Get All Access for $5/mo

EuroAsian Startup Awards ქართული სტარტაპების მოლოდინში! კანდიდატურების დასახელება EuroAsian Startup Awards -EASA – (სტარტაპების ევრაზიული პრიზები) მოსაპოვებლად დაწყებულია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EASA

ნებისმიერს შეუძლია ა.წ. 21 ივლისამდე სტარტაპების და კერძო პირების დასახელება სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და უკრაინის ეკოსისტემებიდან შემდეგ ვებ გვერდზე:

www.euroasianstartupawards.com

დაწყებულია კანდიდატურების დასახელება სტარტაპების უდიდეს რეგიონულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპების ევრაზიული პრიზების მოსაპოვებლად. ა.წ. 21 ივლისამდე ნებისმიერს შეუძლია სტარტაპებისა და კერძო პირების ონლაინ პლატფორმაზე დასახელება 19 კატეგორიაში სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და უკრაინის ეკოსისტემებიდან. ქვეყნის გამარჯვებულების ვინაობა ეროვნულ ფინალებზე სექტემბერში გამოცხადდება და თითეული მათგანი კვალიფიცირდება რეგიონალურ ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

კანდიდატურის დასახელება პირველი ნაბიჯია ადგილობრივი სტარტაპების გლობალურ დონეზე გადასასვლელად

ევრაზიული სტარტაპების პრიზების მოსაპოვებლად სტარტაპები და სხვა ნომინირებულები სამ დონეზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს - ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურზე. ნომინირებული სტარტაპები კანდიდატურების დასახელების ვადის დასრულების შემდეგ საბოლოო სიაში მოხვდებიან და საუკეთესოს ყოველ კატეგორიაში ეკოსისტემის დაინტერესებული მხარეები აღიარებენ. ყოველი ქვეყნის გამარჯვებულის ვინაობა ქვეყნის ფინალზე დასახელდება, რომელიც მონაწილე ქვეყანებში სექტემბერში ჩატარდება. გამარჯვებულები კვალიფიცირდებიან რეგიონულ ფინალში მონაწილეობის მისაღებად, რომელზეც სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის ფედერაციის, თურქეთის და უკრაინის საუკეთესო სტარტაპები ერთმანეთს შეეჯიბრებიან გლობალურ ფინალში გადასასვლელად.

სტარტაპების დასახელება ონლაინ პლატფორმაზე ნებისმიერ პიროვნებასაც შეუძლია და ასევე, თავად შეუძლიათ საკუთარი თავის წარდგენა. სტარტაპების ევრაზიულ პრიზებს ათასობით ნომინანტი ეყოლება რვა ქვეყნისაგან, მისი მიზანი საუკეთესო ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძებნაა: მათ შორის, ხელოვნური ინტელექტით და "დიდი მონაცემებით" დაწყებული; "ფიზიკური საგნების ინტერნეტისა" და ფინანსური ტექნოლოგიებით დამთავრებული; ამავე დროს, ლოკალური სტარტაპებისთვის უნიკალური შესაძლებლობების მინიჭება - ქსელის გაზრდა, იდეების დადასტურება, ბიზნეს პარტნიორების მოძებნა და გლობალურ ბაზარზე გასვლა.

EuroAsian Startup Awards სტარტაპების გლობალური ქსელი მოაქვს რეგიონში

EASA წარმოადგენს Global Startup Awards-ის ნაწილს, რომელიც უკვე 3 კონტინენტის 7 რეგიონშია და მსოფლიოს 32 პროცენტს მოიცავს. შესაბამისად, მონაწილე ადგილობრივი სტარტაპები შეძლებენ ისარგებლონ კორპორაციების, ინვესტორების, ექსპერტების, ინკუბატორების, აქსელერატორების და საერთაშორისო მედიის ქსელით.

"მოხარული ვართ, რომ ეს ბრწყინვალე გლობალური კონკურსი და ქსელი უკვე ამ შესანიშნავ რეგიონში შემოგვაქვს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და ბევრი ტალანტი ჰყავს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დროა სამყარომ აღმოსავლეთსაც შეხედოს და ინოვაციების სფეროშიც აღმოაჩინოს შესაძლებლობები. ჩვენ ამ საქმეში საკვანძო როლს სტარტაპების რეგიონული ეკოსისტემების ინტეგრირებით, ადგილობრივი სტარტაპების მოძიებითა და გლობალურ ქსელში ჩართვით; ასევე გლობალური თანამშრომლობის ხელშეწყობით შევასრულებთ,", - განაცხადა ატილა სანდორმა, EuroAsian Startup Awards-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

EuroAsian Startup Awards -ის შესახებ

EuroAsian Startup Awards წარმოადგენს სტარტაპების მსოფლიოს უდიდესი კონკურსს, რომელზეც არც სტარტაპის პრეზენტაცია ხდება და არც მათი კონფერენციაზე წარდგენა; Global Startup Awards-ის მიზანია მოიძიოს, აღიაროს და ერთმანეთთან დააკავშიროს ციფრული სამყაროს მომავლის შემქმნელები მთელი მსოფლიოდან. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილოეთის ქვეყნები, ცენტრალური ევროპა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ ევროპა. EuroAsian Startup Awards ახალ რეგიონულ ინიციატივას წარმოადგენს, მასში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა.

ვებგვერდი: www.euroasianstartupawards.com
ნომინაციის პლატფორმა: http://bit.ly/2YCmWIw

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე