Get All Access for $5/mo

ანუკი რობაქიძე საკუთარი სტრატაპით Theneo, Web Summit-ზე Pitch-ის კონკურსის ჩემპიონი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გასულ წელს სწორედ ამ ღონისძიებაზე ვიჯექი და ვოცნებობდი ერთ დღეს აქ მოვხვედრილიყავი. ვერ ვიჯერებ, რომ სცენაზე ვდგავარ და დღეს არამხოლოდ საკუთარი კომპანია, არამედ - ჩემი ქვეყანაც წარვადგინე. ამ ყველაფრის მადლობელი ვარ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ CARU, Carusell-ით დაწყებული Payze-თ დამთავრებული ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ქართული სტარტაპი არსებობს, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებას. ასევე, კარგი იქნება, თუ ქართული სტარტაპების სანახავად საქართველოსაც ეწვევით." - Theneo-ს დამფუძნებლის, ანუკი რობაქიძის სიტყვა Web Summit-ზე გამარჯვების შემდეგ.

Theneo - ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც API სექტორში მნიშვნელოვან ცვლილებებს ისახავს მიზნად. Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხარისხიანი, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად Theneo პირველი კომპანიაა, რომელიც API დოკუმენტაციის ავტომატიზაციაზე მუშაობს. API დოკუმენტაცია კორპორაციებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა პლატფორმების ეფექტური ინტეგრაციის გასამტკიცებლად. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზა უნიკალურია და აქვს პოტენციალი, რომ ის მილიონობით დეველოპერმა გამოიყენოს.

Web Summit მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვებ-სამიტია, რიმელიც ყოველწლიურად იმართება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი