Get All Access for $5/mo

Davion Inc.-ის დამფუძნებელ ჯიმი პლაკას, როგორც 2021 წლის მეწარმეს, EY ნიუ ჯერსის პრემიის ფინალისტად აცხადებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

davion

Entrepreneur Of the Year არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნესჯილდოების პროგრამა შეუჩერებელი მეწარმეებისთვის. სწორედ ეს ხედვითი ლიდერები ახდენენ ინოვაციას, ზრდას და კეთილდღეობას, რაც ჩვენს სამყაროს გარდაქმნის. პროგრამა მეწარმეებს აწვდის ინფორმაციასა და გამოცდილებას, რომელიც უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესსა და ბიზნესმენებს განვითარებისთვის. ჯილდოს არსებობის 35-ე წლისთავზე კი, სხვა მრავალ ფინალისტებთან ერთად, Davion Inc.-ის მფლობელი და პრეზიდენტი ჯიმი პლაკა იბრძვის.

ISELIN, ნიუ ჯერსი Ernst & Young LLP (EY აშშ) გამოაცხადა, რომ ჯიმი პლაკა დასახელდა წლის მეწარმის The Year® 2021 New Jersey Award ფინალისტად. წლის მეწარმის პროგრამა გადაეცემა ისეთ ანტრეპრენერებს, რომელთა ამბიცია, გონებამახვილობა და გაბედულება კრიზისული სიტუაციების წინაშე დაგვეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალშიც.

"საპატიოა, რომ EY-მ და წლის მეწარმე პროგრამამ დამასახელა ფინალისტად სხვა ბიზნესლიდერებს შორის. მე ძალიან გამიმართლა, რომ ამდენი შრომისმოყვარე ადამიანის გვერდით ვმუშაობ. ასე არასდროს ვყოფილვარ აღფრთოვანებული Davion Inc.-ის მომავლით", − წერს ჯიმი პლაკა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

Davion Inc არის ჯანმრთელობის, სილამაზის, პირადი მოვლისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის წამყვანი მწარმოებელი აშშ-სა და კანადაში. Davion აწარმოებს და ანაწილებს სამომხმარებლო პროდუქტებს ბრენდებისა და საცალო ვაჭრობისთვის. Davion მომხმარებელს სთავაზობს სამომხმარებლო ბაზრის მიზნობრივ კვლევას, ფორმულირების შემუშავებას, შეფუთვის დიზაინს, შესყიდვების მომსახურებას, ასევე, ხარისხის კონტროლსა და მარეგულირებელ შესაბამისობას.

ჯიმი პლაკა შეირჩა დამოუკიდებელი ჟიურის კოლეგიის მიერ. პრემიის ლაურეატი გამოცხადდება 2021 წლის 26 ივლისს და გახდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით "მეწარმეთა" საზოგადოების წევრი.

წლის მეწარმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული პროგრამაა მეწარმეებისა და მაღალი ზრდის კომპანიების ლიდერებისათვის. ნომინანტების შეფასება ხდება ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე: სამეწარმეო ხელმძღვანელობა; ნიჭის მართვა; სირთულის ხარისხი; ფინანსური მაჩვენებელი; საზოგადოების გავლენა და ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიის მშენებლობა; ორიგინალობა, ინოვაცია და სამომავლო გეგმები. დაარსების დღიდან, პროგრამა გაფართოვდა და გამოავლინა ბიზნესის ლიდერები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145-ზე მეტ ქალაქში.

რეგიონული პრემიის ლაურეატებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა წლის Entrepreneur Of National Awards-ზე, რომელიც გამოცხადდება ნოემბერში Strategic Growth Forum-ის მიერ, წლის საუკეთესო მეწარმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული კი 2022 წლის ივნისში მიიღებს მონაწილეობას EY World Entrepreneur Of Award ჯილდოს მისაღებად.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე