Get All Access for $5/mo

ანნა ვინტურის ლექცია ყველას მოგვცემს ინსპირაციას – ნინჩო ჯიბლაძე საღამო ანნა ვინტურის ფენომენის განხილვას და ვიდეო მასტერკლასის ჩვენებას დაეთმო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

ჟურნალ Entrepreneur-ის მორიგი ღონისძიება მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ქალის – ამერიკული Vogue-ის ბრიტანელი მთავარი რედაქტორის ანნა ვინტურის ფენომენის განხილვას და ვიდეო მასტერკლასის ჩვენებას დაეთმო.

შეხვედრის მთავარი სტუმარი ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძე იყო, რომელმაც მასტერკლასის ჩვენების დაწყებამდე ანნა ვინტურის ბიოგრაფიაზე და მის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრა.

ნინჩო ჯიბლაძე: "ანნა ვინტურის მასტერკლასმა წარმოუდგენელი ინტერესი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ საქართველოშიც უამრავმა ადამიანმა გამოხატა ინტერესი. დარბაზი გადაჭედილი იყო, რის გამოც ყველა სტუმარს და, რა თქმა უნდა, ღონისძიეძების ორგანიზატორს – ჟურნალ Entrepreneur-ს მადლობა მინდა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ ანნას ლექცია ყველას მოგვცემს ინსპირაციას, რომელიც დღევანდელ სამყაროში ასე გვჭირდება".

ღონისძიება უნიკალურ ლოკაციაზე – "არტტენტის" საგამოფენო სივრცეში გაიმართა, რომლის დამფუძნებელთან მაია ბიჭიკაშვილთან ვრცელ ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე.

გიორგი შარაშიძე, ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი: მიხარია, რომ ასეთი გამორჩეულად საინტერესო ღონისძიება თანამედროვე თბილისში სწორედ ყველაზე გამორჩეულ სივრცეში ჩავატარეთ. გარდა იმისა, რომ პირველ რიგში, "არტტენტი" არის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ამავე დროს, როგორც ჩვენმა ღონისძიებამაც დაადასტურა, ფანტასტიური სივრცეა ინტელექტუალური შეხვედრებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ OK!-ის მთავარ რედაქტორს ნინჩო ჯიბლაძეს, რომელიც დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას, ღონისძიების სტუმრებისთვის ანნა ვინტურის ფენომენის მისეული ხედვა გაეზიარებინა. ნინჩო ყველაზე კომპეტენტური ადამიანია, ვისი მოწვევაც ამ თემაზე სასაუბროდ შეგვეძლო".

სტუმრებს ჟურნალ OK!-ის ოქტომბრის ნომერთან ერთად გამოსული, სოფო ჭყონიას რედაქტორობით მომზადებული, Fashion Book და ნომრის პარტნიორის – shalis.ge-ს მიერ დაწესებული 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.

ჩვენების პარალელურად სტუმრებს "ჯიდი ალკო" კოქტეილებით, ხოლო კომპანია GWS "ვისმინოს" საფერავით გაუმასპინძლდა. სტუმრებს განსაკუთრებული საჩუქრები მოუმზადა ღონისძიების პარტნიორმა "ჯიპისიმ", Diesel-მა კი 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები დააწესა.

სასიამოვნო სურპრიზი კი სტუმრებს ყველაზე პატარა ანტრეპრენერმა, 12 წლის გიორგი შეშაბერიძემ მოუმზადა, რომელმაც სტუმრებს ანნა ვინტურის გამოსახულებიანი მამალოები აჩუქა.

ჟურნალი Entrepreneur აგრძელებს ღონისძიებების სერიას სხვადასხვა ფორმატში, რის შესახებაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!