''ჩიკატაი'' უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად "საქველმოქმედო სათამაშოების ეს ხაზი იარსებებს მანამ, სანამ უკრაინაში ყველა ბავშვი არ იქნება სრულად უსაფრთხოდ"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩიკატაიმ" საქველმოქმედო მიზნით საბავშვო სათამაშოების სპეციალური კოლექცია შექმნა, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხის 30% გადაირიცხება UNICEF-ის სპეციალურ ფონდში უკრაინელი ბავშვებისთვის.
"საქველმოქმედო სათამაშოების ეს ხაზი იარსებებს მანამ, სანამ უკრაინაში ყველა ბავშვი არ იქნება სრულად უსაფრთხოდ და აღარ იქნება დამატებითი ზომების მიღება საჭირო.
გვინდა შეგვეძლოს მეტი, მაგრამ ამ მომენტში ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს საზოგადოებასთან და ძვირფას მეგობრებთან ერთად" - აცხადებენ კომპანიაში.
სათამაშოების შეძენა შეგიძლიათ "ჩიკატაის" მაღაზიაში, პეტრიაშვილის #5 ან ონლაინ .
პირდაპირი შემოწირულობისთვის ესტუმრეთ https://lnkd.in/e26Q9cZM