Get All Access for $5/mo

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილური მიენიჭა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი - B+ სტაბილური მიანიჭა.

Scope Ratings-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ემბისი"-ისთვის აღნიშნული რეიტინგის მინიჭება ადეკვატურმა ფინანსურმა პორტფელმა, მოგებამ, მართვის მეთოდმა და კონკურენტულ ბაზარზე მისმა პოზიციონირებამ განაპირობა. ამასთან, მაღალი პოზიციის დაკავების ერთ-ერთი ფაქტორი კომპანიის სტაბილური განვითარებაც გახდა.

დღეისთვის, Scope-ის რეიტინგი - B+ სტაბილური მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალია.

გია პეტრიაშვილი, "ემბისი"-ს გენერალური დირექტორი:
"მინიჭებული რეიტინგი კომპანიის სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა და გამოხატავს ჩვენს მყარ ფინანასურ პოზიციას და იმ შედეგებს, რაც თავის მხრივ, აისახება, როგორც აქტივების ხარისხის სოლიდურობაში, ასევე მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მეტრიკაში".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე