Carusell-ის დახმარებით მომხმარებელს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესის დაწყება შეეძლებათ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის ბიზნესი, მიუხედავად შემოსავლიანობისა, უამრავ დროსთან, ფინანსებთან, ძალისხმევასა და ენერგიასთან არის დაკავშირებული. ხშირად, არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა, რაც შეიძლება მცირე დროში შევარჩიოთ სასურველი ავტომობილი. ხშირად კი - პრობლემა არასაკმარისი ფინანსები და დანაზოგია, რის გამოც საკუთარი ბიზნესის წამოწყება გვიჭირს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ანა აბაშიძემ და საბა ჯიქურმა ქართული სტარტაპი - Carusell შექმნეს, რომლის ავტოექსპერტებიც მანქანის ყიდვისა და გაყიდვის მთლიან პროცესს გადაიბარებენ და მომხმარებლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარებიან.
როგორ გამოიყურება მანქანების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, თუ Carusell-ის მომხმარებელი არ ხართ?
Carusell-ის გარეშე ადამიანებს უწევთ, მოიძიონ ნაცნობები, რომლებსაც ამერიკის აუქციონის ოფიციალური, ვალიდური კოდები აქვთ ან თავად შეიტანონ დეპოზიტი სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიაში, რომლებიც მანქანის ჩამოყვანაში დაეხმარებიან. ამის მიუხედავად, მომხმარებლებს ხშირად თვად უწევთ თამაში აუქციონზე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ზოგჯერ აუქციონები საქართველოს დროით შუა ღამით ან გამთენიისას იმართება, რაც კიდევ უფრო ართულებს მასზე დასწრებასა და აქტიურ მონაწილეობას. გარდა ამისა, ავტომობილების ბიზნესის წარმოებისას მომხმარებელს ჩამოყვანასა და ტრანსპორტირებაზეც უწევს ფიქრი, როგორც ამერიკიდან-საქართველოში, ისე - ფოთიდან სასურველ ქალაქამდე. ჩამოყვანილ ავტომობილს კი შეკეთება სჭირდება, რაც უამრავ დროსთან და ფინანსებთან არის ასოცირებული. ხშირად კი ისეც ხდება, რომ ავტომობილს, რომელიც ფოტოში კარგ მდგომარეობაში ჩანდა, სამწუხაროდ, რეალურად იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ეს მომხმარებელს წარმოედგინა.
ამის შემდგომ იწყება მანქანის გაყიდვის პროცესი: მომხმარებელს უწევს, სხვადასხვა ვებგვერდზე განათავსოს ავტომობილის ფოტოები, დაარეკლამოს ჯგუფებში ან რუსთავის ავტობაზრობაზე სცადოს მისი გაყიდვა. რამდენჯერაც კლიენტი კონკრეტული ავტომობილით ინტერესდება, მას უწევს შეხვედრები და მანქანის ადგილზე მიყვანა. აღნიშნული პროცესი ხშირად თვეების განმავლობაშიც კი იწელება, რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებელს პოტენციურ მოგებას აკარგვინებს.
თუ Carusell-ის მომხმარებელი ხართ...
Carusell-ის მომხმარებლებს არაფერზე უწევთ ფიქრი. მომხმარებელი, რომელსაც ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესის დაწყება სურთ, უკავშირდებიან "ქარუსელის" ვებგვერდს და აწვდის ინფორმაციას: რა ტიპის მანქანის შეძენა სურს, რა არის მაქსიმალური ბიუჯეტი, რას ანიჭებს უპირატესობას და ა.შ. ამის შემდგომ, ავტოექსპერტები მათ მანქანის შერჩევაში ეხმარებიან და ურჩევენ, რა ტიპის ავტომობილის ჩამოყვანა იქნება უფრო მომგებიანი, რა დაზიანებებით სჯობს მანქანის შეძენა და სხვა. ექსპერტი სხვადასხვა აუქციონზე ეძებს საუკეთესო ვარიანტებს და უგზავნის მომხმარებელს დასადასტურებლად.
როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომელი მანქანის შეძენა სურს, ავტოექსპერტი აუქციონზე ვაჭრობას იწყებს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით შეიძინოს მანქანა და შესაბამისად, მომხმარებელი უფრო მეტად დარჩეს მოგებული. აღსანიშნავია, რომ Carusell-ის მოგება სრულად არის დამოკიდებული მომხმარებლის მოგებაზე, შესაბამისად, Carusell-ის ავტოექსპერტები მოტივირებულნი არიან, მომხმარებლებს მაქსიმალურად იაფად ჩამოაყვანინონ მანქანა და შედარებით მეტი მოგებით გააყიდინონ.
ავტომობილის ან ავტომობილების შეძენის შემდეგ, თითოეულ პროცესს ისევ Carusell-ის ავტოექსპერტები მართავენ. ისინი ქმნიან ინვოისებს, აგვარებენ ტრანსპორტირების საკითხს როგორც ამერიკიდან საქართელოში, აგრეთვე - ფოთის პორტიდან სასურველ ქალაქამდე. ამის შემდგომ, მომხმარებელს აკავშირებენ "ქარუსთან", რომელიც მათ ხარჯებს დაუთვლის და საუკეთესო პირობებით ავტომობილის შეკეთებაში დაეხმარება.
რაც შეეხება გაყიდვას, მომხმარებელს არც ამ შემთხვევაში უწევს ძალისხმევის ჩადება. სპეციალურად გამოყოფილი ექსპერტები თავად გადაუღებენ ფოტოებს ავტომობილს, განათავსებენ ვებგვერდებზე, დაუკავშირდებიან პოტენციურ კლიენტებს, შეხვდებიან მანქანის სანახავად და განახორციელებენ ყველა იმ პროცესს, რაშიც მომხმარებელი ყველაზე მეტად დროით ესურსსა და ფინანსებს ხარჯავდა. აღსანიშნავია, რომ "ქარუსელი" ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზრებზეც გავიდა, სადაც ავტომობილების ექსპორტს ახორციელებს და შესაბამისად, ავტომობილის გაყიდვა უკვე ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზეც, ბევრად მეტი მოგებით იქნება შესაძლებელი.
როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად მართავს მანქანის ყიდვა-გაყიდვის პროცესს, ბიზნესის უწყვეტად მუშაობისთვის მას რამდენიმე ავტომობილის ერთდროულად შეძენა უწევს, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ შეძენა-გაყიდვის პროცესს დიდი დრო სჭირდება, მომხმარებლები წინასწარ ყიდულობენ დიდი რაოდენობით ავტომობილებს, რაც Carusell-თან პარტნიორობის შემთხვევაში აღარ არის საჭირო, ვინაიდან სრული პროცესის დრო მინიმუმამდეა შემცირებული.
Carusell-ის მომხმარებელს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი სამსახური და პროფესია, ხოლო მანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი დამატებით მომგებიან საქმიანობად აქციოს. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სულ მცირე დანაზოგი, რომლითაც ერთ მანქანას მაინც შეიძენს - ყველა პროცესს კი Carusell-ის პროფესიონალი, სანდო ავტოექსპერტები განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ როდესაც მომხმარებლები, Carusell-თან პარტნიორობით მცირე დანაზოგს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში დებენ, აღნიშნულ თანხას 10-დან 50%-მდე მოგების სახით იბრუნებენ.