Get All Access for $5/mo

7-8 მაისს Women in Wine 2020 საქართველოში მეღვინე ქალებს შეკრებს Women in Wine Expo ამ ტიპის პირველი ინიციატივაა ევროპაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Women in Wine

Women in Wine Expo (WIWE) პროფესიონალ მეღვინე ქალებს შეკრებს საქართველოში, რომ ამ ინდუსტრიაში გენდერული ზღვარი წაიშალოს. ქალები სხვადასხვა კონტინენტიდან ლოპოტის ტბის კომპლექსში 7-8 მაისს, ერთი საერთო მიზნით შეიკრიბებიან, მეღვინეობის ინდუსტრიის ისეთ მომავალზე უნდა იზრუნონ, სადაც გენდერული განსხვავება აღარ იქნება. მონაწილეთა გარდა, ამ ყოველწლიური ორდღიანი ღონისძიების მხარდასაჭერად, მთელი მსოფლიოდან ვიდეოზარებით ჩაერთვებიან ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი ქალბატონები.

"ღონისძიების ჩასატარებელი ადგილის შერჩევა მარტივი იყო, რადგან მიგვაჩნია, რომ მეღვინეობის სფეროს ნებისმიერმა პროფესიონალმა უნდა მოინახულოს რეგიონი, სადაც ღვინის წარმოება დაიწყო. ჩვენი მიზანია, მთელი მსოფლიოდან 100-მა მეღვინე ქალმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს კონფერენციაში და მთელი მრავალფეროვნება განიხილონ, რაც ღვინის ინდუსტრიაში არსებობს. ჩვენ თანამოაზრე ქალების შეკრება გვსურს, რომ გაცილებით მეტი ქალი შეიყვანონ, როგორც დისტრიბუტორებისა და იმპორტიორების კატალოგებში, ისე ღვინის რუკებსა და პრესაში. გენდერული უთანასწორობა უდიდესი პრობლემაა ამ მეტად გლობალურ ინდუსტრიაში, და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად," - ამბობს სენაი ოზდემირი, Women in Wine Expo-ს დამფუძნებელი.

WIWE ერთი წლის წინ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, 2019 წელს გრანდიოზული სამიტი ჩაატარა. საქართველოში მთავარი სპიკერი, კარენ მაკნეილი იქნება, "ღვინის ბიბლიის" ავტორი, რომელიც ახლა ღვინის ანტიკური რეგიონების თემაზე მუშაობს. სხვა საკითხებს შორის გაიმართება მსჯელობა ურწყავ მიწებზე მოსავლის მოყვანაზე, მდგრად განვითარებასა და სამომხმარებლო ტენდენციებზე. პირველად იქნება წარმოდგენილი მონაცემები გენდერული სფეროს მდგომარეობაზე ევრო კავშირის მეღვინოების ინდუსტრიაში. უთვალავი პანელური დისკუსია გაიმართება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ანტრეპრენერობა; თუ როგორ უნდა მოიძიონ რესურსები და ფინანსები საკუთარი ბიზნესის დასაფუძნებლად ქალებმა; და ასევე, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ წარმატებული PR და მარკეტინგული სტრატეგიები. ამ ინდუსტრიის მეღვინეთა და მევენახეთა წამყვანი ჟურნალის, Wine Business Monthly-ს მთავარი რედაქტორი, ერინ კირშენმანი, ღვინოზე და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ ბიზნესებზე ისაუბრებს.

დღეს ქალი პროფესიონალების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება, მიუხედავად ამისა, ქალები მხოლოდ 63 პროცენტს იღებენ იმისა, რასაც მამაკაცები გამოიმუშავებენ (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემები), და ხშირად, საკმარისადაც არ არიან წარმოჩინებულნი, როგორც წამყვანი მეღვინეები, სომელიეები და არც ხელმძღვანელი თანამდებობები უკავიათ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში.

ოზდემირის იდეა როტერდამისა და ბრიუსელის ორ დღიან ღონისძიებებზე იქცა რეალობად. ორივე ქალაქი ევროპაში ღვინით ვაჭრობის მთავარი ცენტრია, რომლებიც მოცულობით მთელ მსოფლიოში რიგით, მე-15 და მე-16 უდიდეს ბაზარს წარმოადგენენ (Euromonitor, 2018) ნიდერლანდებთან ერთად, სადაც თითეული მოსახლე წლიურად 24.1 ლიტრ ღვინოს მოიხმარს, იგივე მაჩვენებელი მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება ბელგიაში - 31.9 ლიტრი. ეს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების მხრივ (OIV, 2016).

ქართული დელეგაცია Wine Expo -ზე

"ამასთან ერთად, გვინდა, მამაკაცებმა იცოდნენ, რომ ამ საკითხის მოგვარება ნებისმიერ ადამიანზე მოახდენს გავლენას ამ ინდუსტრიაში და ჩვენ, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გვჭირდება მათგან, რომ იგი მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორიც ჩვენთვისაა, - ამბობს ოზდემირი, - გვინდა მათ იცოდნენ, რომ ამგვარი ინიციატივების მხარდაჭერითა და დასპონსორებით, ასევე დიალოგის გაგრძელებით, მათ უზარმაზარი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ".

"ჩვენ ვხედავთ, როგორ წარმატებებს აღწევენ ქალები ღვინის მწარმოებელ ორგანიზაციებში მთელ მსოფლიოში. სულ უფრო მეტი ქალი მოდის ამ ინდუსტრიაში, და ეკონომიკურ უთანასწორობას ეჯახება, და მასთან ერთად, დისკრიმინაციას გენდერული, ასაკობრივი და რასობრივი ნიშნით. ეს ახალი ჯგუფები უამრავ შესაძლებლობებს ქმნიან. ჩვენ "ტორტის გაყოფა" არ გვინდა, ჩვენ მათი ზრდა გვინდა", - ამბობს ოზდემირი.

Women in Wine Expo ამ ტიპის პირველი ინიციატივაა ევროპაში, რომლის მონაწილეები, ქალები არიან შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიგერიიდან და რა თქმა უნდა, საქართველოდან.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სენაი ოზდემირს

+31 6 48 95 91 44 senay@houseofredandwhite.com

Women in Wine Expo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს:

https://www.womeninwineexpo.com

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე