Get All Access for $5/mo

CityPay.io პირველი ქართული ფინტექ კომპანია, რომელიც ხელფასებს სრულად კრიპტოვალუტით გასცემს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CityPay.io რეგიონში პირველი, ქართული სტარტაპია, რომელმაც საქართველოში და რეგიონში ბიზნესებს უნიკალური შესაძლებლობა - გადახდების კრიპტოვალუტით მიღების შესაძლებლობა მისცა. 2021 წლიდან დღემდე ფინტექ სტარტაპი უკვე 500-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიაში უზრუნველყოფს მათთვის მომხმარებლის მიერ განხორციელებული კრიპტო ტრანზაქციის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში, რაც მათთვის საგადახდო არხების გამოყენების არსებულ ხარჯებს საშუალოდ 5-ჯერ ამცირებს.

Მიმდინარე თვიდან CityPay.io სრულიად ახალ - კრიპტო სახელფასო სისტემაზე გადავიდა და გუნდის წევრებისთვის სრული ანაზღაურების სტაბილურ კრიპტოვალუტაში, USDT-ში გაცემა დაიწყო. Როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, ამით სურთ ერთის მხრივ, უპასუხონ სტარტაპის მისიას - განავითარონ და ხელი შეუწყონ კრიპტო-გადახდების განვითარებას ადგილობრივ და არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, მეორე მხრივ კი გუნდის თითოეული წევრის სურვილია ამგვარ წამოწყებაში იყვნენ პირველები და თავადაც იყვნენ მაგალითი კრიპტოვალუტის ყოველდთიურ გამოყენებაში დაამკვიდრების.

"Ჩვენი მიზანია ნებისმიერი ტიპის ბიზნესს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აითვისონ ის სწრაფად მზარდი სეგმენტი, რასაც აქამდე ვერ ფარავდნენ. Ყოველწლიურად მსოფლიოში მკვეთრად იზრდება კრიპტო-მფლობელების რიცხვი და საქართველოც არსებულ ტრენდს შესაბამისად მიყვება. მათთვის კონვერტაცია ლარში რამოდენიმე საფეხურსა და დიდ საკომისიოებს გულისხმობს, რაც დროის და ფინანსების კუთხით საკმაოდ არაეფექტურია. Იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი გუნდის წევრმა უფრო მეტად გაითავისოს კრიპტო მფლობელების საჭიროებები, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკვე სრული ანაზღაურება კრიპტოვალუტაში გავცეთ. Ამ ცვლილებამ უკვე გამოიღო შედეგები და თანამშრომლობა დავიწყეთ ისეთ კომპანიებთან, რომელთა პროდუქტი თუ მომსახურება ჩვენი ყოველდღიური მოხმარების საგანია. Გვიხარია, რომ მათი მხრიდანაც შესაბამისი დაინტერესება დავინახეთ." - ბექა ქემერტელიძე, CityPay.io თანადამფუძნებელი.

დამატებით, კრიპტო გადახდების მასშტაბის ზრდა CityPay.io-მ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე წარმატებით დაიწყო და უკვე შედგა თანამშრომლობა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო, ელ-კომერციისა და კომპიუტერული თამაშების სფეროს წარმომადგენლებთან. Როგორც კომპანიაში აცხადებენ, კრიპტო-გადამხდელების მხრიდან მოთხოვნის ზრდის პარალელურად, კომპანიების დაინტერესებაც მკვეთრად იზრდება, რაც სამომავლოდ უფრო დიდ შესაძლებლობებს აჩენს - როგორც პროდუქტის განვითარების, ასევე საინტერესო პარტნიორობების კუთხით.

კრიპტო გადახდების სისტემის დანერგვა ნებისმიერი მსურველი ბიზნესისთვის მარტივად და სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი მათ ვებგვერდზე www.citypay.io რეგისტრაციით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!