დაიწყეთ ცხოვრების ახალი თავი პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ კომპლექს "კრისტალ პარკ ჰოტელში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"პარკ ჰოტელი" სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ბაკურიანში, "კრისტალის" საკურორტო ზონაში, უშუალოდ "კრისტალ პარკის" მიმდებარედ შენდება.

მდებარეობა პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან "კრისტალის" საკურორტო ზონის ყველანაირი ინფრასტრუქტურა მცხოვრებლებს, ფაქტობრივად, ეზოში დახვდებათ, იქნება ეს საბაგირო, კაფე-რესტორნები თუ მოსასვენებელი სივრცეები.

მნიშვნელოვანი ასპექტია კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა, რაც მობინადრეებს მოსასვენებელ, სარელაქსაციო აქტივობებს შესთავაზებს.

მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს აქ დახვდება სპა-ცენტრი საცურაო აუზითა და ფინური საუნით, ფიტნესდარბაზი, რესტორანი და ლობი.

"ჩვენი მიზანია ისეთი ინფრასტრუქტურული სისტემის შექმნა, რომელიც დამსვენებლებს თვითმყოფად და კომფორტულ გარემოს შეუქმნის. სწორედ ამიტომ "პარკ ჰოტელი" მობინადრებს ტერიტორიიდან გაუსვლელად შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო და სასრიალო ტრასებით, სპა-ცენტრებით, კაფე-რესტორნებით, ყინულის მოედნითა და სერვისით, რაც სრულყოფილი განტვირთვისთვისაა საჭირო", - ამბობენ "კრისტალ ჯგუფში".

მფლობელებს აპარტამენტები სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში ჩაჰბარდებათ. ეს ნიშნავს, რომ გარდა დასრულებული რემონტისა, მცხოვრებლებს დახვდებათ ტექსტილითა და ტექნიკით მოწყობილი ბინები, სადაც კომფორტისთვის საჭირო სასტუმროს ყველა აქსექსუარიც კი გათვალისწინებული იქნება.

"კრისტალ ჯგუფმა" "პარკ ჰოტელში" უსაფრთხოებაზეც იზრუნა. შენობები აღჭურვილია OTIS-ის წარმოების უმაღლესი ხარისხის ლიფტებით, ალუმინის კარ-ფანჯრით, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება მიმღები, ე.წ. Reception-ი.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მომავალ მობინადრეებს შეუძლიათ როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ერთ- და ორსაძინებლიანი საცხოვრებელი ფართის შეძენა. საცხოვრებელი ფართები კი 25-დან 68 კვ.მ.-მდე მერყეობს.

"პარკ ჰოტელში" აპარტამენტის შეძენისას ავტომატურად ხდებით Crystal Club Membership Card-ის ბარათის მფლობელი. მისი მფლობელები სარგებლობენ 10-20%-იანი ქეშბექ სისტემით კრისტალის საკურორტო ზონის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს საბაგიროებს, სპა-ცენტრებს აუზებით, ფიტნესდარბაზებსა და კაფე-რესტორნებს.

გარდა ამისა, "კრისტალ ჯგუფმა" გადახდის კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული სისტემაც შეიმუშავა. ეს კი გულისხმობს, რომ:

  • თუკი აპარტამენტის ღირებულების 10%-ს პირველად შენატანად გადაიხდით, 30% გადაგინაწილდებათ მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო დარჩენილი 60% შეგიძლიათ საბანკო სესხით დაფაროთ;
  • ხოლო პირველად შენატანად ღირებულების 15%-ის გადახდის შემთხვევაში დარჩენილი 85% ბინის ჩაბარებამდე შიდა, უპროცენტო განვადებით გადაგინაწილდებათ.

"კრისტალის" საკურორტო ზონა არის "კრისტალ ჯგუფის" ყველაზე მასშტაბური პროექტი ბაკურიანში. ის აერთიანებს საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსებს, ვილებს, საკვებ ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, სათხილამურო ტრასებს, საბაგიროებსა და სხვა საკურორტო ინფრასტრუქტურას.

მასში შემავალი სხვადასხვა პროექტის ბინადრებსა თუ დამსვენებლებს შეუძლიათ საკურორტო ზონის ტერიტორიაზევე მიიღონ ყველა საჭირო სერვისი და წვდომა ჰქონდეთ სამთო კურორტზე დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე.

"კრისტალის" საკურორტო ზონაში მოწყობილია საბაგირო ხაზი (1300 მ, 1000 მ და 550 მ), სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები ხელოვნური გათოვლიანების სისტემითა და ღამით სრიალის შესაძლებლობით, საციგურაო და სპორტული მოედნები, ტობოგანი და რეკრეაციული სივრცე "კრისტალ პარკი".

"პარკ ჰოტელში" აპარტამენტების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ საკუთრებაში არსებული ბინები არა მხოლოდ პირადი მოხმარების, არამედ გაქირავების მიზნითაც გამოიყენონ - "კრისტალ ჯგუფი" ამ მიმართულებითაც მაქსიმალურ კომფორტსა და ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა, მაგალითად, მიმღები, სასტუმროს ტიპის მომსახურება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ნომრების კეთილმოწყობა და მომარაგება და სხვ.

კომპლექს "პარკ ჰოტელის" კონცეფციიდან გამომდინარე, აპარტამენტები სრულად სასტუმროს ნომრის მოწყობას იმეორებს და ბინადრებს ამავე სერვისს სთავაზობს - დაწყებული ელექტრონული გასაღებით, დამთავრებული ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით.

აპარტამენტების გაქირავების სერვისს სასტუმრო "კრისტალის" მმართველი ჯგუფი უზრუნველყოფს. მათ მომსახურებაში შედის ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება, სტუმრების მიღება-განთავსება და ადმინისტრატორის მომსახურება, ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება, ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა, სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება, ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკისა და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან).

კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, ხოლო გარემონტებული და ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და სასტუმროს ყველა აქსესუარით მოწყობილი აპარტამენტები 2026 წლის ივნისში ჩაჰბარდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი