დაამატე შენი ბიზნესი "ბილიკში" ტურისტული აპლიკაცია ბიზნესის მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბილიკი

ტურისტულმა აპლიკაცია ბილიკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ახალი ფუნქციონალი დაამატა - "დაამატე შენი ბიზნესი".

თუ ხართ მეწარმე და გსურთ თქვენს ბიზნესზე უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა, ბილიკი გთავაზობთ შესაძლებლობას სრულად უფასოდ დაამატოთ თქვენი ობიექტი აპლიკაციაში.

ბილიკში შესაძლებელია განთავსდეს ნებისმიერი ტიპის ობიექტი, სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ბენზინგასამართი სადგური, სამედიცინო დაწესებულებები, ხელნაკეთი ნივთების საწარმოები, ისტორიული და ბუნების ძეგლები და სხვა.

ფუნქციონალის გამოყენება ძალიან მარტივია, აპლიკაციის გადმოწერისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ, დააწვებით პლიუს ღილაკს, შემდეგ დააჭერთ add Object და წერთ აღწერას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ბილიკის მომხმარებელს ფასდაკლებაც შესთავაზოთ. ამის შემდეგ აგზავნით მოთხოვნას და ბილიკის გუნდი არაუგვიანეს სამ სამუშაო დღეში დაგიდასტურებთ მოთხოვნას.

აღნიშნული ფუნქციონალი ტურისტულ ინდუსტრიას აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად აღიდგინონ ძალები პანდემიური კრიზისგან, გამოჩნდნენ ბილიკში არსებულ პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე და გახდნენ უფრო ხილვადი მათი პოტენციური მომხმარებლისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"