Get All Access for $5/mo

"პრომეთე" - პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს დარგის ექსპერტებთან აკავშირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თითოეული ბიზნესი განვითარების კონკრეტულ ეტაპზე არაერთ პრობლემას აწყდება, არასაკმარისი კომპეტენციის, გამოცდილებისა თუ რესურსების ნაკლებობის გამო ხშირად ეს პრობლემები მოუგვარებელი რჩება, ბიზნესი ფუნქციონირებას წყვეტს ან მეტად ვეღარ ვითარდება. "პრომეთე" სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს, იგი მცირე და საშუალო ბიზნესებს მათ წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით დარგის ექსპერტებთან აკავშირებს, რომლებიც ბიზნესის რისკების მინიმუმამდე შემცირებასა და წარმატების მაქსიმალურად ზრდაზე არიან ორიენტირებულები.

ამჟამად პლატფორმა დაინტერესებულ პირებს ორი ტიპის სერვისს სთავაზობს. ერთ შემთხვევაში "პრომეთეს" გუნდი დარგის პროფესიონალებთან კონსულტაციებს უზრუნველყოფს, რომელიც ბიზნესებს სწორად განვითარებაში ეხმარება. მეორე სერვისი კი კორპორაციული მომსახურების ფარგლებში, თანამშრომლების მუდმივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამა თუ იმ გამოწვევის წინაშე.

თითქმის 4 წელი "პრომეთეს" დამფუძნებლები, ზურა წიკლაური და ალექსანდრე გოდელაშვილი კახეთში, კერძოდ, გურჯაანის ტექნოპარკში სხვადასხვა პროექტსა თუ სტარტაპზე მუშაობდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ არაერთი წარმატება თუ მარცხი განიცადეს და დიდი გამოცდილებაც დააგროვეს. "პრომეთეს" შექმნის იდეა ახალგაზრდებს ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობისას გაუჩნდათ − ბიზნესიდეამ გამარჯვებაც მოიპოვა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს იგი რეალობად ექციათ. საკუთარი ძალისხმევით ირგვლივ მეგობრები შემოიკრიბეს და იდეის დახვეწას შეუდგნენ. დეკემბერში "პრომეთემ" GITA-ს 25000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა და დღემდე აქტიურად განაგრძობს განვითარებას.

"სათვალავი ამერია, უკვე იმდენი სტარტაპი ჩაგვივარდა. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა იყო ჩვენი პრობლემა. შესაბამისი გამოცდილება არ გვქონდა, არც საჭირო ხალხს ვიცნობდით, რომ რჩევები მოეცათ. გადავწყვიტეთ, ამ პრობლემის მოგვარების გზა შეგვექმნა, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე სხვებსაც დაეხმარებოდა. სწორედ ჩვენი პრობლემიდან წამოვიდა "პრომეთეს" იდეაცაქამდე, უბრალოდ, ვერ შევძელით კონკრეტული იდეების განხორციელება. ჩავარდნილ სტარტაპებს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, რასაც ეტაპობრივად მივხვდით, როდესაც გამოცდილება დავაგროვეთ. თუმცა, მანამდე ძალიან გაგვიჭირდა. "პრომეთე" კი შესაბამის ეტაპზე ეხმარება ადამიანებს, ათა სწორად განავითარონ იდეები", − აღნიშნავს ზურა წიკლაური.

"პრომეთეს" განვითარების პროცესს არაერთი გამოწვევა ახლდა თან, Entrepreneur-თან საუბრისას ზურა იხსენებს, რომ პლატფორმის ახლანდელი ვერსიის ჩაშვებამდე ბიზნესიდეა სულ მცირე 8-ჯერ შეცვალეს, რათა კარგი სამომხმარებლო გამოცდილება შეექმნათ. ახლა მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ თავიანთი პროექტი, დატესტონ ბაზარი და პროდუქტიკიდევ უფრო დახვეწონ.

"ჩვენი მიზანია ისე მივიტანოთ განვითარების შესაძლებლობა ბიზნესამდე, როგორც პრომეთემ მიუტანა ცეცხლი ადამიანებს", − აღნიშნავს ალექსანდრე გოდელაშვილი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ