Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - თაკო ნიკოლაიშვილის ისტორია დიჯითალი ყოველდღიურად იცვლება, შეუძლებელია იფიქრო, რომ დღეს თუ რაღაც ისწავლე, უკვე საკმარისია და ეს ცოდნა მუდმივად გამოგადგება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

ჩემი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში ერთი წლის წინ დაიწყო. უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ვსწავლობდი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ახალი მიმართულებით მსურდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.

დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა მომწონდა, რისი სწავლა შემეძლო ჩემით, სრულიად დამოუკიდებლად, ინტერნეტის მეშვეობით. ასეთი სფერო სწორედ დიჯითალი აღმოჩნდა.

მალევე მივხვდი, რომ ციფრული მიმართულებები მომავლის პროფესიაა და დღეს ბიზნესის წარმატება ციფრული აქტივობის გარეშე არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი უნარები უფრო მეტად განმევითარებინა.

ასე დავიწყე სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმაზე ონლაინ კურსების გავლა. პირველი პლატფორმა, რომელზეც ედვერთაიზინგის საფუძვლებს გავეცანი Skillshare იყო - ამ პერიოდში პატარა ბიზნესი მქონდა და კურსებზე შეძენილ ცოდნას სწორედ ჩემი ბიზნესის ციფრულ სამყაროში პოზიციონირების გასაუმჯობესებლად ვიყენებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ და ეფექტურ ციფრულ კამპანიას ბრენდის წარმატებისთვის.

მრავალი ონლაინ კურსის, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციისა და მასალების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ თეორიული მასალა საკმარისი არ არის. საჭიროა პრაქტიკა და შეძენილი ცოდნის მუშაობის პროცესში გამოცდა.

არა ერთი დაბუსტული პოსტის შემდეგ მივხვდი, რომ ეს სფერო ძალიან მომწონდა და კარგადაც გამომდიოდა. აღმოვაჩინე, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. ყველაზე მეტად კი მომწონს ის, რომ თბილისიდან შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო დისტანციურად.

მრავალ ბენეფიტთან ერთად, ეს პროფესია სირთულეებსაც გულისხმობს. ყველაზე დიდი გამოწვევა მუდმივად ცვალებადობა არის. დიჯითალი ყოველდღიურად იცვლება, შეუძლებელია იფიქრო, რომ დღეს თუ რაღაც ისწავლე, უკვე საკმარისია და ეს ცოდნა მუდმივად გამოგადგება. ორი თვის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ციფრული სამყარო საერთოდ აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე კვირის წინ იყო. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მუდმივად ტონუსში ყოფნა - მუდმივად ფეხი უნდა აუწყო სიახლეებს, რადგან ოდნავი ჩამორჩენაც შეიძლება რთული ასანაზღაურებელი აღმოჩნდეს.

დღეს საკუთარი ციფრული უნარების განვითარებას Noxtton-ის კომპანიაში ვცდილობ. აქ ყველა მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე არის ორიენტირებული. ყველას ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებს - რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ბაზარზე ციფრული სამყაროს განვითარების პროცესში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ მუდმივად გრძნობ როგორ გენდობიან. Noxtton-ში არ არის მიკრომენეჯმენტის მკაცრი პრაქტიკა, აქ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თავად შენ ხარ. სწორედ ამიტომ, მოზღვავებულ პასუხისმგებლობასაც გრძნობ და ყოველთვის ცდილობ, ეს ნდობა მაქსიმალურად გაამართლო.

ვფიქრობ, Noxtton-ი საუკეთესო სივრცეა ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სწრაფად განვითარება, ახალი უნარების შეძენა და ძველი უნარების გაუმჯობესება.

დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ედვერთაიზინგი და დიჯითალი ის სფეროა, რომელშიც საკუთარი პოტენციალის გამოვლენა მსურს. ამ სფეროს მხოლოდ აწმყოში მისწრაფებად არასდროს განვიხილავ, რადგან მჯერა, რომ ყველა პროფესია თუ საქმიანობა რომელსაც მომავალში განვახორციელებ, ყოველთვის რაღაც კავშირში იქნება ციფრულ სამყაროსთან.

სწორედ ამიტომ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი თავის აღმოჩენა, ვურჩევდი, გაეცნონ ციფრულ სამყაროს, გამოსცადონ შესაძლებლობები, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ახსოვდეთ, რომ გუგლი ყველა კითხვაზე გვთავაზობს პასუხს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!