Get All Access for $5/mo

BPW Georgia - საქმიან და პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო გაერთიანების გლობალური გეგმები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამედროვე ცხოვრებამ მკვეთრად შეცვალა სტერეოტიპული მიდგომები და დღეს სულ უფრო მეტი ქალი გრძნობს თავს გლობალური ოჯახის ღირებულ წევრად, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე და წვდომა განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებთან, თუმცა ქალებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ბიზნესკავშირების გამრავალფეროვნება თუ პოტენციური პარტნიორებისა და მხარდამჭერების შეძენა. სწორედ ამ მისიით ჩამოყალიბდა BPW (International Federation of Business and Professional Women − www.bpwgeorgia.com) − საქმიან და პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც ქალებს უქმნის გარემოს, სადაც მათ იდეას არა მარტო მხარს დაუჭერენ, არამედ ერთობლივი ძალისხმევით თავს მოუყრიან რესურსებს, რომელიც საჭიროა იდეის წარმატებით ფორმირებისთვის.

ფედერაცია, რომლის შექმნის იდეა 1930 წელს შვეიცარიაში, დოქტორ ლენა მადსენ ფილიპსის ინიციატივით გაჩნდა, მოიცავს საერთო ღირებულებებითა და მისიით გაერთიანებულ საქმიან და პროფესიონალ ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია დღემდე წარმატებით საქმიანობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ემსახურება ქალთა თანაბარი შესაძლებლობების გაცნობას, როგორც ეკონომიკურ და სამოქალაქო, ასევე − პოლიტიკურ ცხოვრებაში.

BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება − სწორედ ამ საერთაშორისო ფედერაციის (BPW International) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მეწარმე, საქმიან და პროფესიონალ ქალთა ხელშეწყობა, მათი თვითრწმენისა და მოტივაციის ზრდა, პროფესიული თუ პიროვნული კომპეტენციების განვითარება და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობების გაჩენა საერთაშორისო მასშტაბით.

BPW Georgia-მ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის სტატუსით ოპერირება 2020 წელს დაიწყო. გაერთიანებას საქართველოში წარმოადგენს მისი პრეზიდენტი, "მსოფლიო ელჩი" – "ქალი, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს" და სხვა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარების, 15+ წლიანი წარმატებული კარიერის მქონე ეკატერინე მაისურაძე, რომელიც Entrepreneur-თან საკუთარი გლობალური და დიადი მიზნის შესახებ საუბრობს:

"ყოველთვის მინდოდა, მსოფლიოს გაეცნო საქართველო − პატარა ქვეყანა დიდი შესაძლებლობებით. სწორედ ეს იყო და არის მიზეზი, თუ რატომ წარვადგინეთ BPW მსოფლიოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმომადგენლობა და მივუერთდით BPW-ს მიერ ოპერირებად 100 ქვეყანას. ამ ორგანიზაციებისა და გაერთიანებების ერთობლიობა მაძლევს საშუალებას, ერთ სივრცეში მოვუყარო თავი ყველა პროგრესულ იდეასა თუ პიროვნებას, მათი ჩართულობა კი მივმართო საინტერესო და სასარგებლო მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისკენ", − განმარტავს ეკატერინე მაისურაძე.

BPW Georgia-ს მთავარი იარაღი, გარდა გუნდის პროფესიონალიზმისა და წარმატებული კარიერისა, საერთაშორისო კავშირებია, რაც გლობალური მიზნების განხორციელებისთვის მთავარი ბერკეტია. BPW Georgia − ეს სწორედ ის ქსელია, სადაც ქალებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქვთ საშუალება, გაუზიარონ საკუთარი ისტორიები ერთმანეთს და სფეროში წარმატებულ პროფესიონალებს, მიიღონ რჩევები ამა თუ იმ გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ და დაეუფლონ გამოწვევებისა თუ სირთულეების დაძლევის უნიკალურ მექანიზმებს.

"მე დღეს წარმოვადგენ რამდენიმე საბჭოს. მათ შორის, ვარ საერთაშორისო ჰოლდინგ "საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის" (IRC) დამფუძნებელი, რომელმაც დააარსა როგორც ბიზნეს და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება BPW Georgia, ასევე "აზიისა და აფრიკის სამრეწველო პალატა" (GAACC). BPW Georgia-ს, გარდა BPW საერთაშორისო ასოციაციისა, მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერასა და პარტნიორობას უწევს ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ვაჭრობასა და ინდუსტრიაში − ABWCI. BPW საერთაშორისო ფედერაციის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოშიც იქმნება დარგობრივი კომიტეტები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ გარდამტეხი გავლენა მოახდინონ ამა თუ იმ სფეროს განვითარებასა და წინსვლაში", − აცხადებს BPW Georgia-ს პრეზიდენტი.

ორგანიზაციას წევრებისთვის უამრავი სიახლე, სერვისი და ბენეფიტი აქვს, რაც კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. BPW Georgia Enterpreneur და Premium-პაკეტების ფარგლებში საკუთარ ბენეფიციარ წევრებს სთავაზობს: კარიერულ კონსულტაციასა და დეველოპმენტს, მენტორშიფის პროგრამებს, შეხვედრების სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას, დასწრებასა და თანამონაწილეობას სხვადასხვა სახის კვალიფიკაციისა და განმავითარებელ ტრენინგებსა თუ სემინარებზე, B2B ბიზნესკონსულტირებას, ბიზნესკავშირების გამყარებას, ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში, ბენეფიტებსა და განვითარების პროგრამებს წევრი ქალბატონების შვილებისათვის, BPW International-ის წევრობას, ABWCI International-ის წევრობას, წვდომას საერთაშორისო ფორუმებზე, სალონურ შეხვედრებსა თუ სხვადასხვა სახის ნეთვორქულ ღონისძიებებში მონაწილეობას და სხვა.

BPW International-ისა და Association of Business Women in Commerce & Industry (ABWCI)-ის გარდა, BPW Georgia-ს პარტნიორები არიან: Leading Woman of Africa, Geneva Woman Care, IFIA – International Federation of Investors Association, BGCC – British Georgian Chamber of Commerce, GT – Georgia Today, Investor.ge, Bank of Georgia, Indian Woman Network და სხვა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა საერთო ხედვა ქალთა გაძლიერებისა და მათი განვითარებისკენ არის მიმართული.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!