Get All Access for $5/mo

Global Game Jam საქართველოს გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო ბაზარზე წარსადგენად ემზადება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

53 მონაწილე და 15 შექმნილი თამაში – გლობალური თამაშების ჰაკათონს (Global Game Jam), წელს საქართველოც შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო პოტენციალის ინოვაციური იდეები დაამუშავეს და ჟიურის წინაშე წარადგინეს.

თამაშების უდიდესი ყოველწლიური ღონისძიება 48 საათის განმავლობაში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 600-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ჰაკათონმა ათასობით კონკურსანტი გააერთიანა, რითიც მონაწილეებს ხელი შეუწყო ინოვაციური იდეების დანერგვასა და საჭირო ბიზნესკონტაქტების შეძენაში.

Global Game Jam-ის დასასრულს მონაწილე გუნდებმა შექმნილი თამაშები ჟიურის 8 წევრს წარუდგინეს. გამარჯვებული გუნდი Parallax გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი - 5,000 ლარი და გლობალურ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა მიიღო. Parallax-ის წევრები გიორგი ჭყრუნიშვილი, ლაშა სამხარაძე, გოგიტა შამათავა და აჩი გუგუჩია გახლდათ.

"დაახლოებით 1 კვირით ადრე გავიგეთ გლობალური Game Jam-ის შესახებ. იმ ფონზე, რომ პანდემიის პერიოდში თითქმის ყველა აქტივობა გაჩერებული იყო, გაგვიხარდა რომ გავიგეთ ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიების შესახებ და უსიტყვოდ დავრეგისტრირდით. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ველოდით, რომ ძალიან კარგი შედეგი დაიდებოდა და საინტერესო გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ იმაზე მაგარი პროექტები ვნახეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. ჰაკათონში კი მონაწილეობას ვიღებდით გუნდი, რომელშიც მე გრაფიკული დიზაინერისა და მენეჯერის როლს ვითავსებდი, ლაშა სამხარაძე - ჩვენი ყოვლისშემძლე არტისტი და 2 დეველოპერი, რომელმაც ბოლო წამებში შეუძლებელი შეძლო. არასდროს მიმუშავია თამაშის ანიმაციებზე და ძალიან სახალისო გამოცდილება მივიღე. ზუსტად ამის გამო არის მსგავს ღონისძიებებსა და ჰაკათონებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, რომ გამოსცადო საკუთარი თავი იმ საკითხებში, რაც აქამდე არ გიცდია და განავითარო შენი შესაძლებლობები. საბოლოოდ რომ შევაფასო, ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი 2 დღე გავატარე და დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში კიდევ შევძლებთ ამ ჰაკათონში მონაწილეობას და ახალ გამოცდილებასაც შევიძენთ", - ამბობს გიორგი ჭყრუნიშვილი.

გუნდის მიერ შემუშავებული თამაში Light It Up კოსმოსის კონცეფციაზეა აგებული: "გალაკტიკაში, მზის გარდა, უამრავი უსიცოცხლო და ბნელი პლანეტაა, რომელშიც ბევრი ნათურა ცხოვრობს და ანათებს მას. მონაწილე ერთი რიგითი ნათურაა, რომელიც გაგზავნეს ერთ-ერთ პლანეტაზე. მოთამაშის მიზანია, ჩავიდეს მის ფსერკზე, ცენტრში და გააცოცხლოს/გაანათოს იგი. ამ ყველაფერთან ერთად მან უნდა მოახერხოს მეგობარი ნათურების დახსნა, რომლებმაც ვერ მოახერხეს მისიის შესრულება და დარჩნენ ამ პლანეტაზე. ამისათვის, მონაწილემ უნდა გამოიყენოს თამაშის სხვადასხვა ფუნქცია - სინათლის ანთება, ჩაქრობა/დამალვა, ასევე პატარა განათებებით მოწინააღმდეგის მოტყუება. ეს ყველაფერი ისე უნდა შეასრულოს მოთამაშემ, რომ არ დაამარცხონ მოწინააღმდეგე მონსტრებმა", - განმარტავს გამარჯვებული გუნდის წევრი.

Global Game Jam-ზე მოგებულ პრიზს თამაშის შემქმნელები პროექტის განვითარებისთვისა და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად გამოიყენებენ: GameJam-ის დაწყებამდე ზუსტად 1 თუ 2 დღით ადრე გაგვაგებინეს ის სასიხარულო ამბავი, რომ მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენი სტუდიის ყყველაზე მასშტაბური VR თამაში "The Chewllers" გაგვეტანა პოლონეთში გლობალურად არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე - Digital Dragon. ეს ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, შეხვდე მაღალტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს და დააგროვო ბიზნესკონტაქტები. Game Jam-ზე მოგებული პრიზი კი დაგავწყვიტეთ, ამ მნიშვნელოვან საქმეს მოვახმაროთ და გამოვიყენოთ საერთაშორისო ბაზარზე წარსადგენად", - აღნიშნავს გიორგი ჭყრუნიშვილი.

Global Game Jam საქართველოში Tbilisi Startup Buro-ს ორგანიზებით და ბილაინის მხარდაჭერით ჩატარდა. მათი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელიც ახალგაზრდებში ციფრული ეკოსისტემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციურობის, ასევე ახალი იდეების წარმოშობისა და დანერგვის კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს. Global Game Jam კიდევ ერთი ჰაკათონია, რომელიც ქვეყანაში თამაშებით დაინტერესებული ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდასა და ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!