დაამატე თიბისის ბარათს თბილისის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ციფრული ბანკის საშუალებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, 1 სექტემბრიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთო. თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ბარათს მიაბან.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და თიბისის სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, თიბისის ციფრული ბანკის მეშვეობით და ასევე საბანკო სივრცეში ვიზიტით. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება შეძენიდან 3 (სამი) წუთში.
სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:
- თბილისის მეტრო
- თბილისის ავტობუსი
- თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
- თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა
"არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას. ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თიბისის ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში"- განმარტავს თიბისის გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ გოგია.
შეგახსენებთ, რომ თიბისის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://we.tl/t-ypc9PtJRnV