Georgian Game Community - 2D ART IN GAMES გაინტერესებთ რა როლს ასრულებს ვიდეოთამაშებში ორგანზომილებიანი გრაფიკა?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ გაინტერესებთ რა როლს ასრულებს ვიდეოთამაშებში ორგანზომილებიანი გრაფიკა, კერძოდ: კონცეპტ არტი, პერსონაჟების და გარემოს დიზაინი, ანიმაცია, ინტერფეისის დიზაინი, და როგორ იქმნება ის, არ გამოტოვოთ GGC-ის (Georgian Game Community) მორიგი ღონისძიება.
ღონისძიება ჩატარდება 24 თებერვალს, 19:00 საათზე, ტერმინალში, აბაშიძის #34
დასასწრებად შეავსეთ მარტივი ფორმა: https://forms.gle/RBLUa5KX7V8GQSnK9
დასწრება სრულიად უფასოა და ასაკი შეუზღუდავი!
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე აუდიტორიას თავის გამოცდილებას გაუზიარებენ:
- სანდრო ქათამაშვილი - სტუდია "ანიმატორი"-ს თანადამფუძნებელი. ის ისაუბრებს თავისი სტუდიის და პირად საქმიანობაზე თუ როგორ ქმნის 2D ანიმაციებს თავის გუნდთან ერთად.
- ნიკა ღუღუნიშვილი - ქართული ვიდეოთამაშების სტუდია AnimatronX-ის ერთ-ერთი ძირითადი წევრია. ის ივენთზე ისაუბრებს UI/UX დიზაინზე თამაშებში. მოყვება მის სირთულეებზე, მნიშვნელობაზე და აუდიტორიას გააცნობს თუ რა როლს თამაშობს ეს მიმართულება თითოეულ პროექტში.
- ბაჩო გერმანაშვილი - გარემოს და პერსონაჟების დიზაინზე ისაუბრებს. მას ამ მიმართულებით რამდენიმე კომპანიაში აქვს გამოცდილება. ის ამჟამად AnimatronX-ში მუშაობს, პროეტზე Dumbriel: Magnificent Adventure in Hell და ქმნის თამაშის გარემოს.
- როინ ჭყოიძე - AnimatronX-ის არტ დირექტორი და კოცეპტ არტისტია. ის მოყვება თავის ისტორიას თუ როგორ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, რა გზა გაიარა არტ-დირექტორობამდე და აუდიტორიას გაუზიარებს ინფორმაციას თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსი. დამსწრე აუდიტორიას მიეცემა საშუალება დასვას ბევრი კითხვა და უფრო ახლოდან გაიცნონ ერთმანეთი.
ბოლოს კი საჩუქრების დრო დადგება. ივენთის მსვლელობისას 2 გამარჯვებული ადამიანი რომელიც ჩაერთვება ივენთის მსვლელობისას ჩატარებულ აქტივობაში, GGC-ს გუნდი გადასცემს XP-Pen-ის 2 სახატავ პლანშეტს.
IT Academy Step-ს ასევე ბევრი საჩუქარი აქვს! მას ვისაც ძალიან უნდა სწავლა დაიწყოს ციფრული ინდუსტრიის მიმართულებით, აკადემია ღონისძიების მსვლელობისას ერთ ადამიანს საჩუქრად გადასცემს 50% ფასდაკლებას სრულ კურსზე!
ასევე ღონისძიების მსვლელობისას IT Academy Step დამატებით გაათამაშებს:
- 500 ლარიან სასწავლო ვაუჩერს
- 300 ლარიან სასწავლო ვაუჩერს
- 200 ლარიან სასწავლო ვაუჩერს
- სტეპის ბრენდირებული სასაჩუქრე ყუთს 5 ადამიანისთვის
ღონისძიების ორგანიზატორია GGC (Georgian Game Community), რომელიც ხელს უწყობს თამაშების ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
პროექტის სპონსორები არიან:
• IT Academy Step
• AnimatronX
• Digital Road Studio
პროექტის მხარდამჭერები:
• Entrepreneur Georgia
• Unreal Engine
• Terminal
• Animatory