ბიო ''ბოსტანი'' - საერთაშორისოდ აღიარებული ნატურალური პროდუქცია მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჯანსაღი ცხოვრების კულტურის განვითარებასთან ერთად იზრდება ბიოსაკვების მნიშვნელობაც. საქართველოს ბაზარზე ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უჭირავს ბიო "ბოსტანს", რომელიც უნიკალური თვისებების მქონე, ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო ნაწარმს ქმნის. ბიო "ბოსტანში" შეხვდებით არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტს, რომელიც არის ჯანსაღი, უსაფრთხო და აქვს როგორც უკეთესი საკვები ღირებულებები, ისე გემოვნური თვისებები.
ბიო "ბოსტანს" მრავალრიცხოვანი და ერთგული მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ნატურალური გახეხილი პომიდორი 400-მილიგრამიან ქილაში დაკონსერვებული სახითაც. პომიდორი არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს და ამასთან, აქვს საუცხოო გემო.
ბიო "ბოსტანი" სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და გასაღების მოწესრიგებულ სისტემას ფლობს, აქედან გამომდინარე, მას უკვე მოპოვებული აქვს მომხმარებლების ნდობა და მოთხოვნაც დღითი დღე იზრდება. აღნიშნულის პარალელურად, ბიო "ბოსტანმა" მოიპოვა "კავკასსერტის" ოფიციალური ბიოში გარდამავალი სერტიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მწარმოებლის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს და სრულად ასახავს სოფლის მეურნეობის ნორმებს.
აღსანიშნავია, რომ ბიო "ბოსტნის" პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. როგორც Entrepreneur-თან საუბარში პროექტის იდეის ავტორმა, ბექა ბარჯაძემ აღნიშნა, 4 და 6 წლის შვილები ჰყავს და მისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა ნატურალური ბიობოსტნეული, რაც ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვილებს 9 თვიდან უნიშნავენ ბოსტნეულს და მშობლებისთვის, ბექა ბარჯაძის თქმით, ძალიან რთულია უსაფრთხო პროდუქციის მოძიება. აქედან გამომდინარე, 2019 წელს ცარიელი მიწის ნაკვეთი შეიძინა და "ერთი ნამჯის რევოლუციის" პრინციპით მეურნეობა გააშენა. ბიო "ბოსტანი" არის "ელკანას" (ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია) წევრი და მისი ბიოსასათბურე მეურნეობა ერთ-ერთ სამაგალითო პროექტად მიიჩნევა.
მოგეხსენებათ, თუ რამდენად რთულია ორგანულად მოყვანილი პროდუქციის მოვლა. შეკითხვაზე, თუ როგორ უვლიან მცენარეებს, ბექა ბარჯაძემ განგვიმარტა, რომ ისინი იყენებენ მხოლოდ "ბიოაგროს" ბიოსერტიფიცირებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს.
Covid-19 პანდემიის პერიოდში ბექამ დაიწყო ინფორმაციის მოძიება, გაიცნო დარგის სპეციალისტი, რომელმაც საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ბიომეურნეობის პრინციპებსა და სათბურებზე. ბექა ბარჯაძე პროფესიით არქიტექტორია და სწორედ საკუთარი პროფესიის დახმარებით დაიწყო ერთი სათბურის მოდელის აწყობა.
რაც შეეხება სამომავლო ხედვასა და მიზნებს, 2023 წლიდან ბექა ბარჯაძე პროდუქციის გაფართოებას "ბოსტნის" ლოგოს ქვეშ გეგმავს. ერთგული მომხმარებლებისთვის ბოსტნეული, ხილი თუ ნებისმიერი სხვა მოსავალი 100%-ით ნატურალური იქნება.