"ძალა შენშია" - საქართველოს ბანკის საჩუქარი თანამშრომლებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს ბანკში", თანამშრომლებზე ზრუნვის ფარგლებში, გუნდის წევრების დაფასებისა და წახალისებისთვის ტრადიციადაა ქცეული მათი გამორჩეული საჩუქრებით დასაჩუქრება.
ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. გუნდმა ორიგინალური იდეა აირჩია, რომლითაც თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერი დასახული მიზნის მისაღწევად "ძალა თითოეულ მათგანშია- შენშია".
"წელს საახალწლო საჩუქარზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა ის ჩვენს ღირებულებებთან ახლოს ყოფილიყო და ამასთან, თანამშრომლებში განსაკუთრებული ემოციური ბმა გამოეწვია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მთავარ იდეად ის ემოციები და მოგონებები გვექცია, რომლებიც ყველას გვაერთიანებს. ასეთ ემოციებს კი განსაკუთრებულად ქართული ფეხბურთი ქმნის", - ამბობს ირაკლი აბესაძე, "საქართველოს ბანკის" შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი.
საქართველოს ბანკისთვის ქართული სპორტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ღირებულებაა. უკვე წლებია, ფინანსურ ინსტიტუტს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და საქართველოში ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან, ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას.
"2024 საქართველოს ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან მარტში ისტორიული თამაშები გველის - გვაქვს შანსი, პირველად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და დავიმკვიდროთ ადგილი ფეხბურთის ევროპულ რუკაზე. ამ ისტორიულმა შესაძლებლობამ კი ჩვენი საჩუქარი უფრო მეტად სიმბოლური გახადა.
ჩვენ "საქართველოს ბანკის" თითოეული თანამშრომლისთვის შევქმენით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექსკლუზიური ფორმა, რომლითაც ჩვენი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩში ითამაშებენ. ეს ფორმა გამოხატავს გუნდურობას, "საქართველოს ბანკის" ურყევ მხარდაჭერას და იდეას, რომ ქართული სპორტი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს", - ამბობს ირაკლი.
"არ გაჩერდე" "საქართველოს ბანკის" მთავარი მოწოდებაა - მუდმივი სწრაფვა მიზნისკენ, თავდადებული შრომა და, მარცხის მიუხედავად, მუდმივად გამარჯვებისთვის ბრძოლა. ამ იდეას იზიარებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც - ისინი ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს ჩერდებიან. დაუღალავი შრომით, თავდადებითა და საკუთარი საქმის სიყვარულით ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ ქართული და საერთაშორისო სპორტის ასპარეზზე, შექმნან ახალი ისტორია და წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
"საქართველოს ბანკისა" და საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრების იდეების გაერთიანებისა და ხორცშესხმის პროცესში კი აქტიურად იყო ჩართული სარეკლამო სააგენტო "ვინდფორსი".
"თუ ბრენდის ჭრილში შევხედავთ, "საქართველოს ბანკსა" და ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე ბრენდის არქეტიპი - გმირია, ორივე ინდივიდების გაძლიერებაზე, თვითგანვითარებაზე - საკუთარ თავში ძალებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაზეა აგებული", - აღნიშნავენ "ვინდფორსში".
შესაბამისად, სააგენტომ მიზნად დაისახა, დიზაინი ორ მნიშნელოვან კრიტერიუმზე დაეფუძნებინა - მაისური ყოფილიყო გულშემატკივრისთვის (ბანკის თანამშრომლებისთვის) პრაქტიკული და კომფორტული ყოველდღიურ გამოყენებაში, ამასთან ერთად, ნაკრების არსებულ, ოფიციალურ ფორმებთან უნდა მოსულიყო შესაბამისობაში და ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
საგულშემატკივრო მაისურები "მაკრონმა" - ნაკრების ტექნიკურმა სპონსორმა და საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური მაისურების მწარმოებელმა დაამზადა.
ინიციატივის შესახებ საუბრისას ფედერაციაში ამბობენ, რომ "საქართველოს ბანკი" ქართული სპორტისა და ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული ქომაგობის კულტურით გამოირჩევა. მაისური, რომელიც ნაკრების გენერალური პარტნიორის თანამშრომლებისთვის სპეციალურად შეიქმნა, გულშემატკივრისა და ნაკრების ფეხბურთელების უფრო მეტად დაახლოებას ემსახურება.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული ნაკრების მატჩზე უნიკალურ მაისურში გამოწყობილ "საქართველოს ბანკის" ათასობით თანამშრომელს ვიხილავთ მაისურზე დატანილი წარწერით: - "ძალა შენშია". ეს ჩვენს ნაკრებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს", - აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
"ეს არის ფორმა, რომელიც სრულად გამოხატავს სანაკრებო სულისკვეთებას და გულშემატკივარს გუნდის ნაწილად აგრძნობინებს თავს. სწორედ ეს იყო შექმნის მთავარი იდეა. ახლა ტრიბუნაზე უნდა გაცოცხლდეს", - აღნიშნავენ ფედერაციაში.
როგორც ირაკლი ამბობს, პროცესი სასიამოვნოდ დატვირთული აღმოჩნდა. მასში ჩართული იყო ოთხი მხარე და თითოეულისთვის ეს გამოცდილება ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებული გახდა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საჩუქრის გახსნამდე არავის სცოდნოდა ამის შესახებ და პირველი რეაქციებით გაგვეგო, რამდენად ღირებული საჩუქარი შევქმენით. ყველა ის ემოცია, რომელიც ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ჩავდეთ, უკან დაგვიბრუნდა.
ახლა ერთი მიზანი გვამოძრავებს - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს 2024 წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებში".