Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს პროექტები საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ხორციელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ევროკავშირის "განათლება დასაქმებისთვის" მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.

ახალი საგრანტო პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის "განათლება დასაქმებისთვის" პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა პროფესიული განათლების კვირეულის ეგიდით. გრანტები გაიცა კერძო და საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად.

ცხრა პროექტი, რომელზეც ევროკავშირმა ჯამში 7 მილიონი ევრო (დაახლ. 27 მილიონი ლარი) გამოყო, მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანთა მიერ პროფესიული განათლებისა და მეწარმეობაში ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები შეესატყვისებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნას და უწყვეტი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. "განათლება დასაქმებისთვის" პროგრამის ძირითადი მიზნებია:

  • უნარების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს შერჩეულ რეგიონებში;
  • უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი უნარ-ჩვევების მისაღებად, შერჩეულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის;
  • სამეწარმეო სწავლებისა და სამეწარმეო ტრენინგის ხელმისაწვდომობა შერჩეულ რეგიონებში.
"მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის "განათლება დასაქმებისთვის" ხუთწლიანი პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში ახალ საგრანტო პროექტებს ვიწყებთ. COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს მისი მოქალაქეების პროფესიული უნარები, გააძლიეროს სამეწარმეო კომპეტენციები და განახორციელოს შრომისა და დასაქმების სტრატეგიების ამჟამინდელ საჭიროებებთან ადაპტირება. გვჯერა, რომ ამ ახალი პროექტებით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შევძლებთ ქალების, კაცების, ახალგაზრდების და მოწყვლადი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესებას", განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ.

"ასეთ რთულ დროს, როდესაც კორონა ვირუსი ცდის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის შესაძლებლობებს და ჩვენ ვცდილობთ, პროფესიული განათლების მართვისა და პრაქტიკების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, უდიდეს მხარდაჭერას გვიცხადებს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, ევროკავშირი. ევროპა წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში მაგალითებისა და საუკეთესო პრაქტიკის ინსპირაციის წყაროს და ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შეუფასებელია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის მოდერნიზებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით," აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

პროფესიული განათლების კვირეული, ოთხ-დღიანი ონლაინ კონფერენციის ფორმატში, ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროკავშირის Skills4Jobs ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს განიხილოს პროფესიული განათლებაში ახალი გამოწევები და გადაჭრის გზები COVID-19-ის ფონზე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში და ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

"უნარები დასაქმებისთვის" პროგრამის მე-2 ფაზა დაიწყო 2018 წელს. პროგრამის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით. მისი მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მლნ ევროს (დაახლ. 190 მლნ ლარი) შეადგენს და ითვალისწინებს:
  • 30 მლნ ევროს საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარებისათვის სექტორული რეფორმის გასახორციელებლად;
  • ორი ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტს, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საჯარო უწყებების მიერ საქართველოში რეფორმების დანერგვაში დახმარებას;
  • 7 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო სქემის კომპონენტს;
  • ასევე ტექნიკური დახმარების პროექტს შესაბამისი სამინისტროების მხარდასაჭერად. ეს კომპონენტი ეხმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, და სხვა სააგენტოებს სექტორული პოლიტიკის განახლებასა და რეფორმირებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
  • თათია ხუბულავას, ტექნიკური დახმარების პროექტის კომუნიკაციის ექსპერტი, tkhubulava@gmail.com

დანართი: "უნარები დასაქმებისთვის" პროგრამის მე-2 ფაზის საგრანტო პროექტები

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს