#ჩვენვაკავშირებთ - 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მეათედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

2021 წლის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ. გზავნილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ის ყოველთვის მოიაზრებს გასული წლის მოვლენებსა და მომავალი წლის გეგმებს, რის გარშემოც ვერთიანდებით.

თუ დავაკვირდებით წლების მიხედვით გზავნილების განვითარებას, ადვილად შეამჩნევთ იმ სტიგმის შემცირებას, რომელიც დაუნის სინდრომს თან ახლდა. თუ რამდენიმე წლის წინ მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო, მიმდინარე წელს მთავარი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და დასაქმებაა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი და ლილეს დედა, მიკა ძიძიგური მოგვიყვება:

"ჩვენ ვაკავშირებთო ვთქვით და მართლაც ასეა.. ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს მომავალი წარმატებისთვის, განათლებისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პანდემიის პირობებში ცხოვრებამ ნამდვილად კარგი გაკვეთილი მოგვცა, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, თუ როგორი მნიშვნელოვანია მუდმივად კავშირზე ყოფნა - მუდმივად განვითარების ეტაპების შენარჩუნება, მოძრაობა და შესაძლებლობების აღმოჩენის უწყვეტი პროცესი.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებით სავსე გარემოში აღმოვჩნით, ასოციაციას არ შეუწყვეტია მთავარი მიზნისკენ სწრაფვა. შევქმენით პროგრამა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს 7-დან 18 წლამდე, სწორი მიდგომებითა და განვითარების ეტაპების მრავალფეროვნებით, ხელს უწყობს უნარების გაუმჯობესებაში, პროფესიული თვალსაზრისით თავის დამკვიდრებასა და პატარა ნაბიჯების გადადგმაში დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.

პროგრამას "7 პლიუსი" ჰქვია და მისი მიზანია ადამიანმა შეძლოს საკუთარი ინტერესების და შესაძლებლებლობების აღმოჩენა, ადკევატური შეფასება და პროფესიული ორიენტაციის დაზუსტება. პროგრამიდან გასვლის წინაპირობა პროფესიული არჩევანია.

მიმდინარე წელს ჩვენი კავშირი და წლის მიზნების გაერთიანება ბავშვებისა და მოზარდებისთვის, აღნიშნული თემების წინ წამოწევით გამოვხატეთ. ასოციაციის 21 მარტის კვირეულის ყველა ღონისძიება მოზარდების განვითარების შესაძლებლობებისა და პრობლემების ირგვლივ ერთიანდება.

19 მარტს გაიმართება რიგით მეხუთე კონფერენცია თემაზე: დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარება, არსებული პროგრამები და პრობლემები. კონფერენციაზე ისაუბრებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა პროექტების შესახებ.

21 მარტს, კი ჭრელი ბაზრობა გაიმართება ორბელიანის მოედანზე, სადაც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა შედგება, ღონისძიების მასპინძლები კი თავად მოზარდები იქნებიან.

ვფიქრობთ ამ კვირეულის მუხტი დიდხანს გაგვყვება, არა მხოლოდ ჩვენ, მშობლებს, არამედ საზოგადოების დანარჩენ წევრებსაც, იმიტომ რომ #ჩვენვაკავშირებთ"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

PULSAR AI – პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ''სილიკონის ველზე'' მოიზიდა ინვესტიცია

წარმატების გზა და რჩევა ქართველ სტარტაპერებს დაჩი ჭოლაძისგან

მწვანე ბიზნესი

გარემოს დაცვაზე ზრუნვის 10 გზა ბიზნესში

მწვანე ინიციატივები ჯანსაღსა და სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის თანამშრომლებს

Business News

აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება იზრდება - ზოგიერთმა 2024 წელს ათობით მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს

აი, რამდენი გამოიმუშავეს აღმასრულებელმა დირექტორებმა 2024 წელს, JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონიდან Disney-ის ბობ აიგერამდე