📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

82 წლის უოლი ფანკი - ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კოსმოსში

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

82 წლის უოლი ფანკი ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ის Blue Origin-ის ხომალდით New Shepard, ჯეფ ბეზოსთან, მის ძმა მარკთან და 18 წლის სტუდენტი ოლივიე დაემენთან ერთად წარმატებული მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა.

ახლა ფანკი, ტეხასის შტატში, როანოკეში ცხოვრობს, იგი ქალთა გუნდის „მერკური 13"-ის წევრი იყო, რომელმაც 1960-იანი წლების დასაწყისში გაიარა ასტრონავტის მომზადების კურსი, მაგრამ მისთვის კოსმოსის რომელიმე მისიაში მონაწილეობის ნებართვა არ მიუციათ.

Amazon-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა ფანკი მას შემდეგ მიიწვია თავის კოსმოსურ ხომალდზე, კომპანიის პირველი მისიაში, რაც მისი ისტორია გაიგო.

ხომალდმა 20 ივლისს, სამშაბათს დილას დასავლეთ ტეხასში აიღო სტარტი Blue Origin-ის ობიექტებიდან, წარმატებით მიაღწია სუბორბიტულ სივრცეს და შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა დედამიწაზე. ფრენა დაახლოებით 11 წუთს გაგრძელდა.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე