Get All Access for $5/mo

გაეცანით Tesla-ს ყველაზე მნიშვნელოვან განაცხადებს მისი ღონისძიებიდან ილონ მასკი ამბობს, რომ კომპანია ეტაპობრივად ამოიღებს კობალტს და $25 000-ად ღირებული ავტომობილების წარმოება აქვს განზრახული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

InsideEVs

Tesla-ს ღონისძიებაზე (Battery Day) მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.კერძოდ, კომპანიის ნაბიჯებზე თავისი აკუმულატორებიდან კობალტის ამოსაღებად, მოდელი S-ის ახალი ელექტროძრავაზე, რომლის სიჩქარე 200 მილი / სთ-ს მიაღწევს და ახალი კათოდური ქარხნის გახსნაზე საკუთარი ბატარეების წარმოების გასაუმჯობესებლად. და კიდევ მასკმა თქვა, რომ, Tesla $25,000-იანი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს ბატარეების ახალი ტექნოლოგიის დახმარებით.

ეს ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდა ისე, რომ სოციალურ დისტანცირება დაცული იყო, მასკი და სხვა გამომსვლელები Tesla-ს აქციონერებს მიმართავდნენ, რომლებიც პარკირებულ ავტომობილებში ისხდნენ და მოწონების ნიშნად ასიგნალებდნენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს აქციონირების შეხვედრა კი არა, კადრები იყო რომელიღაც ფილმიდან.

ქვემოთ მოკლე დასკვნებს გაეცნობით Tesla- ს 2020 წლის ღონისძიებიდან:

ახალი ტიპის აკუმულატორები TESLA-ს სიჩქარის დიაპაზონს გააუმჯობესებს

Tesla საკუთარი ახალი ტიპის აკუმულატორების წარმოებას გეგმავს, რაც მისი ავტომობილების სიჩქარის დიაპაზონსაც გააუმჯობესებს და სიმძლავრესაც. ახალი აკუმულატორების წარმოება საკუთარი ძალებით მოხდება, რაც მასკის თქმით, ხარჯებს შეამცირებს და Tesla- ს ელექტრომობილების გასაყიდ ფასს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისას მიუახლოვებს. სავარაუდოდ, ეს შეამცირებს Tesla ღირებულებას კილოვატ საათში, ეს მთავარი მაჩვენებელია, რომლითაც ელექტრომობილების აკუმულატორიანი ბატარეების განსაზღვრა ხდება. Tesla ბატარეის კონსტუქციას ცვლის, მისი ფორმატია 4680, აქ 46 მილიმეტრი დიამეტრია და 60 კი სიმაღლე, ამ ცვლილებით ბატარეები ექვსჯერ უფრო ძლიერი გახდება, ხოლო სიჩქარის დიაპაზონი 16 პროცენტით გაიზრდება.

ამჟამად Tesla-ს ბატარეებს Panasonic აწარმოებს და ჩანს კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. მაგრამ თავის კომპანიაში ბატარეების წარმოებაზე გადასვლა უკვე რა ხანია იყო მასკის დავალებების ჩამონათვალში, ამ ელემენტების დეფიციტმა 2018 წელს კიდევ უფრო მეტად შეაფერხა ელექტრომობილების წარმოება. მასკმა განაცხადა, რომ Panasonic-ში ბატარეების წარმოების ტემპმა მოდელი 3 -ის და მოდელი Y- ს წარმოება შეაფერხა.

მოდელი S PLAID - $139 990 ეღირება და 2021 წელს გამოვა ბაზარზე

მასკი უკვე რა ხანია S PLAID -ის ელექტროძრავაზე მუშაობს, რომელიც მის Ludicrous მოდელზე ერთი საფეხურით მაღლა იქნება. მისი სიჩქარის დიაპაზონი 520 მილი იქნება, გარბენი 0-60 მილი საათში ორ წამში და მაქსიმალური სიჩქარე 200 მილი/საათში. მისი ფასია - $139,990, რაც Tesla-ს ვებგვერდზეა მითითებული. მასკმა ადრე აღნიშნა, რომ ახლანდელი მოდელებისაგან განსხვავებით, Plaid-ის სალონის დიზაინი გაცილებით უფრო ძვირი დაჯდებოდა. Model S 2021 წლის ბოლოს გამოვა ბაზარზე.

მალე ... ბოლოს და ბოლოს, ახალი კათოდური ქარხანა გამოჩნდება

მასკის თქმით, Tesla ახალ კათოდურ ქარხანას ააშენებს თავისი ბატარეებისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ის ყოველთვის ცდილობდა დანახარჯების შემცირებას მიწოდების ჯაჭვზე და კათოდების წარმოების გამარტივებას. იგი ამასთან თავისი პროცესების სრულყოფასაც ცდილობს, რაც საშუალებას მისცემს კათოდები 76 პროცენტით ნაკლებად დაამზადოს და ჩამდინარე წყლები კი საერთოდ აღარ ჰქონდეს. კომპანია ასევე ნიკელის დაბალი მარაგის გამო კათოდების დივერსიფიკაციასაც გეგმავს.

ჩვენ არ ვიცით, სად აშენდება ახალი კათოდური ქარხანა, მართალია Tesla-მ განაცხადა, რომ შემდეგი ქარხანა ოსტინში, ტეხასის შტატში იქნებოდა, მაგრამ მასკმა ივლისში თქვა, რომ იგი ოკლაჰომას მომავალი პროექტებისთვის ქალაქ ტულსას "მტკიცედ უჭერდა მხარს".

კათოდებში კობალტი აღარ იქნება

Tesla თავის კათოდებში კობალტის გამოყენებაზე უარის თქმას გეგმავს, მასკმა განაცხადა, რომ ამის გაკეთება ადრეც სურდა მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს არსებულ ბატარეებში იგი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება. კობალტი ხშირად ისეთ პირობებში მოიპოვება, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევს, ამის გამო გახდა აუცილებელი სხვა მასალების მოძიება მის შესაცვლელად.

მასკს ვადებზე არაფერი უთქვამს, თუ როდის შეწყვეტს კომპანია კობალტის გამოყენებას, მაგრამ თქვა, რომ ეს მის ბატარეებს მნიშვნელოვნად გააიაფებს.

"უზომოდ მნიშვნელოვანი, ისეთი ავტომობილები დავამზადოთ, რომლის შეძენასაც ადამიანები შეძლებენ", – თქვა მან. "ეს საკვანძო საკითხი იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ვიზრდებით და ვვითარდებით".

ახალი მიზანი $25,000-ად ღირებული ავტომობილია

Tesla თავისი კვების ელემენტებისა და ბლოკების ღირებულების შემცირება გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანი $25,000 -ად ღირებული ელექტრომობილის შექმნაა. კომპანია ამ მიზანს თავისი ახალი ტიპის ელემენტების გამოყენებით და მისი შიდა მასალების ახალი კონსტრუქციის მეშვეობით მიაღწევს, რაც მისი თქმით, Tesla-ს კილოვატ საათის ფასის განახევრებაში უნდა დაეხმაროს, თქვა მასკმა.

ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც მასკმა პროგნოზი გააკეთა, რომ Tesla მკვეთრად შეამცირებდა თავისი ელექტრომობილების ფასებს. მან ჯერ 2018 წელს განაცხადა, რომ მისი ელექტრომობილი დაახლოებით სამ წელიწადში $25,000 ეღირებოდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე