Black Friday Sale! 50% Off All Access

"ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისთვის" - EVA-მ დევიდ სიმმონდსის მასტერკლასს უმასპინძლა

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

EVA-მ 5-6 მაისს HCM Metrics-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, დევიდ სიმმონდსს უმასპინძლა. 5 მაისს, სასტუმრო "ბილტმორში", მან მოწვეულ HR-პროფესიონალებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს მასტერკლასი ჩაუტარა თემაზე, "ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისთვის", სადაც ISO 30414 სტანდარტისა და ზოგადად, ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის მნიშვნელობა მიმოიხილა. 6 მაისს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დევიდ სიმმონდსმა ISO 30414 სტანდარტის მოთხოვნებზე, ადამიანური კაპიტალის მართვის როლზე, ამ პროფესიისათვის დამახასიათებელ საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცოდნაზე ისაუბრა.

ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის, ადამიანური კაპიტალის ეფექტიანი მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სტრატეგიული მიზნების დასახვა და მათი განხორციელება შეუძლებელია HR/HC-პროფესიონალების ჩართულობისა და მათ მიერ ამ პროცესების სტრატეგიულად მართვის გარეშე. ეს ყველაფერი კი მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რაც მონაცემების სისტემატური ანალიზით, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვით და მათი შედეგების შეფასებითა და გაზომვით არის შესაძლებელი.

ISO 30414:2018 − ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება − პირველი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს საკუთარი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში.

ISO 30414:2018 აერთიანებს 60 HR-მეტრიკას, 11 ძირითადი მიმართულებით:

  • შესაბამისობა და ეთიკა;
  • ხარჯი;
  • მრავალფეროვნება;
  • ლიდერობა;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • ორგანიზაციული ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა;
  • პროდუქტიულობა;
  • დაქირავება, მოქნილობა და ბრუნვა;
  • უნარები და შესაძლებლობები;
  • მემკვიდრეობის დაგეგმვა (succession planning);
  • სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა.

ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება და მონაცემების ანალიტიკა კომპანიის სტრატეგიის ეფექტიანობას განსაზღვრავს. ანგარიშგების ეფექტიანად განხორციელებით, HR-პროფესიონალებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ბიზნესპარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე, გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების სიხშირე, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპ-მენეჯმენტთან და გახადონ კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტიანი.

"ძალიან დიდი პატივია, დევიდ სიმმონდსის პარტნიორობა და მისი ვიზიტის ორგანიზება. იგი HCM Metrics-ისა და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე და პირველი HR-პროფესიონალია, რომელმაც პროფესიული სერტიფიცირება ISO 30414 მიიღო ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისად. მასტერკლასს ესწრებოდნენ წამყვანი სექტორების HR-პროფესიონალები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები, ასევე, საგანმანათლებლო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები", − აღნიშნავს სალომე არღვლიანი, EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა გახლდათ. გარდა ამისა, მასტერკლასის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სექტორული და ბიზნესგაერთიანებები, ასევე − სავაჭრო პალატები. მათ შორის: Internation Chamber of Commerce in Georgia, "ფროფერთი ჯორჯია", FIABCI Georgia, The Biltmore Tbilisi Hotel და Entrepreneur Georgia.

"საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხიდების აგება აუცილებელია ერთობლივი ზრდის, ინოვაციებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ უსაზღვრო პოტენციალი და წინსვლა მომავალი თაობებისთვის.

გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის კავშირების გამყარება წარმოადგენს სავაჭრო პალატის ძირითად მიზანს. ჩვენი ძლიერი მხარეების გაერთიანებით, გავაგრძელებთ გზას გრძელვადიანი წარმატებისა და ინოვაციებისკენ, საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის სულისკვეთების გაძლიერებით", − აღნიშნავს მაკო აბაშიძე, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი დირექტორი.

ISO 30414 სტანდარტის დანერგვით, კომპანიას შესაძლებლობა აქვს გააანალიზოს განხორციელებული საქმიანობა, დაგეგმოს გაუმჯობესება, მონიტორინგი გაუწიოს მიმდინარე პროცესებს და შეაფასოს შედეგები.

HR-მეტრიკების მეშვეობით კანდიდატების მოძიების, შერჩევის, რეკრუტინგის, HR-ბიუჯეტირების, სწავლებისა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, და ზოგადად ყველა HR-პროცესის მართვა უფრო ეფექტიანია.

თანამშრომლების კმაყოფილების კვლევისა და ანალიზის შედეგად, რომელიც სტანდარტის ერთ ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს, კომპანიას შესაძლებლობა აქვს გააანალიზოს არსებული საჭიროებები და დანერგოს მექანიზმები მათი კმაყოფილებისთვის, რაც ეფექტიანობას გაზრდის, ეს კი ბიზნესის წარმატების საწინდარია.

"ჩვენთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების პარტნიორობა Fiabci Georgia-სა და უძრავი ქონების ჰაბის Property Georgia ეგიდით. ISO 30414 ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების (HR-მეტრიკები) დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია უძრავი ქონების სექტორისთვის, სადაც ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა და მიღებული შედეგის რეალური წვლილის დანახვა, დღესდღეობით არის ის კეთილდღეობა და კონკურენტული უპირატესობა კომპანიებისთვის, რომლის მიღწევაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა", − აღნიშნავს ლიკა ქარდავა, Fiabci Georgia, პრეზიდენტი, Property Georgia, დამფუძნებელი

აღსანიშნავია, რომ ISO 30414 სტანდარტი მოიაზრებს აქტიურ თანამშრომლობას კერძო და საჯარო სექტორებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ და ბიზნესგაერთიანებებს შორის. ანგარიშგების წარმოება და შედეგების განხილვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად, არამედ მას დიდი გავლენა აქვს სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, ურბანულ დაგეგმარებაზე, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე, მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე.

"ICC Georgia როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესორგანიზაცია, დიდ მხარდაჭერას უცხადებს მსგავს ღონისძიებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება. ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2018 წლიდან შეიქმნა და აქტიურად საქმიანობს HR-კომიტეტი. შესაბამისად, ჩვენ HCM Metrics-ის ხელმძღვანელის ვიზიტისა და მასტერკლასის ორგანიზებაში პირველივე დღიდან აქტიურად ჩავერთეთ. მოხარული ვარ, რომ ღონისძიება შედგა და წარმატებით განხორციელდა", − აღნიშნავს ხატია ბუხრაშვილი, ICC Georgia-ს წარმომადგენელი.

"HCM Metrics-ის ვიზიტი თბილისში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის ISO-სტანდარტის დანერგვისათვის საქართველოში, კავკასიასა და ევრაზიის მთელ რეგიონში!

HCM Metrics ამაყობს და აქვს პატივი, იყოს მსოფლიოში პირველი წამყვანი აუდიტორი ISO 30414 – Human Capital Reporting. ეს არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილის შესახებ.

ჩვენ საქართველოში უახლოეს მომავალში დავბრუნდებით, რათა HR და C-suite დირექტორებს შევხვდეთ, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ISO 30414 სტანდარტი თავიანთ ორგანიზაციებში დანერგონ", − აღნიშნავს დევიდ სიმმონდსი.

სამომავლოდ EVA-ს ინიციატივითა და პარტნიორების ხელშეწყობით არაერთი სიღრმისეული ტრენინგი თუ ვორქშოფი იგეგმება HR-მეტრიკებსა და სტრატეგიულ მართვაზე. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, სასწავლო პროგრამებში სტანდარტით გათვალისწინებული საკითხების უკეთ წარმოჩენის მიზნით.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"