Get All Access for $5/mo

და მაინც, როგორ აზროვნებენ ანტრეპრენერები? ანტრეპრენერული აზროვნების თავისებურებების შესახებ საკუთარ ხედვებს ნინა მენთეშაშვილი გვიზიარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

აზროვნების მოდელი − ეს სწორედ ისაა, რაც ანტრეპრენერებს მათგან გამოარჩევს, ვისაც ჯერ გამბედავი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და შესაძლოა ჯერ კიდევ ორჭოფობენ. ანტრეპრენერული აზროვნების მოდელი არაერთი კვლევისა და დაკვირვების საგანიცაა. საქართველო გამბედავი ადამიანების ნაკლებობას არ განიცდის, განსაკუთრებით ქალი ანტრეპრენერების მიმართულებით, რომელთა სხვადასხვა ასპარეზზე გააქტიურებაც აშკარაა.

არაერთ საერთო თვისებასთან ერთად კი, თითოეული მათგანი სამყაროსა და ცალკეულ საკითხებს საკუთარი პერსპექტივიდან თავისებურად ხედავს. ნინა მენთეშაშვილი ბრენდ AlterSocks-ისა და Nina Be Fit-ის დამფუძნებელია. იდეის ხელშესახებ პროდუქტად გარდაქმნისა და ბიზნესად გარდაქმნის გზა მან ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა. ანტრეპრენერული აზროვნების თავისებურებებისა და გამორჩეულობის შესახებ კი ის ახლა საკუთარ ხედვებს გვიზიარებს.

  • ანტრეპრენერი ცდილობს სამყაროს არა მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან, არამედ სხვების თვალითაც უყუროს, იმისათვის რომ უკეთ გაიგოს და დაინახოს, რა აწუხებთ და რა პრობლემები აქვთ სხვა ადამიანებს მის გარშემო. თუ ამას დაინახავენ, მერე უკვე შესაძლოა ისეთი პროდუქტი/სერვისი მოიფიქრონ და შემქმნან, რომელიც მომხმარებელს ზუსტად ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება და შესაბამისად, მათაც წარმატებას მოუტანს.
  • ანტრეპრენერს, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, აშინებს ის რისკი, რასაც თავის ახალ ან მომავალ საქმეში ხედავს. თუმცა, მისი ინტერესი, სურვილი და საკუთარი იდეის რწმენა იმდენად დიდია, რომ ამ შიშს ლახავს და იწყებს რეალური ნაბიჯების გადადგმას იდეის გასაცოცხლებლად.
  • ანტრეპრენერი არ ფიქრობს მხოლოდ ფულის შოვნაზე. მას უნდა რომ რაიმე ახალი, საინტერესო და ინოვაციური შესთავაზოს საზოგადოებას. ის ცდილობს არსებული პროდუქტების/სერვისების ახლებური, გაუმჯობესებული ვერსიები შექმნას და გარემოს ახალი ფასეულობა შესთავაზოს.
  • მოწოდებით ანტრეპრენერ ადამიანებს აქვთ სურვილი, იყონ თავიანთი თავის უფროსები, თუნდაც ამისათვის დღე და ღამე მუშაობა მოუწიოთ. როდესაც ისინი საკუთარ საქმეს ემსახურებიან, ეს მათ ძალიან დიდ სტიმულსა და მოტივაციას აძლევთ, რადგან ყველაზე მეტად საკუთარ თავს რეალიზებულად სწორედ მაშინ გრძნობენ, როდესაც თავიანთ იდეას წარმატებით ახორციელებენ.
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!