Get All Access for $5/mo

Bocuse d'Or Georgia - ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ჩემპიონატის ეროვნული შესარჩევი ტური იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bocuse d'Or

2019 წლის 2 და 3 ნოემბერს პირველად საქართველოში, "Expo Georgia"-ს მეთერთმეტე პავილიონში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის "Bocuse d'Or"–ის ეროვნული შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.


"Bocuse d'Or Georgia"-ს ფარგლებში 100 ქართველი აპლიკანტიდან 8 მონაწილე შეირჩევა, რომელთა კერძებსაც ქართველი და უცხოელი შეფებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წევრები შეაფასებენ.

ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები გაემგზავრებიან ტალინში, ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში Bocuse d'Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება. ქალაქ ლიონში 24 ქვეყნის ფინალისტი უმაღლესი ჯილდოს - "ოქროს ბოკუზის" მოსაპოვებლად იბრძოლებს.

"Bocuse d'Or"– ის კულინარიულ კონკურსში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნისა და მისი მდიდარი გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციის უნიკალური შესაძლებლობაა.

"Bocuse d'Or Georgia"–ს ორგანიზატორი გახლავთ ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო – "გასტრონავტი", პროექტის წარმდგენი – საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, პროექტის მხარდამჭერნი კი – საქართველოს კულინარიის ფედერაცია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2019 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილ კულინარიულ გამოფენაში - "Sirha" (რომლის ფარგლებშიც ტარდება Bocuse D'or-ის ჩემპიონატის ფინალი), სადაც ქართულმა სამზარეულომ დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგადაც ქვეყნის "Bocuse D'or"–ის ჩემპიონატში მონაწილეობა გახდა შესაძლებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!