Get All Access for $5/mo

აჭარაბეთი და Startup Grind ფესტივალს გამართავენ თემაზე ''ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან'' ფესტივალი 18-21 ივნისს გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

"ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან", ტექნოლოგიური ფესტივალი Startup Grind-ის ორგანიზებით 18-21 ივნისს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი "atech:restart". Covid 19-მა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქცევებზე, დღეს მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა, ამიტომ Atech:restart-ის მთავარი თემაც ახალ რეალობასთან ადაპტირება გახლავთ.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კონკურსი, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამოცანა, რომელსაც მონაწილის პროექტმა უნდა გასცეს პასუხი, შემდეგია: "როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?".

გუნდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. გუნდში შეიძლება იყოს 1-4 წევრამდე (ასაკობრივი შეზღუდვით +18).

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მილიონზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. თბილისის წარმომადგენლობა 3 წელზე მეტია მოქმედებს. მისი ორგანიზებით მუდმივად იმართება სტარტაპ ღონისძიებები, რომლების სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას, განათლებას და საქმიანი კავშირების დამყარებას ემსახურება. გასულ წელს კი რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ კონფერენცია გამართეს.

ფესტივალს Startup Grind-ი, კომპანია აჭარაბეთთან ერთად ატარებს.

ღონისძიების მედია მხარდამჭერი: Entrepreneur Georgia

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე