''CARU-ს მესამე მომხმარებელმა ნიუ-იორკში ყავაზე დამპატიჟა'' - ნიკა აბაშიძე "პირადად რომ დავდიოდი შეკვეთებზე, მიშა იყო მესამე ადამიანი ვინც CARU გამოიძახა"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ცხოვრებაში ისეთი რამეები ხდება, რომ ვერც წარმოიდგენდი თავის დროზე, CARU • ქარუ-ს მესამე მომხმარებელმა ნიუ-იორკში ყავაზე დამპატიჟა
მოკლედ, ეს ადამიანი არის მიშა, CARU რომ დავიწყე და პირადად რომ დავდიოდი შეკვეთებზე, მიშა იყო მესამე ადამიანი ვინც CARU გამოიძახა. ჰოდა მე მოვემსახურე, კარტერიდან ზეთი გასდიოდა მის მანქანას...
ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, მიშამ ჩემი FB-დან გაიგო, რომ NY-ში ვარ და ქართველები რომ ვამბობთ ხოლმე - თან გადამყვა. ჯერ ყავა დავლიეთ და ვისაუბრეთ, მერე რომ გაიგო ბარგი მქონდა გადასატანი Airbnb-ს ბინაში, 2 საათიან გზაზე მანქანით წამომიყვანა და წამომყვა. ვინც აქ ყოფილა მიხვდება ეს რას ნიშნავს...
რომ დაფიქრდე ძალიან მაგარი ისტორიაა, მადლობა დიდი" - ნიკა აბაშიძე, CARU-ს დამფუძნებელი.
CARU − ესაა პლატფორმა, რომლის მეშვეობით შეგიძლია ოპერატიულად გამოიძახოთ ავტოასისტენტი. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ავტომობილებში და თქვენ მაგივრად წაიყვანს მას ხელოსანთან. შეაკეთებს ყველაფერს, რაც გენდომებათ და მანქანას მწყობრში მოყვანილს დაგიბრუნებთ.