Get All Access for $5/mo

Apple-მა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ლიდერობა დაიბრუნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5 ივნისის მდგომარეობით, პლატფორმა - companiesmarketcap.com-ის თანახმად, საბაზრო კაპიტალიზაციის $2.248 ტრილიონიანი მაჩვენებლით ლიდერობა კვლავ ტექნოლოგიურმა გიგანტმა - Apple-მ დაიბრუნა. სულ რამდენიმე დღის წინ, იმავე მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილს ნავთობმომპოვებელი კომპანია - Saudi Aramco იკავებდა, რომლის კაპიტალიზაცია ამჟამად - $2.241 ტრილიონს შეადგენს.

აღნიშნული პლატფორმის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 6,314 კომპანიას აერთიანებს, ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $80 ტრილიონს აღემატება.

ცნობისათვის, როგორც არაერთი ავტორიტეტული წყარო აცხადებს, მიმდინარე წლის გასული ექვსი თვე, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების ბაზრებისთვის, რამაც მილიარდობით ზარალი მოუტანა მსოფლიო ეკონომიკას, განსაკუთრებით კი მსხვილ კომპანიებს.

გთავაზობთ მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიების საბაზრო მაჩვენებლებს პლატფორმა - companiesmarketcap.com-ის მიხედვით:

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!