეთება და უკან მხარესაც კომპოზიციურად მეორედება. მთლიანობაში ბოლო თაობის OPEL ASTRA განსაკუთრებით დინამიურად გამოიყურება C-ს სვეტის მკვეთრად გამოხატული სპოილერით.
ბოლო თაობის OPEL ASTRA, თბილისში, ოპელის ოფიციალურ ცენტრში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე #118-ში იქნება წარმოდგენილი და მისი გაყიდვები მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.